1.პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, წერილობით მიმართოს პარლამენტს ან საჯაროდ განაცხადოს გადადგომის შესახებ. ეს ინფორმაცია წარედგინება პარლამენტის ბიუროს.
2.პარლამენტის თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება ამის შესახებ პარლამენტისთვის წერილობით მიმართვის ან საჯაროდ განცხადების მომენტიდან.
3.პარლამენტის თავმჯდომარე შეიძლება გადააყენოს პარლამენტმა. პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი პარლამენტის წინაშე შეიძლება წერილობით დასვას პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა.
4.პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი 7 დღის ვადაში ამოწმებს პარლამენტის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობას და დასკვნას წარუდგენს პარლამენტს პლენარულ სხდომაზე.
5.პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს განხილვის გარეშე, საკითხის დასმიდან 15 დღის ვადაში.
6.პარლამენტის თავმჯდომარე გადაყენებულად ითვლება, თუ მის გადაყენებას მხარი დაუჭირა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ.
7.თუ პარლამენტმა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების შესახებ, პარლამენტის წევრს, რომელმაც ხელი მოაწერა პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების საკითხს, მომდევნო 6 თვის განმავლობაში უფლება არა აქვს, კვლავ მიიღოს მონაწილეობა აღნიშნული საკითხის დასმაში.
8.პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პარლამენტი 14 დღის ვადაში, დადგენილი წესით ირჩევს პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს. საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 10 ივნისის რეგლამენტი №1683 – ვებგვერდი, 12.06.2026წ.
