საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 140. დღგ - ისათვის გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა, – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში ბიუჯეტში გადასახდელი დღგ-ის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

2.პირის მიერ დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შევსების დადგენილი წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია დღგ-ის თანხის შემცირება ან ჩასათვლელი დღგ-ის თანხის გაზრდა, – იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული ან ჩასათვლელად გაზრდილი დღგ-ის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

3.საქონლის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ მყიდველის მოთხოვნისას მასზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუცემლობა, – იწვევს პირის დაჯარიმებას დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის მიხედვით დღგ-ის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

4.საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის არასრული შევსება (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), თუ შესაბამის ველში ჩასაწერი ინფორმაცია არსებობს, – იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

5.ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, თუ ამას საფუძვლად უდევს ფიქტიური გარიგება/უსაქონლო ოპერაცია ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, – იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა, – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში ბიუჯეტში გადასახდელი დღგ-ის თანხის 100 პროცენტის ოდენობით. 2. პირის მიერ დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შევსების დადგენილი წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია დღგ-ის თანხის შემცირება ან ჩასათვლელი დღგ-ის თანხის გაზრდა, – იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული ან ჩასათვლელად გაზრდილი დღგ-ის თანხის 100 პროცენტის ოდენობით. 3. საქონლის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ მყიდველის მოთხოვნისას მასზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუცემლობა, – იწვევს პირის დაჯარიმებას დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის მიხედვით დღგ-ის თანხის 100 პროცენტის ოდენობით. 4. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის არასრული შევსება (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), თუ შესაბამის ველში ჩასაწერი ინფორმაცია არსებობს, – იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. 5. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, თუ ამას საფუძვლად უდევს ფიქტიური გარიგება/უსაქონლო ოპერაცია ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, – იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2008 წლის  26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №38 · ძალაშია 1 იან. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    140-ე მუხლის ჯარიმები დაიყო ცალკე ნაწილებად და დაემატა ფიქტიურ გარიგებაზე გამცემი პირის 200-პროცენტიანი ჯარიმა.

  2. · გამოქვეყნდა 31 მაი. 2006

    140-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ახლა არასრულ შევსებასაც მოიცავს, ხოლო 100-პროცენტიანი ჯარიმა იანგარიშება შემცირებული დღგ-ის ან გაზრდილი ჩასათვლელი თანხიდან.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
164⁴282288²1657746 (დ…47 (დ…73² (…16³232120140
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…შრომის უსაფრთხოების შე…გადასახადების ადმინისტ…შრომითი მიგრაციის შესა…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს შრომის კოდ…