Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებმუხლი 1

გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ

მუხლი 1. გამოყენებული ტერმინების განმარტება

რედაქცია №19 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:ტოკენომიკა და დიზაინი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

გამოყენებული ტერმინების განმარტება: ა) გეოდეზია _ სამეცნიერო, ტექნიკური და საწარმოო საქმიანობის ურთიერთობათა სფერო, რომელიც წარმოიქმნება დედამიწის ფორმის, ზომების, გრავიტაციული ველის, დედამიწის ზედაპირზე წერტილების კოორდინატებისა და მათი დროში ცვლილებების განსაზღვრის პროცესში; ბ) კარტოგრაფია – სამეცნიერო, ტექნიკური და საწარმოო საქმიანობის ურთიერთობათა სფერო, რომელიც წარმოიქმნება კარტოგრაფიული პროდუქციის შესწავლის, შექმნისა და გამოყენების პროცესში და რომლის მთავარი ნაწილია კარტოგრაფიული გამოსახულება; გ) გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობა _ სამეცნიერო, ტექნიკური, საწარმოო და მმართველობითი საქმიანობა გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სფეროში; დ) გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოები _ გეოდეზიური და კარტოგრაფიული პროდუქციის, მასალებისა და მონაცემების შექმნის პროცესი; ე) საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდი – გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შედეგად შექმნილი მასალებისა და მონაცემების ერთობლიობა, გეოდეზიური პუნქტების კოორდინატები და სიმაღლეები, რომლებიც განკუთვნილია ხანგრძლივი შენახვისათვის შემდგომი გამოყენების მიზნით; ვ) გეოდეზიური პუნქტები − დედამიწის ზედაპირზე ხანგრძლივად შენარჩუნების მიზნით სპეციალური კონსტრუქციული მოწყობილობით დამაგრებული წერტილები, რომლებიც შეიცავს კოორდინატების, სიმაღლეებისა და გრავიმეტრიული მონაცემების შესახებ ინფორმაციას და რომელთა მდებარეობა განისაზღვრება „საქართველოში სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული კოორდინატებისა და სიმაღლეების ათვლის ერთიან სისტემებში; ზ) დისტანციური ზონდირება – სპექტრალური გამოსახულების მეშვეობით, განსაზღვრული მანძილიდან დედამიწის ზედაპირზე მიმდინარე პროცესებისა და მასზე განლაგებული გეოგრაფიული ობიექტების შესახებ მონაცემების მიღების მეთოდი; თ) გეოინფორმაციული სისტემა (გის) – სისტემა გეოგრაფიული სივრცის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს მონაცემთა შეგროვებას, შენახვას, შემოწმებას, ანალიზს, განზოგადებას, ინტერპრეტირებას და გამოისახება სივრცითი თვისებების გამოყენებით. იგი წარმოდგენილია მონაცემთა ბაზებით, რომლებიც დაკავშირებულია სივრცით მახასიათებლებთან შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში; ი) მასშტაბების რიგითობის ერთიანი სახელმწიფო სისტემა _ ტოპოგრაფიული რუკების მასშტაბების დადგენილი თანამიმდევრობა; კ) გასხვისებას დაქვემდებარებული მასალები – საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ ფონდში დაცული გეოდეზიური მასალები და კარტოგრაფიული მონაცემები, რომლებიც არ შეიცავს საიდუმლო ინფორმაციას და ექვემდებარება გასხვისებას, კერძოდ: სხვადასხვა მასშტაბის ტოპოგრაფიული, ზოგადგეოგრაფიული, პოლიტიკურ-ადმინისტრაციული, სასწავლო, საცნობარო და სხვა დარგთაშორისი დანიშნულების თემატიკური რუკები, აგრეთვე აეროკოსმოსური გადაღების მასალები და ორთოფოტოგეგმები, გეოდეზიური პუნქტების კოორდინატები და სანიველირო ნიშნების სიმაღლე; ლ) ადგილმდებარეობის ობიექტები _ დედამიწის ზედაპირზე განლაგებული ყველა ბუნებრივი (რელიეფის გარდა) და ხელოვნური წარმოშობის ობიექტები; მ) ვერტოდრომი − აეროდრომი ან ნაგებობის ზედაპირზე არსებული, დადგენილი ფართობი, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ განკუთვნილია შვეულმფრენის აფრენა-დაფრენისა და მიმოსვლისთვის, აგრეთვე საწარმო, რომელიც ახორციელებს საჰაერო ხომალდის, მგზავრის, ბარგის, ტვირთის ან/და ფოსტის მიღებას, მომსახურებას, დამუშავებასა და გაშვებას; ნ) სამიმოსვლო ბილიკ ი − სამიმოსვლო ბილიკი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად. საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4685 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.127 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3886 - სსმ I №72, 22.12.2010წ., მუხ.431 საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1278 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3570 – ვებგვერდი, 20.11.2018წ. საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის კანონი №3117 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.

რედაქციების შედარება

გამოყენებული ტერმინების განმარტება: ა) გეოდეზია _ სამეცნიერო, ტექნიკური და საწარმოო საქმიანობის ურთიერთობათა სფერო, რომელიც წარმოიქმნება დედამიწის ფორმის, ზომების, გრავიტაციული ველის, დედამიწის ზედაპირზე წერტილების კოორდინატებისა და მათი დროში ცვლილებების განსაზღვრის პროცესში; ბ) კარტოგრაფია – სამეცნიერო, ტექნიკური და საწარმოო საქმიანობის ურთიერთობათა სფერო, რომელიც წარმოიქმნება კარტოგრაფიული პროდუქციის შესწავლის, შექმნისა და გამოყენების პროცესში და რომლის მთავარი ნაწილია კარტოგრაფიული გამოსახულება; გ) გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობა _ სამეცნიერო, ტექნიკური, საწარმოო და მმართველობითი საქმიანობა გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სფეროში; დ) გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოები _ გეოდეზიური და კარტოგრაფიული პროდუქციის, მასალებისა და მონაცემების შექმნის პროცესი; ე) საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდი – გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შედეგად შექმნილი მასალებისა და მონაცემების ერთობლიობა, გეოდეზიური პუნქტების კოორდინატები და სიმაღლეები, რომლებიც განკუთვნილია ხანგრძლივი შენახვისათვის შემდგომი გამოყენების მიზნით; ვ) გეოდეზიური პუნქტები − დედამიწის ზედაპირზე ხანგრძლივად შენარჩუნების მიზნით სპეციალური კონსტრუქციული მოწყობილობით დამაგრებული წერტილები, რომლებიც შეიცავს კოორდინატების, სიმაღლეებისა და გრავიმეტრიული მონაცემების შესახებ ინფორმაციას და რომელთა მდებარეობა განისაზღვრება „საქართველოში სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული კოორდინატებისა და სიმაღლეების ათვლის ერთიან სისტემებში; ზ) დისტანციური ზონდირება – სპექტრალური გამოსახულების მეშვეობით, განსაზღვრული მანძილიდან დედამიწის ზედაპირზე მიმდინარე პროცესებისა და მასზე განლაგებული გეოგრაფიული ობიექტების შესახებ მონაცემების მიღების მეთოდი; თ) გეოინფორმაციული სისტემა (გის) – სისტემა გეოგრაფიული სივრცის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს მონაცემთა შეგროვებას, შენახვას, შემოწმებას, ანალიზს, განზოგადებას, ინტერპრეტირებას და გამოისახება სივრცითი თვისებების გამოყენებით. იგი წარმოდგენილია მონაცემთა ბაზებით, რომლებიც დაკავშირებულია სივრცით მახასიათებლებთან შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში; ი) მასშტაბების რიგითობის ერთიანი სახელმწიფო სისტემა _ ტოპოგრაფიული რუკების მასშტაბების დადგენილი თანამიმდევრობა; კ) გასხვისებას დაქვემდებარებული მასალები – საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ ფონდში დაცული გეოდეზიური მასალები და კარტოგრაფიული მონაცემები, რომლებიც არ შეიცავს საიდუმლო ინფორმაციას და ექვემდებარება გასხვისებას, კერძოდ: სხვადასხვა მასშტაბის ტოპოგრაფიული, ზოგადგეოგრაფიული, პოლიტიკურ-ადმინისტრაციული, სასწავლო, საცნობარო და სხვა დარგთაშორისი დანიშნულების თემატიკური რუკები, აგრეთვე აეროკოსმოსური გადაღების მასალები და ორთოფოტოგეგმები, გეოდეზიური პუნქტების კოორდინატები და სანიველირო ნიშნების სიმაღლე; ლ) ადგილმდებარეობის ობიექტები _ დედამიწის ზედაპირზე განლაგებული ყველა ბუნებრივი (რელიეფის გარდა) და ხელოვნური წარმოშობის ობიექტები; მ) ვერტოდრომი − ვერტოდრომი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად; ნ) სამიმოსვლო ბილიკი − სამიმოსვლო ბილიკი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად. საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4685 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.127 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3886 - სსმ I №72, 22.12.2010წ., მუხ.431 საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1278  – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3570 – ვებგვერდი, 20.11.2018წ.

შემდეგი მუხლი 2

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ტოკენომიკის მოდელირება და სუპლაის დიზაინი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №19

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
3
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ

  • 3გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობა
  • 4(ამოღებულია)
  • 8გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის დაფინანსება

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 3ტერმინთა განმარტება

სამშენებლო საქმიანობის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ

  • 3ტერმინების განმარტება

ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

არქიტექტურული საქმიანობის შესახებ

  • 2გამოყენებული ტერმინები

ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

ნიადაგის დაცვის შესახებ

  • 11კანონში მოცემული ტერმინების განმარტება

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 1¹ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
23323481¹113331
მნიშვნელობით ახლოსგეოდეზიური და კარტოგრა…საქართველოს სივრცის და…სამშენებლო საქმიანობის…გეოგრაფიული ობიექტების…ნიადაგების კონსერვაციი…არქიტექტურული საქმიანო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026