Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებმუხლი 10

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

მუხლი 10. სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

რედაქცია №25 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.სამსახურის უფროსს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ: ა) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა; ბ) ზედიზედ 2 თვის განმავლობაში ვერ შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა; გ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; დ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო; ე) დაიკავა ან უკავია სამსახურის უფროსის თანამდებობასთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ახორციელებს მასთან შეუთავსებელ საქმიანობას; ვ) ნებაყოფლობით გადადგა თანამდებობიდან; ზ) თანამდებობიდან გადააყენა საქართველოს პარლამენტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით; თ) გარდაიცვალა.

2.სამსახურის უფროსს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“, „ვ“ ან „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს განკარგულება სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეჩერებისა და საქართველოს პარლამენტისათვის მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნის წარდგენის შესახებ. ეს განკარგულება დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს, რომელიც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. თუ საქართველოს პარლამენტმა არ მიიღო სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება ძალადაკარგულად ითვლება.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია თავისი ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილოს სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.

5.სამსახურის უფროსის ანგარიშის მოსმენის შემდეგ საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს უფლება აქვს, დასვას სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი, თუ ანგარიშის მოსმენისას გამოიკვეთა ასეთი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. ასეთ შემთხვევაში ინიციატორებმა უნდა მიუთითონ ზემოაღნიშნული საკითხის დასმის მიზეზები/საფუძვლები. საქართველოს პარლამენტი სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.

6.თუ საქართველოს პარლამენტმა ამ მუხლის მე-3–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში არ მიიღო გადაწყვეტილება სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ, მომდევნო 6 თვის განმავლობაში იმავე მიზეზით/საფუძვლით მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განმეორებით დასმა არ შეიძლება.

7.სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეჩერების ან ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის მიერ ამ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – საქართველოს მთავრობის განკარგულებით სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული ერთ-ერთი მოადგილე.

8.სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სამსახურის ახალი უფროსის კანდიდატურას საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს მთავრობას წარუდგენს სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან 1 თვის ვადაში. ამის შემდეგ სამსახურის უფროსის არჩევის პროცედურა გრძელდება ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2–მე-8 პუნქტებით დადგენილი წესით. საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3882 – ვებგვერდი, 14.12.2018წ. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1686 – ვებგვერდი, 12.06.2026წ. თავი III სამსახურის ფუნქციები და უფლებამოსილება

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სამსახურის უფროსს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ: ა) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა; ბ) ზედიზედ 2 თვის განმავლობაში ვერ შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა; გ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; დ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო; ე) დაიკავა ან უკავია სამსახურის უფროსის თანამდებობასთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ახორციელებს მასთან შეუთავსებელ საქმიანობას; ვ) ნებაყოფლობით გადადგა თანამდებობიდან; ზ) თანამდებობიდან გადააყენა საქართველოს პარლამენტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით; თ) გარდაიცვალა. 2. სამსახურის უფროსს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“, „ვ“,„ვ“ ან „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებისსაფუძვლის შესახებარსებობისას ინფორმაციასუფლებამოსილება საქართველოსვადამდე პარლამენტიშეუწყდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით შემოწმების შემდეგ იღებს ცნობად, რის შემდეგაც სამსახურის უფროსს უფლებამოსილება ვადამდერეგლამენტის უწყდება.შესაბამისად. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს განკარგულება სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეჩერებისა და საქართველოს პარლამენტისათვის მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნის წარდგენის შესახებ. ეს განკარგულება დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს, რომელიც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. თუ საქართველოს პარლამენტმა არ მიიღო სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება ძალადაკარგულად ითვლება. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია თავისი ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილოს სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. 5. სამსახურის უფროსის ანგარიშის მოსმენის შემდეგ საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს უფლება აქვს, დასვას სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი, თუ ანგარიშის მოსმენისას გამოიკვეთა ასეთი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. ასეთ შემთხვევაში ინიციატორებმა უნდა მიუთითონ ზემოაღნიშნული საკითხის დასმის მიზეზები/საფუძვლები. საქართველოს პარლამენტი სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. 6. თუ საქართველოს პარლამენტმა ამ მუხლის მე-3–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში არ მიიღო გადაწყვეტილება სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ, მომდევნო 6 თვის განმავლობაში იმავე მიზეზით/საფუძვლით მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განმეორებით დასმა არ შეიძლება. 7. სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეჩერების ან ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის მიერ ამ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – საქართველოს მთავრობის განკარგულებით სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული ერთ-ერთი მოადგილე. 8. სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სამსახურის ახალი უფროსის კანდიდატურას საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს მთავრობას წარუდგენს სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან 1 თვის ვადაში. ამის შემდეგ სამსახურის უფროსის არჩევის პროცედურა გრძელდება ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2–მე-8 პუნქტებით დადგენილი წესით. საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3882 – ვებგვერდი, 14.12.2018წ. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1686 – ვებგვერდი, 12.06.2026წ. თავი III სამსახურის ფუნქციები და უფლებამოსილება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №25 · ძალაშია 1 ივლ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 17 დეკ. 2025 – 1 ივლ. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 25 დეკ. 2023 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

  3. 1 ნოე. 2019 – 25 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

  4. 26 სექ. 2018 – 1 ნოე. 2019 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივლ. 2026· გამოქვეყნდა 12 ივნ. 2026
  2. 14 დეკ. 2018
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 9შემდეგი მუხლი 11

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №25

  • 2 ცვლილება · ბოლო 12 ივნ. 2026
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 2 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 7

მიუთითებენ მასზე

საქართველოს პარლამ… 212

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 6უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 32სამსახურის ხელმძღვანელობა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11²³მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტა

საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ

  • 10

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 9პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა ან ვადამდე შეწყვეტა
  • 212საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლება

პენიტენციური კოდექსი

  • 30მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები, მისი სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 7უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ცნობა ან ვადამდე შეწყვეტა

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 43მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა და შეჩერება

ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმების დამტკიცების შესახებ

  • 5 (დანართი 1)სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 16

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 14³⁶აღსრულების პოლიციელის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14³⁶11²³161064375 (და…73230212910
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…საქართველოს სახელმწიფო…აფხაზეთის ავტონომიური …ფულის გათეთრებისა და ტ…დანაშაულის პრევენციის,…საქართველოს სახალხო და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №25 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026