Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაიარაღის შესახებმუხლი 20

იარაღის შესახებ

მუხლი 20. იარაღის შენახვა

რედაქცია №86 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹1²1³23456

1.საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს პროკურატურის იარაღი და საბრძოლო მასალა ინახება ამ უწყებათა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის, საბანკო დაწესებულებებისა და სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სტრუქტურული ქვედანაყოფების საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

1¹.ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ 1 “ და „გ 2 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული იურიდიული პირების კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის ან/და სასიგნალო იარაღების/მათი ვაზნების შენახვის, აღრიცხვის, გაცემისა და უსაფრთხოების წესებს ადგენენ აღნიშნული იურიდიული პირები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

1².დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის ტერიტორიაზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის, იარაღის აღრიცხვის, გაცემის, გადაადგილებისა და გამოყენების, მსროლელთა ქცევისა და აღრიცხვიანობის წესებსა და სროლის პოზიციებს, განსაზღვრავს ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

1³.ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ იარაღის შენახვის, აღრიცხვის, გაცემისა და უსაფრთხოების წესებს ადგენს აღნიშნული იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის ხელმძღვანელი. ამ წესების დაუდგენლობა ან დადგენილი წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა (შეუსრულებლობა) იწვევს იმავე ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირისთვის/ინდივიდუალური მეწარმისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2.სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესი მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

3.დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერების მოქმედების პერიოდში ან დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ პერიოდში მოძალადისათვის მისი კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის ან აღნიშნულ პერიოდში მისი დროებით ჩამორთმევის პირობები განისაზღვრება შესაბამისი ორდერით. დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერების მოქმედების შემთხვევებში ან დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ შემთხვევებში მოძალადისათვის ჩამორთმეული პირად საკუთრებაში არსებული იარაღის შენახვის წესი და პირობები, აგრეთვე სამსახურებრივ-საშტატო იარაღით შეზღუდულად სარგებლობის ან/და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჩამორთმევის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

4.საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური,  საქართველოს პროკურატურა, აგრეთვე აღნიშნული დაწესებულებების სისტემებში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები ვალდებული არიან უზრუნველყონ კუთვნილი სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია-მასრების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოსთვის ტყვია-მასროთეკაში განსათავსებლად გადაგზავნა. ტყვია-მასროთეკის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაგზავნის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

5.სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი, გაზის (აირის) იარაღი, სანადირო პნევმატური იარაღი, სპორტული პნევმატური იარაღი, სასიგნალო იარაღი და შესაბამისი საბრძოლო მასალა/ვაზნა ისეთ მდგომარეობასა და პირობებში უნდა ინახებოდეს, რომელშიც/რომლებშიც: ა) უზრუნველყოფილი იქნება იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის დაცვა და უსაფრთხოება; ბ) გამოირიცხება იარაღიდან გაუთვალისწინებელი (უნებლიე) გასროლის შესაძლებლობა; გ) არ მოხდება იარაღსა და საბრძოლო მასალასთან/ვაზნასთან გარეშე პირთა დაშვება; დ) დაცული იქნება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის უსაფრთხო შენახვის პირობები.

6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას. საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1769 - სსმ I, №36 11.07.2005 წ., მუხ.238 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №227 - სსმ I, №17 28.07.2008 წ., მუხ.142 საქართველოს 2009 წლის 12 ივნისის კანონი №1184 - სსმ I, №12 29.06.2009 წ., მუხ.55 საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2511 - სსმ I, №3 13.01.2010 წ., მუხ.8 საქართველოს 2010 წლის 26 მარტის კანონი №2869 - სსმ I, №14 30.03.2010 წ., მუხ.92 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2988 - სსმ I, №24 10.05.2010 წ., მუხ.154 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4401 -ვებგვერდი,17.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5006 - ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №487 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 27 სექტემბრის კანონი №1360 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1782 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3702 - ვებგვერდი, 30.06.2015წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3931 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5455 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1703 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2625 – ვებგვერდი, 06.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3117 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3285 – ვებგვერდი, 09.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3798 - ვებგვერდი, 13.12.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4076 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4244 – ვებგვერდი, 29.12.2018წ. საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4243 – ვებგვერდი, 29.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4894 – ვებგვერდი, 28.06.2019წ. საქართველოს 2021 წლის 12 ივლისის კანონი №711 – ვებგვერდი, 14.07.2021წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1325 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №448 - ვებგვერდი, 10.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №701 – ვებგვერდი, 25.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №768 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

