„მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 10 (დანართი 1). მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების მომსახურების ხარისხი

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 6 აგვ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მუნიციპალიტეტმა და ნარჩენების შეგროვების მომსახურების სხვა მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ეფექტიანი შეგროვების მომსახურების მიწოდება, რომელიც მისაღებია ნარჩენების წარმომქმნელებისთვის და მოახდენს დანაგვიანების პრევენციას ნარჩენების კონტეინერების განთავსების ადგილებში.

2.შეგროვების მომსახურება უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს ისე, რომ შეეძლოს ეფექტიანი და საიმედო ფუნქციონირება მუნიციპალური მომსახურების არეალისთვის დამახასიათებელ ნებისმიერ პირობებში (მოსახლეობის განაწილება, რელიეფი, მეტეოროლოგიური პირობები და სხვ.).

3.შესაძლებლობის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ნარჩენების შეგროვების სისტემაში გამოყენებული ტექნიკა და აღჭურვილობა უნდა იყოს სტანდარტიზებული და შეესაბამებოდეს შეგროვების ადგილების გეოგრაფიულ მახასიათებლებს.

4.მუნიციპალიტეტში ნარჩენების შეგროვების სისტემის ეფექტიანობის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის, მუნიციპალიტეტმა და ნარჩენების შეგროვების მომსახურების სხვა  მომწოდებლებმა უნდა შეიმუშაონ ექსპლუატაციის პროგრამა შეგროვების ტექნიკისა და აღჭურვილობის რემონტისა და ჩანაცვლების საჭიროების განსაზღვრისათვის და უზრუნველყონ შესრულების მონიტორინგი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 7 აპრ. 2016-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
341613734 (დ…8 (და…33 (დ…5 (და…8 (და…9 (და…6 (და…13 (დ…10 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსმუნიციპალური ნარჩენები…ნარჩენების მართვის კოდ…ნაგავსაყრელის მოწყობის…გარემოს დაცვის შესახებსახიფათო ნარჩენების შე…ნარჩენების შეგროვების,…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა