საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ

მუხლი 23¹. გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის განსაკუთრებული პირობა

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

გურანდა გრიგოლიამია ზოიძეირაკლი ღლონტი

1.გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება სახელმწიფო ორგანოებს აქვთ 2023 წლის 1 იანვრამდე დაბადებული პირის მიმართ.

2.პირი, რომელიც 2023 წლის 1 იანვრამდე არასრულწლოვანი იქნება, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფისას გათვალისწინებული იქნება მისი აღმავალი შტოს ოჯახის წევრებთან ერთად და მას აღარ ექნება საცხოვრებლით უზრუნველყოფის ინდივიდუალურად მოთხოვნის უფლება.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება ვრცელდება აგრეთვე 2023 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული იმ პირის მიმართ, რომლის დევნილი მშობელი/მშობლები გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე გარდაიცვალა/გარდაიცვალნენ. ეს პირი უზრუნველყოფილი იქნება ისეთივე საცხოვრებლით, როგორიც მის დევნილ მშობელს/მშობლებს უნდა მიეღო/მიეღოთ.

4.დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ საცხოვრებელ ფართობზე მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე ან სანაცვლოდ მის სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფამდე დევნილი ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა განხორციელდება მის გარდაცვალებამდე გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დევნილი ოჯახის წევრების რაოდენობის გათვალისწინებით. ეს წესი არ ვრცელდება ერთსულიანი დევნილი ოჯახის გარდაცვლილი წევრის მემკვიდრეებზე. საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2444 – ვებგვერდი, 23.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 1 აპრილის კანონი №393– ვებგვერდი, 03.04.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 3 აპრ. 2025-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 13 მაი. 2014 – 1 იან. 2023 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 13 მაი. 2014 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 23¹ მუხლს დაემატა მე-4 პუნქტი, რომლის მიხედვით ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში უზრუნველყოფა ხდება გარდაცვალებამდე გამოცემული აქტით განსაზღვრი წევრთა რაოდენობით. ეს წესი ერთსულიანი დევნილი ოჯახის გარდაცვლილი წევრის მემკვიდრეებზე არ ვრცელდება.

  2. · გამოქვეყნდა 23 დეკ. 2022

    დაემატა 23¹ მუხლი, რომელიც ადგენს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულების პირად ფარგლებს 2023 წლის 1 იანვრის თარიღის მიხედვით. მასვე შეიცავს არასრულწლოვანთა ოჯახთან ერთად გათვალისწინების წესს და გამონაკლისს მშობლების გარდაცვალების შემთხვევაში დაბადებულთათვის.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

მარიამ სარიშვილი

მარიამ სარიშვილი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი // მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მზია კიკვაძე

მზია კიკვაძე

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1214131872716¹ (დ…5 (და…4 (და…128723¹
მნიშვნელობით ახლოსდევნილთა საცხოვრებლით …სახელმწიფო საკუთრებაში…საქართველოს ოკუპირებულ…უცხოელთა და მოქალაქეობ…სოციალური დახმარების შ…შვილად აყვანისა და მინ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა