Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაუმაღლესი განათლების შესახებმუხლი 10

უმაღლესი განათლების შესახებ

მუხლი 10. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კომპეტენციათა გამიჯვნა

რედაქცია №127 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:უმაღლესი განათლება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹22¹2²345

1.უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ კანონის შესაბამისად: ა) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული განსახორციელებელი საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ფარგლებში ამტკიცებს სასწავლო, კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობების ძირითად მიმართულებებს; ბ) შეიმუშავებს წესდებას, ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწესს, ეთიკისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებსა და წესს; გ) ამტკიცებს აკადემიური და დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს; დ) ამტკიცებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების მიერ წარდგენილ კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ცალკეული საგნისთვის; დ 1 ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტის მინიჭების ან არმინიჭების თაობაზე. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტის მინიჭების შემთხვევაში ამტკიცებს კოეფიციენტებს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული ნაწილისთვის და მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის, ხოლო კოეფიციენტის არმინიჭების შემთხვევაში მაგისტრატურაში ჩარიცხვის მიზნით, მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში იყენებს მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის მინიჭებულ კოეფიციენტებს; ე) ირჩევს დაწესებულების მართვის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს; ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს თავის ფინანსებსა და ქონებას; ზ) ვალდებულია ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარდგინებით შესაბამის სპეციალობაში განსაზღვროს მაგისტრ ანტობის კანდიდატებისთვის გამოცდა, აგრეთვე უფლებამოსილია განსაზღვროს გამოცდა სხვა საგანში/საგნებში; თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარების წესს მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად; თ 1 ) აწესებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალ ით გათვალისწინებულ გამოცდაში, რომლის გადალახვის შემთხვევაშიც პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში; ი) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანხმობით განსაზღვრავს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მიერ წარდგენილი სპეციალობის/სპეციალობების ჩამონათვალის შესაბამისობას საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებთან; კ) საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების მიხედვით ადგენს და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს წარუდგენს იმ მაგისტრანტობის კანდიდატთა ნუსხას, რომელთაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შედეგად მოიპოვეს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება; ლ) ფორმალურ განათლებაში პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სისტემის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას.

1¹.დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულს უფლება აქვს: ა) განახორციელოს ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობა; გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით ორგანიზება გაუწიოს სამეცნიერო კონფერენციებსა და სხვა სამეცნიერო ღონისძიებებს; დ) ითანამშრომლოს საქართველოს და უცხოეთის სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დებულებით/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით; ე) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დებულებით/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით; ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესით მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებასა და განხორციელებაში, აგრეთვე სტუდენტთა მიერ საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების და დისერტაციების შესრულებაში; ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესით სტუდენტები ჩართოს სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში; თ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.

2.უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული ამ კანონის შესაბამისად: ა) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული განსახორციელებელი საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ფარგლებში შეიმუშავებს სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობების ძირითად მიმართულებებს, აგრეთვე ადგენს შესაბამის პროგრამებსა და გეგმებს; ბ) შეიმუშავებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს, აგრეთვე სამეცნიერო პერსონალის (მისი არსებობის შემთხვევაში) სამსახურში მიღების წესს; გ) სასწავლო წლის დასაწყისში განსაზღვრავს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდისათვის; დ) უფლებამოსილია მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის კოეფიციენტის მინიჭების ან არმინიჭების თაობაზე; კოეფიციენტის მინიჭების შემთხვევაში განსაზღვრავს კოეფიციენტებს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული ნაწილებისათვის, აგრეთვე ანიჭებს კოეფიციენტებს მის მიერ განსაზღვრული გამოცდისათვის/გამოცდებისათვის;“; ე) მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ატარებს გამოცდას/გამოცდებს; ვ) ირჩევს მართვის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს; ზ) ქმნის სწავლებისა და კვლევის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმს; თ) საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით დადგენილი წესით წყვეტს მის მიერ მოზიდული ფინანსებისა და მის მფლობელობაში არსებული ქონების ფლობასთან და ამ ქონებით სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს; ი) შეიმუშავებს მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარების წესს მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად; კ) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნით განსაზღვრავს სპეციალობის/სპეციალობების ჩამონათვალს საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების ფარგლებში; ლ) ფორმალურ განათლებაში პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სისტემის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას.

2¹.კერძო სამართლის იურიდიული პირი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (გარდა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა) თავად განსაზღვრავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს შორის ამ კანონით გათვალისწინებულ კომპეტენციათა გამიჯვნას. კომპეტენციათა გამიჯვნის დასაშვებობა არ ვრცელდება კვალიფიკაციის მინიჭებაზე, რაც უშუალოდ ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის კომპეტენციას განეკუთვნება. კომპეტენციათა გამიჯვნა აუცილებელი არ არის, თუ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მხოლოდ ერთი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულია.

