„მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 21 (დანართი 1). მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სისტემის მონიტორინგი და მართვა

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 6 აგვ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სისტემის ოპტიმიზაციის მიზნით, მუნიციპალიტეტმა ან მომსახურების მომწოდებელმა უნდა განახორციელოს შეგროვების პროცესის მონიტორინგი და შეაგროვოს ინფორმაცია გაწეული მომსახურების ეფექტიანობის შესაფასებლად.

2.ნარჩენების მართვის კოდექსისა და ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად ეფექტიანი სისტემის ფუნქციონირების მიზნით, მუნიციპალიტეტმა  და   მომსახურების მომწოდებელმა უნდა განახორციელოს  შესრულების შემდეგი პარამეტრების მონიტორინგი: ა) მონაცემები, რომლებიც საშუალებას იძლევა  მიმდინარე შედეგების  მიღწეულ შედეგებთან შედარებას, მართვის მიდგომაში ან შესაძლებლობების განვითარებაში განხორციელებულ ცვლილებათა ეფექტების შესაფასებლად; ბ) მონაცემები მუნიციპალიტეტის სხვადასხვა უბანში ან  სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მიღწეული შედეგების შესადარებლად; გ) მონაცემები სხვადასხვა შემგროვებლის მიერ სხვადასხვა მარშრუტზე მიღწეული შედეგების, მათ შორის მძღოლების შეფასების  ან საჭიროებების შესადარებლად; დ) მონაცემები ავტომანქანების პროფილაქტიკური სამუშაოების განრიგის შედგენისა და საწვავის მოხმარების კონტროლისათვის; ე) მონაცემები ავტომანქანის საექსპლუატაციო პერიოდის შესახებ, სამომავლოდ შესყიდვების პროცესში გათვალისწინების მიზნით ; ვ)  მონაცემები ნარჩენების სრულ შეგროვებასთან (შეგროვების სიხშირე, თითოეულ ავტომანქანაზე მიმაგრებული ჯგუფის წევრების რაოდენობა, ავტომანქანის ზომა ან ტიპი) დაკავშირებული ხარჯების შეფასებისა და მონიტორინგისათვის; ზ) მონაცემები შეგროვებისა და ტრანსპორტირებისათვის საჭირო დროის შესახებ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 7 აპრ. 2016-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1613736 (დ…33 (დ…8 (და…5 (და…14 (დ…9 (და…10 (დ…13 (დ…2421 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსმუნიციპალური ნარჩენები…ნარჩენების მართვის კოდ…ნაგავსაყრელის მოწყობის…ნარჩენების შეგროვების,…სამრეწველო ემისიების შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა