საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 139. საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევა

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე მუშაობა – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ შემდგომ განმეორებაზე – 10 000 ლარის ოდენობით.

3.მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

4.ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ შემდგომ განმეორებაზე – 2 500 ლარის ოდენობით.

5.ჩეკში ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენება – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას ფაქტობრივად გადახდილ თანხასა და ჩეკში აღნიშნულ თანხას შორის დაფიქსირებული სხვაობის ასმაგი ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 200 ლარისა.

6.ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ შემდგომ განმეორებაზე – 2 500 ლარის ოდენობით.

7.საკონტროლო-სალარო აპარატზე საგადასახადო ორგანოს მიერ დადებული ლუქის განზრახ მოხსნა ან საკონტროლო-სალარო აპარატის იმგვარად გამოყენება, რომ შესაძლებელი გახდა მის ფისკალურ მეხსიერებაში შეღწევა ან ამ მეხსიერებაზე სხვაგვარი ზემოქმედება, – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

8.ავტოგასამართ სადგურში მადოზირებელი ან/და მრიცხველი მექანიზმების საგადასახადო ორგანოს ლუქების გარეშე ან დაზიანებული ლუქით მუშაობა – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

9.ამ მუხლის მე-7 ან მე-8 ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.

10.გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატის დაკარგვა, თუ დადგენილი არ არის, რომ ეს გამოწვეულია სხვა პირის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

11.ამ მუხლის მე-10 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 60 დღის განმავლობაში, – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით.

12.პირი თავისუფლდება ამ მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმისაგან, თუ მან საკონტროლო-სალარო აპარატის დაზიანების თაობაზე წერილობითი ან ელექტრონული ფორმით ან სხვა ტექნიკური საშუალებებით გაუგზავნა შეტყობინება საგადასახადო ორგანოს დაზიანების დაფიქსირებიდან გონივრულ ვადაში.

13.საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ამ მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისათვის დაადგინოს ფულადი ჯარიმის განსხვავებული ოდენობები, მაგრამ არანაკლებ ამ მუხლის პირველი–მე-11 ნაწილებით დადგენილი ჯარიმების 5 პროცენტისა.

14.საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანო/პირი უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისათვის ფულადი ჯარიმის ნაცვლად პირის მიმართ გამოიყენოს გაფრთხილება.

15.ამ მუხლის მიზნებისათვის საგადასახადო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად ჩაითვლება, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში, გარდა ამ მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

16.ამ მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ პირმა ამავე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები ჩაიდინა ერთსა და იმავე დღეს, ტერიტორიულად განცალკევებულ ობიექტებზე. საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2546 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.28 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2191 - სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.297 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე მუშაობა – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ შემდგომ განმეორებაზე – 10 000 ლარის ოდენობით. 3. მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ შემდგომ განმეორებაზე – 2 500 ლარის ოდენობით. 5. ჩეკში ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენება – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას ფაქტობრივად გადახდილ თანხასა და ჩეკში აღნიშნულ თანხას შორის დაფიქსირებული სხვაობის ასმაგი ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 200 ლარისა. 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ შემდგომ განმეორებაზე – 2 500 ლარის ოდენობით. 7. საკონტროლო-სალარო აპარატზე საგადასახადო ორგანოს მიერ დადებული ლუქის განზრახ მოხსნა ან საკონტროლო-სალარო აპარატის იმგვარად გამოყენება, რომ შესაძლებელი გახდა მის ფისკალურ მეხსიერებაში შეღწევა ან ამ მეხსიერებაზე სხვაგვარი ზემოქმედება, – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით. 8. ავტოგასამართ სადგურში მადოზირებელი ან/და მრიცხველი მექანიზმების საგადასახადო ორგანოს ლუქების გარეშე ან დაზიანებული ლუქით მუშაობა – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით. 9. ამ მუხლის მე-7 ან მე-8 ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით. 10. გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატის დაკარგვა, თუ დადგენილი არ არის, რომ ეს გამოწვეულია სხვა პირის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით. 11. ამ მუხლის მე-10 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 60 დღის განმავლობაში, – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით. 12. პირი თავისუფლდება ამ მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმისაგან, თუ მან საკონტროლო-სალარო აპარატის დაზიანების თაობაზე წერილობითი ან ელექტრონული ფორმით ან სხვა ტექნიკური საშუალებებით გაუგზავნა შეტყობინება საგადასახადო ორგანოს დაზიანების დაფიქსირებიდან გონივრულ ვადაში. 13. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ამ მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისათვის დაადგინოს ფულადი ჯარიმის განსხვავებული ოდენობები, მაგრამ არანაკლებ ამ მუხლის პირველი–მე-11 ნაწილებით დადგენილი ჯარიმების 5 პროცენტისა. 14. საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანო/პირი უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისათვის ფულადი ჯარიმის ნაცვლად პირის მიმართ გამოიყენოს გაფრთხილება. 15. ამ მუხლის მიზნებისათვის საგადასახადო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად ჩაითვლება, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში, გარდა ამ მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. 16. ამ მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ პირმა ამავე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები ჩაიდინა ერთსა და იმავე დღეს, ტერიტორიულად განცალკევებულ ობიექტებზე. საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2546 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.28 საქართველოს 2007 წლის  11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2191 - სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.297 საქართველოს 2010 წლის  21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №66 · ძალაშია 1 სექ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 სექ. 2010 – 1 იან. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 7 დეკ. 2009

    139-ე მუხლს დაემატა 14–16 ნაწილები სალარო აპარატის დაკარგვის ჯარიმებისა და მთავრობის მიერ ადგილობრივად განსხვავებული ჯარიმების დადგენის უფლებამოსილების შესახებ.

  2. · გამოქვეყნდა 26 ივლ. 2010

    მე-13 ნაწილში მთავრობას ეძლევა ადგილობრივ დონეზე ჯარიმის განსხვავებული ოდენობის დადგენის უფლება (მინიმუმ 5 პროცენტი), მე-14 ნაწილში დაშვებულია ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილება. მე-15 და მე-16 ნაწილებში განმეორებითობა განისაზღვრა 12 თვით, მე-11 ნაწილის გამონაკლისით, და გამოირიცხა ერთ დღეს განცალკევებულ ობიექტებზე ჩადენილი დარღვევები.

  3. · გამოქვეყნდა 30 ივლ. 2007

    139-ე მუხლის მე-5 ნაწილში (1 500 ლარი) და მე-6 ნაწილში (2 500 ლარი) განმეორებითი ქმედების ჯარიმა ახლა მე-4 ან/და მე-10 ნაწილით განსაზღვრულ ქმედებასაც ვრცელდება.

  4. · გამოქვეყნდა 18 იან. 2006

    მე-4 ნაწილში ნავთობპროდუქტების ჩეკის სანქცია შეიცვალა სალარო აპარატების გამოუყენებლობის 500-ლარიანი ჯარიმით, ხოლო მე-5 ნაწილი და ახალი მე-6–მე-13 ნაწილები აწესებს განმეორებით ჩადენის, ლუქისა და ფისკალური მეხსიერების, ავტოგასამართი სადგურისა და ჩეკში თანხის დაკლების ჯარიმებს და დაზიანების შეტყობინების წესს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
164⁴178153¹28125928313⁹2321168169170139
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს საბაჟო კოდ…შრომის უსაფრთხოების შე…პროდუქტის უსაფრთხოების…