2².მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ მუხლით გათვალისწინებულ კომპეტენციებს და მათი გამიჯვნის წესს განსაზღვრავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. 2​ 3 . ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი თავად განსაზღვრავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს შორის ამ კანონით გათვალისწინებულ კომპეტენციათა გამიჯვნას.

3.ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დაიცვას ამ კანონის 52 1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა.

4.სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და საერთაშორისო სკოლას/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლას შორის უფლებამოსილებები იმიჯნება საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წესდებითა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და საერთაშორისო სკოლის მმართველს/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველს შორის დადებული ხელშეკრულებით.

5.აკადემიური საბჭო ამ კანონის IV 3 თავით დადგენილი წესით, საერთაშორისო სკოლის მმართველის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველის წარდგინებით საერთაშორისო სკოლისთვის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლისთვის ამტკიცებს: ა) სასწავლო წლის დასაწყისში − კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე საერთაშორისო სკოლაში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას; ბ) საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლაში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას; გ) მინიმალური კომპეტენციის ზღვარს სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში; დ) საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; ე) საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის სადისერტაციო საბჭოს დებულებას. საქართველოს 2009 წლის 7 აპრილის კანონი №1161 - სსმ I, №9, 13.04.2009წ., მუხ.44 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4040 - სსმ I,№75, 27.12.2010წ., მუხ.464 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №187 - ვებგვერდი, 29.12.2012წ. საქართველოს 2013 წლის 6 აგვისტოს კანონი №917 - ვებგვერდი, 20.08.2013წ. საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4562 - ვებგვერდი, 08.12.2015წ. საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3444 – ვებგვერდი, 09.10.2018წ. საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5276 – ვებგვერდი, 04.11.2019წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2022 წლის 13 აპრილის კანონი №1500 – ვებგვერდი, 19.04.2022წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 16.12.2025წ.

