Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაწიაღის შესახებმუხლი 31

წიაღის შესახებ

მუხლი 31. სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი წიაღით სარგებლობაზე

რედაქცია №22 კონსოლიდირებული · 12 ივნ. 2025
თემები:სამთო მოპოვებადაბინძურების კონტროლიდაბინძურების კონტროლიტოკენომიკა და დიზაინისაპატენტო სტრატეგიაუძრავ ქონებაზე ყადაღის დადება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.წიაღზე, მის მდგომარეობასა და სარგებლობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის ძირითადი მიზანია დაადგინონ, როგორ ასრულებენ წიაღით მოსარგებლენი წიაღის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნებს და გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად მიიღონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

2.წიაღით სარგებლობის სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას ექვემდებარება: ა) ნებისმიერი წიაღით მოსარგებლის მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია წიაღით სარგებლობასთან; ბ) წიაღის შესწავლის ნებისმიერი სტადია, ჰიდროგეოლოგიური, საინჟინრო-გეოლოგიური, გეოფიზიკური, გეოქიმიური, გეოეკოლოგიური და სხვა სამუშაოები, წიაღის შესწავლის სამუშაოთა მიმართულება, მეთოდიკა, კომპლექსურობა და ხარისხი; გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება და გადამუშავება როგორც ბუნებრივი, ასევე ტექნოგენური წარმოშობის საბადოებიდან; დ) წიაღის გამოყენება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისაგან განსხვავებული მიზნებით; ე) წიაღის დაცვა და მისი რესურსების რაციონალური და კომპლექსური დამუშავება, ძირითადი და თანმდევი სასარგებლო წიაღისეულის გამოყენების მიმართულება, მეთოდიკა, კომპლექსურობა და ხარისხი, აგრეთვე წიაღით სარგებლობის პროცესში წარმოქმნილი დანაკარგების ოდენობა და მათი შესაბამისობა მოქმედ სტანდარტებთან, ნორმებთან და წესებთან; ვ) წიაღის და წიაღით სარგებლობის სამუშაოთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ზ) წიაღით სარგებლობის ობიექტების კონსერვაცია და ლიკვიდაცია; თ) წიაღით სარგებლობის კანონიერების და ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების დაცვა; ი) წიაღით სარგებლობის ნებისმიერ სტადიაში წიაღით სარგებლობის სტანდარტების, ნორმებისა და წესების მოთხოვნათა შესრულება; კ) წიაღის შესწავლის მიმართულება, მეთოდიკა, კომპლექსურობა და ხარისხი; ლ) წიაღით სარგებლობის დროს სამუშაოთა უსაფრთხო წარმოების წესებისა და ნორმების დაცვა; მ) იმ ღონისძიებათა სისწორე და დროულობა, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობის უსაფრთხოებას, ბუნებრივი გარემოს, ისტორიისა და კულტურის ძეგლების, შენობებისა და ნაგებობების, მოქმედი და დაკონსერვებული სამთო გვირაბებისა და ჭაბურღილების დაცვას წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა მავნე გავლენისაგან; ნ) სამთო გვირაბებში, მიწის ზედაპირზე და წყლის ობიექტებში ნავთობის, გაზისა და მიწისქვეშ დასაცავად შენახული სხვა ნივთიერებისა და მასალების, წიაღში ჩაშვებული ჩამდინარე წყლების, წიაღში ჩამარხული მავნე ნივთიერებებისა და წარმოების ნარჩენების გაჟონვის თავიდან აცილება; ო) სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა ექსპლუატაციის დროს გეოლოგიურ და სამარკშეიდერო სამუშაოთა წარმოების წესების დაცვა.

3.სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულებას აკონტროლებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

3¹.სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმებისას სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესს ადგენს საქართველოს მთავრობა.

4.წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა უსაფრთხოებაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოები. საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1409 - სსმ I, №22, 18.05.2005 წ., მუხ.153 საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1676 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2021 წლის 16 დეკემბრის კანონი №1146 – ვებგვერდი, 27.12.2021წ. საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №557 – ვებგვერდი, 16.05.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №22 · ძალაშია 30 ივნ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 16 მაი. 2025
  2. 1 იან. 2022· გამოქვეყნდა 27 დეკ. 2021
  3. 14 დეკ. 2017
  4. 14 მაი. 2013· გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013

    მე-3 პუნქტით კონტროლს ახორციელებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი; მე-4 პუნქტით უსაფრთხოების ზედამხედველობა კანონმდებლობით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებს გადაეცა ინსპექციისგან.

  5. 18 მაი. 2005

    31-ე მუხლის მე-2 პუნქტის ჩამონათვალი დანომრილ ქვეპუნქტებად დაიყო და ე) ქვეპუნქტში დაემატა დანაკარგების ოდენობისა და სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 30შემდეგი მუხლი 32

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადება და მოსავლის უზრუნველყოფა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ტოკენომიკის მოდელირება და სუპლაის დიზაინი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პატენტის პორტფოლიოს მართვასერვისის გვერდი
  • სამთო სამართალისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 12 ივნ. 2025 · №22

  • 5 ცვლილება · ბოლო 16 მაი. 2025
  • 9 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

წიაღის შესახებ

  • 22წიაღით სარგებლობის სახელმწიფო მართვის ამოცანები
  • 6წიაღით სარგებლობა
  • 23აღრიცხვის სახელმწიფო სისტემა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 3 (დანართი 1)სახელმწიფო კონტროლის მიზნებისა და მექანიზმების განსაზღვრა

ცხოველთა სამყაროს შესახებ

  • 62სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა ცხოველთა სამყაროს დაცვასა და მისი ობიექტებით სარგებლობაზე

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 129სახელმწიფო ზედამხედველობის ცნება და სახეები

კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 30სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა კოლხეთის დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების სფეროში

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 62მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობა

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 18ობიექტები და მათი ზედამხედველობა

საქართველოს ტყის კოდექსი

  • 66სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობის მიზანი

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

  • 8სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება

კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

  • 48მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კონტროლის ამოცანები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
302262362181293 (და…862664831
მნიშვნელობით ახლოსწიაღის შესახებსაქართველოს გარემოს და…ცხოველთა სამყაროს შესა…ადგილობრივი თვითმმართვ…კოლხეთის დაცული ტერიტო…განსაკუთრებული მნიშვნე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 12 ივნ. 2025 · რედაქცია №22 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026