რედაქციების შედარება

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს პროკურატურის იარაღი და საბრძოლო მასალა ინახება ამ უწყებათა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის, საბანკო დაწესებულებებისა და სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სტრუქტურული ქვედანაყოფების საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. 1 1 . ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ 1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის, აღრიცხვის, გაცემისა და უსაფრთხოების წესებს ადგენს აღნიშნული იურიდიული პირი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. [1 1 . ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ 1 “ და „გ 2 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული იურიდიული პირების კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის ან/და სასიგნალო იარაღების/მათი ვაზნების შენახვის, აღრიცხვის, გაცემისა და უსაფრთხოების წესებს ადგენენ აღნიშნული იურიდიული პირები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან)] 1 2 . დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის ტერიტორიაზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის, იარაღის აღრიცხვის, გაცემის, გადაადგილებისა და გამოყენების, მსროლელთა ქცევისა და აღრიცხვიანობის წესებსა და სროლის პოზიციებს, განსაზღვრავს ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. 1 3 . ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ იარაღის შენახვის, აღრიცხვის, გაცემისა და უსაფრთხოების წესებს ადგენს აღნიშნული იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის ხელმძღვანელი. ამ წესების დაუდგენლობა ან დადგენილი წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა (შეუსრულებლობა) იწვევს იმავე ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირისთვის/ინდივიდუალური მეწარმისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესი მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. [2. სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესი მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან)] 3. დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერების მოქმედების პერიოდში ან დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ პერიოდში მოძალადისათვის მისი კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის ან აღნიშნულ პერიოდში მისი დროებით ჩამორთმევის პირობები განისაზღვრება შესაბამისი ორდერით. დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერების მოქმედების შემთხვევებში ან დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ შემთხვევებში მოძალადისათვის ჩამორთმეული პირად საკუთრებაში არსებული იარაღის შენახვის წესი და პირობები, აგრეთვე სამსახურებრივ-საშტატო იარაღით შეზღუდულად სარგებლობის ან/და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჩამორთმევის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. 4. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, საქართველოს პროკურატურა, აგრეთვე აღნიშნულ სამინისტროებსა და სამსახურებში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები ვალდებული არიან უზრუნველყონ კუთვნილი სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია-მასრების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოსთვის ტყვია-მასროთეკაში განსათავსებლად გადაგზავნა. ტყვია-მასროთეკის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაგზავნის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. 5. სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი, გაზის (აირის) იარაღი, სანადირო პნევმატური იარაღი, სპორტული პნევმატური იარაღი და შესაბამისი საბრძოლო მასალა ისეთ მდგომარეობასა და პირობებში უნდა ინახებოდეს, რომელშიც/რომლებშიც: ა) უზრუნველყოფილი იქნება იარაღისა და საბრძოლო მასალის დაცვა და უსაფრთხოება; ბ) გამოირიცხება გაუთვალისწინებელი (უნებლიე) გასროლის შესაძლებლობა; გ) არ მოხდება იარაღსა და საბრძოლო მასალასთან გარეშე პირთა დაშვება; დ) დაცული იქნება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი იარაღისა და საბრძოლო მასალის უსაფრთხო შენახვის პირობები. [5. სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი, გაზის (აირის) იარაღი, სანადირო პნევმატური იარაღი, სპორტული პნევმატური იარაღი, სასიგნალო იარაღი და შესაბამისი საბრძოლო მასალა/ვაზნა ისეთ მდგომარეობასა და პირობებში უნდა ინახებოდეს, რომელშიც/რომლებშიც: ა) უზრუნველყოფილი იქნება იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის დაცვა და უსაფრთხოება; ბ) გამოირიცხება იარაღიდან გაუთვალისწინებელი (უნებლიე) გასროლის შესაძლებლობა; გ) არ მოხდება იარაღსა და საბრძოლო მასალასთან/ვაზნასთან გარეშე პირთა დაშვება; დ) დაცული იქნება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის უსაფრთხო შენახვის პირობები. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან)] 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას. საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1769 - სსმ I, №36 11.07.2005 წ., მუხ.238 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №227 - სსმ I, №17 28.07.2008 წ., მუხ.142 საქართველოს 2009 წლის 12 ივნისის კანონი №1184 - სსმ I, №12 29.06.2009 წ., მუხ.55 საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2511 - სსმ I, №3 13.01.2010 წ., მუხ.8 საქართველოს 2010 წლის 26 მარტის კანონი №2869 - სსმ I, №14 30.03.2010 წ., მუხ.92 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2988 - სსმ I, №24 10.05.2010 წ., მუხ.154 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4401 -ვებგვერდი,17.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5006 - ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №487 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 27 სექტემბრის კანონი №1360 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1782 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3702 - ვებგვერდი, 30.06.2015წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3931 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5455 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1703 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2625 – ვებგვერდი, 06.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3117 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3285 – ვებგვერდი, 09.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3798 - ვებგვერდი, 13.12.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4076 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4244 – ვებგვერდი, 29.12.2018წ. საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4243 – ვებგვერდი, 29.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4894 – ვებგვერდი, 28.06.2019წ. საქართველოს 2021 წლის 12 ივლისის კანონი №711 – ვებგვერდი, 14.07.2021წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1325 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №448 - ვებგვერდი, 10.04.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 აგვ. 2025· გამოქვეყნდა 27 ივნ. 2025
  2. 1 ივლ. 2025· გამოქვეყნდა 25 ივნ. 2025
  3. 1 ივლ. 2025· გამოქვეყნდა 10 აპრ. 2025
წინა მუხლი 19შემდეგი მუხლი 21

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა/ტარება (მუხლი 236)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №86

0
ციტირებულია მუხლი
3
ცვლილება
ბოლო 2025-06-27
5
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 19

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

იარაღის შესახებ

  • 19იარაღის, მისი ძირითადი ელემენტებისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის შეძენის უფლება
  • 25იარაღის გამოყენება
  • 31იარაღის მესაკუთრის უფლება-მოვალეობანი

ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ

  • 7იარაღის შენახვა
  • 9იარაღის და საბრძოლო მასალის გადაზიდვა და გადაგზავნა
  • 22სამხედრო-საბრძოლო იარაღის შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა და გამოყენება

სადაზვერვო საქმიანობის შესახებ

  • 12ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების უფლება

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

  • 40საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისას იარაღის, საბრძოლო ტექნიკისა და სპეციალურ საშულებათა გამოყენება

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 15ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 60მოსამსახურის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლება

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 3⁴—

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 19²რეესტრიდან გამომდინარე სახელმწიფო, საბანკო და სხვა დაწესებულებების ვალდებულებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19253179221219²40153⁴6020
მითითებამნიშვნელობით ახლოსიარაღის შესახებცეცხლსასროლი იარაღის შ…სადაზვერვო საქმიანობის…საქართველოს სახელმწიფო…სახელმწიფო დაცვის სპეც…სამოქალაქო უსაფრთხოები…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025