რედაქციების შედარება

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ კანონის შესაბამისად: ა) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული განსახორციელებელი საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ფარგლებში ამტკიცებს სასწავლო, კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობებისსაქმიანობის ძირითად მიმართულებებს; ბ) შეიმუშავებს წესდებას, ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწესს, ეთიკისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებსა და წესს; გ) ამტკიცებს აკადემიური და დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს; დ) ამტკიცებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების მიერ წარდგენილ კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ცალკეული საგნისთვის; დ 1 ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტის მინიჭების ან არმინიჭების თაობაზე. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტის მინიჭების შემთხვევაში ამტკიცებს კოეფიციენტებს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული ნაწილისთვის და მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის, ხოლო კოეფიციენტის არმინიჭების შემთხვევაში მაგისტრატურაში ჩარიცხვის მიზნით, მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში იყენებს მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის მინიჭებულ კოეფიციენტებს; ე) ირჩევს დაწესებულების მართვის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს; ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს თავის ფინანსებსა და ქონებას; ზ) ვალდებულია ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარდგინებით შესაბამის სპეციალობაში განსაზღვროს მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის გამოცდა, აგრეთვე უფლებამოსილია განსაზღვროს გამოცდა სხვა საგანში/საგნებში; თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარების წესს მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად; თ 1 ) აწესებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში, რომლის გადალახვის შემთხვევაშიც პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში; ი) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანხმობით განსაზღვრავს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მიერ წარდგენილი სპეციალობის/სპეციალობების ჩამონათვალის შესაბამისობას საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებთან; კ) საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების მიხედვით ადგენს და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს წარუდგენს იმ მაგისტრანტობის კანდიდატთა ნუსხას, რომელთაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შედეგად მოიპოვეს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება; ლ) ფორმალურ განათლებაში პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სისტემის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას. 1 1 . დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულს უფლება აქვს: ა) განახორციელოს ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობა; გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით ორგანიზება გაუწიოს სამეცნიერო კონფერენციებსა და სხვა სამეცნიერო ღონისძიებებს; დ) ითანამშრომლოს საქართველოს და უცხოეთის სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დებულებით/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით; ე) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დებულებით/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით; ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესით მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებასა და განხორციელებაში, აგრეთვე სტუდენტთა მიერ საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების და დისერტაციების შესრულებაში; ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესით სტუდენტები ჩართოს სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში; თ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა. 2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული ამ კანონის შესაბამისად: ა) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული განსახორციელებელი საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ფარგლებში შეიმუშავებს სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობებისსაქმიანობის ძირითად მიმართულებებს, აგრეთვე ადგენს შესაბამის პროგრამებსა და გეგმებს; ბ) შეიმუშავებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს, აგრეთვე სამეცნიერო პერსონალის (მისი არსებობის შემთხვევაში) სამსახურში მიღების წესს; გ) სასწავლო წლის დასაწყისში განსაზღვრავს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდისათვის; დ) უფლებამოსილია მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის კოეფიციენტის მინიჭების ან არმინიჭების თაობაზე; კოეფიციენტის მინიჭების შემთხვევაში განსაზღვრავს კოეფიციენტებს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული ნაწილებისათვის, აგრეთვე ანიჭებს კოეფიციენტებს მის მიერ განსაზღვრული გამოცდისათვის/გამოცდებისათვის;“; ე) მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ატარებს გამოცდას/გამოცდებს; ვ) ირჩევს მართვის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს; ზ) ქმნის სწავლებისა და კვლევის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმს; თ) საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით დადგენილი წესით წყვეტს მის მიერ მოზიდული ფინანსებისა და მის მფლობელობაში არსებული ქონების ფლობასთან და ამ ქონებით სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს; ი) შეიმუშავებს მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარების წესს მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად; კ) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნით განსაზღვრავს სპეციალობის/სპეციალობების ჩამონათვალს საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების ფარგლებში; ლ) ფორმალურ განათლებაში პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სისტემის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას. 2 1 . კერძო სამართლის იურიდიული პირი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (გარდა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა) თავად განსაზღვრავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს შორის ამ კანონით გათვალისწინებულ კომპეტენციათა გამიჯვნას. კომპეტენციათა გამიჯვნის დასაშვებობა არ ვრცელდება კვალიფიკაციის მინიჭებაზე, რაც უშუალოდ ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის კომპეტენციას განეკუთვნება. კომპეტენციათა გამიჯვნა აუცილებელი არ არის, თუ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მხოლოდ ერთი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულია. 2 2 . მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ მუხლით გათვალისწინებულ კომპეტენციებს და მათი გამიჯვნის წესს განსაზღვრავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. 2​ 3 . ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი თავად განსაზღვრავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს შორის ამ კანონით გათვალისწინებულ კომპეტენციათა გამიჯვნას. 3. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დაიცვას ამ კანონის 52 1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა. 4. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და საერთაშორისო სკოლას/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლას შორის უფლებამოსილებები იმიჯნება საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წესდებითა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და საერთაშორისო სკოლის მმართველს/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველს შორის დადებული ხელშეკრულებით. 5. აკადემიური საბჭო ამ კანონის IV 3 თავით დადგენილი წესით, საერთაშორისო სკოლის მმართველის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველის წარდგინებით საერთაშორისო სკოლისთვის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლისთვის ამტკიცებს: ა) სასწავლო წლის დასაწყისში − კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე საერთაშორისო სკოლაში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას; ბ) საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლაში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას; გ) მინიმალური კომპეტენციის ზღვარს სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში; დ) საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; ე) საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის სადისერტაციო საბჭოს დებულებას. საქართველოს 2009 წლის 7 აპრილის კანონი №1161 - სსმ I, №9, 13.04.2009წ., მუხ.44 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4040 - სსმ I,№75, 27.12.2010წ., მუხ.464 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №187 - ვებგვერდი, 29.12.2012წ. საქართველოს 2013 წლის 6 აგვისტოს კანონი №917 - ვებგვერდი, 20.08.2013წ. საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4562 - ვებგვერდი, 08.12.2015წ. საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3444 – ვებგვერდი, 09.10.2018წ. საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5276 – ვებგვერდი, 04.11.2019წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2022 წლის 13 აპრილის კანონი №1500 – ვებგვერდი, 19.04.2022წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 16.12.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 16 დეკ. 2025
წინა მუხლი 9შემდეგი მუხლი 10¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • უმაღლესი განათლების სამართალი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №127

3
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-12-16
3
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 52¹

მიუთითებენ მასზე

მუხლი 26მუხლი 52¹მუხლი 89

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 7სამინისტროს უფლებამოსილება უმაღლესი განათლების სფეროში
  • 16უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პრინციპები
  • 49¹ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

  • 2სამინისტროს საქმიანობის სფერო, ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია

ზოგადი განათლების შესახებ

  • 26სამინისტროს უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში

ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ

  • 2უმაღლესი განათლების სისტემა

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ

  • 10უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის თავისებურებანი

პროფესიული განათლების შესახებ

  • 15საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
  • 31პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პრინციპები

პროფესიული განათლების შესახებ

  • 10მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა
  • 21საქართველოს მთავრობა
  • 22სამინისტრო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
215312652¹268971649¹21010212210
მითითებამნიშვნელობით ახლოსუმაღლესი განათლების შე…საქართველოს განათლების…ზოგადი განათლების შესა…ეროვნული საკვალიფიკაცი…საჯარო სამართლის იურიდ…პროფესიული განათლების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026