Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაკულტურული მემკვიდრეობის შესახებმუხლი 14

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

მუხლი 14. მსხვილმასშტაბიანი მიწის სამუშაოების განხორციელების აუცილებელი პირობები

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული Feasibility

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კარიერის დამუშავებაზე და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო სამინისტროს დადებითი დასკვნის საფუძველზე.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამინისტროს დასკვნის საფუძველია შესაბამისი ტერიტორიის არქეოლოგიური კვლევა, რომლის ჩატარებას უზრუნველყოფს მიწის სამუშაოების განხორციელებით დაინტერესებული პირი.

3.მიწის სამუშაოების განხორციელებით დაინტერესებული პირი ვალდებულია სამინისტროს წარუდგინოს დოკუმენტაცია ტერიტორიის არქეოლოგიური კვლევის შესახებ. კვლევა ხორციელდება შემდეგი მიმართულებებით: ა) ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული და საარქივო კვლევა – სამუზეუმო და საარქივო (ისტორიული რუკები და გენერალური გეგმები, ისტორიული საკადასტრო და ნაგებობების გეგმები) მასალების მოძიება და ანალიზი, ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული კვლევა შესაბამისი წყაროების მითითებით, არქივებში დაცული საკვლევი ტერიტორიის ფოტომასალის, კოსმოსური და აეროფოტომასალების მოძიება, დეშიფრირება, მათი არსებული მდგომარეობის ფოტოფიქსაციის მასალების და მათი საარქივო მონაცემებთან მიმართების ანალიზი; ბ) საველე-საკვლევი და წინასწარი კამერალური სამუშაოები: დაზვერვითი შურფების განლაგების სქემა და გამოხაზული ნახაზები (მასშტაბი 1:25, 1:20), სტრატიგრაფიის ჩვენებით.

4.საკვლევ ტერიტორიაზე არქეოლოგიური ობიექტის გამოვლენის შემთხვევაში არქეოლოგიური კვლევის დასკვნითი ნაწილი უნდა მოიცავდეს: ა) საკვლევ ტერიტორიაზე გამოვლენილი არქეოლოგიური ფენებისა და ობიექტების სრულ საველე შესწავლას თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენებით, გასათხრელი ფართობის აგეგმვას, არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტების განლაგების სქემას და ცალკეული ობიექტების ანაზომებს, გამოვლენილი ნაგებობებისა და კულტურული ფენების სტრატიგრაფიულ ჭრილებს, საველე არქეოლოგიური კვლევის შედეგების ანგარიშს, გამოვლენილი არქეოლოგიური ფენებისა და ობიექტების რაობის განსაზღვრას და დათარიღებას, მათ ფოტო და გრაფიკულ ფიქსაციას, კვლევის შედეგად მიღებული მასალის ანალიტიკურ დამუშავებას და დასკვნების ჩამოყალიბებას, ტექსტური ნაწილის შედგენას, სათანადო ილუსტრაციების მომზადებას; ბ) არქეოლოგიური კვლევის საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს გამოვლენილი ობიექტების კონსერვაციის საკითხისა და საპროექტო ტერიტორიაზე მშენებლობის გეგმარებითი გადაწყვეტის შესახებ. თავი V. კულტურული მემკვიდრეობის აღრიცხვა, კლასიფიკაცია, მისთვის სტატუსის მინიჭება და მოხსნა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 22 მაი. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 6 აგვ. 2018
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 13შემდეგი მუხლი 15

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • აგრარული მიწის ბაზრის კვლევა და ფასების ბენჩმარკინგისერვისის გვერდი
  • ვაკანტური მიწის ნაკვეთის ოპტიმალური გამოყენების კვლევასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №23

  • 1 ცვლილება · ბოლო 6 აგვ. 2018
  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

  • 47ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების სამართლებრივი საფუძვლები, ნებართვების გაცემის წესი
  • 50არქეოლოგიური სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შემადგენლობა
  • 43ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 30მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების წესი
  • 20მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების კვლევა
  • 18მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველი

კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

  • 43საგამოკვლევო სამუშაოებისათვის მიწის ნაკვეთების გამოყენების წესი

ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ

  • 5სპეციალური მოკვლევა

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 103მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების გაცემის საფუძველი და მათი ძირითადი შინაარსი

წიაღის შესახებ

  • 6წიაღით სარგებლობა
  • 46წიაღით სარგებლობის ობიექტების დაპროექტების, მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და საექსპლუატაციოდ გადაცემის მოთხოვნები

ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ

  • 21 (დანართი 1)მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების განსაზღვრა არსებული განაშენიანების შესაბამისად

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
47504364610330201821 (დ…54314
მნიშვნელობით ახლოსკულტურული მემკვიდრეობი…განსაკუთრებული მნიშვნე…კანონი საქართველოს საბ…ქარსაფარი (მინდორდაცვი…საქართველოს სივრცის და…წიაღის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026