საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 143¹. ქრონომეტრაჟის შედეგების მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ ბრუნვის შემცირება

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ მომსახურების გაწევის ობიექტზე ქრონომეტრაჟით გამოვლენილი 7 უწყვეტი კალენდარული დღის ჯამურ ბრუნვასა (მაქსიმალური და მინიმალური დღიური ბრუნვების გამოკლებით) და გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებულ ქრონომეტრაჟის დაწყების დღის წინა 7 უწყვეტი კალენდარული დღის ჯამურ ბრუნვას (მაქსიმალური და მინიმალური დღიური ბრუნვების გამოკლებით) შორის სხვაობა აღემატება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობას, რომელიც არ შეიძლება იყოს 10 პროცენტზე ნაკლები, პირი ჯარიმდება ქრონომეტრაჟით გამოვლენილი 7 კალენდარული დღის ჯამურ ბრუნვასა (მაქსიმალური და მინიმალური დღიური ბრუნვების გამოკლებით) და გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებულ ქრონომეტრაჟის დაწყების დღის წინა 7 კალენდარული დღის ჯამურ ბრუნვას (მაქსიმალური და მინიმალური დღიური ბრუნვების გამოკლებით) შორის სხვაობის ოცმაგი ოდენობით.

2.თუ მომსახურების გაწევის ობიექტზე ქრონომეტრაჟით გამოვლენილი 7 კალენდარული დღის ჯამური ბრუნვა (მაქსიმალური და მინიმალური დღიური ბრუნვების გამოკლებით) შეადგენს არა უმეტეს 25 000 ლარს, პირისთვის ამ მუხლის პირველი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს.

3.მომსახურების გაწევის ობიექტზე ქრონომეტრაჟის მიმდინარეობისას პირის მიერ მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევაზე დაუსაბუთებლად უარის თქმა ან/და მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე ზემოქმედება მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით – იწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2387 - სსმ I, №44, 18.12.2009წ., მუხ.318 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თუ მომსახურების გაწევის ობიექტზე ქრონომეტრაჟით გამოვლენილი 7 უწყვეტი კალენდარული დღის ჯამურ ბრუნვასა (მაქსიმალური და მინიმალური დღიური ბრუნვების გამოკლებით) და გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებულ ქრონომეტრაჟის დაწყების დღის წინა 7 უწყვეტი კალენდარული დღის ჯამურ ბრუნვას (მაქსიმალური და მინიმალური დღიური ბრუნვების გამოკლებით) შორის სხვაობა აღემატება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობას, რომელიც არ შეიძლება იყოს 10 პროცენტზე ნაკლები, პირი ჯარიმდება ქრონომეტრაჟით გამოვლენილი 7 კალენდარული დღის ჯამურ ბრუნვასა (მაქსიმალური და მინიმალური დღიური ბრუნვების გამოკლებით) და გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებულ ქრონომეტრაჟის დაწყების დღის წინა 7 კალენდარული დღის ჯამურ ბრუნვას (მაქსიმალური და მინიმალური დღიური ბრუნვების გამოკლებით) შორის სხვაობის ოცმაგი ოდენობით. 2. თუ მომსახურების გაწევის ობიექტზე ქრონომეტრაჟით გამოვლენილი 7 კალენდარული დღის ჯამური ბრუნვა (მაქსიმალური და მინიმალური დღიური ბრუნვების გამოკლებით) შეადგენს არა უმეტეს 25 000 ლარს, პირისთვის ამ მუხლის პირველი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს. 3. მომსახურების გაწევის ობიექტზე ქრონომეტრაჟის მიმდინარეობისას პირის მიერ მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევაზე დაუსაბუთებლად უარის თქმა ან/და მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე ზემოქმედება მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით – იწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2387 - სსმ I, №44, 18.12.2009წ., მუხ.318 საქართველოს 2010 წლის  21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №66 · ძალაშია 1 სექ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 30 დეკ. 2004 – 1 თებ. 2010 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 26 ივლ. 2010

    143¹ მუხლში ქრონომეტრაჟის წესი გავრცელდა მომსახურების გაწევის ობიექტებზე, ზღვარს ადგენს მთავრობა, ჯარიმა ოცმაგია, დაწესდა 100 000 ლარის ზედა ზღვარი და 1000-ლარიანი ჯარიმა დაუსაბუთებელ უარზე.

  2. · გამოქვეყნდა 18 დეკ. 2009

    143¹ მუხლი ადგენს ჯარიმას ქრონომეტრაჟით გამოვლენილი 7-დღიანი ჯამური ბრუნვის 10%-ით ან მეტით გადაჭარბებისთვის, სხვაობის 50-მაგი ოდენობით.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
107⁶27577332322203420778167143¹
მნიშვნელობით ახლოსპერსონალურ მონაცემთა დ…მომხმარებლის უფლებების…შრომის უსაფრთხოების შე…ელექტრონული კომერციის …საქართველოს შრომის კოდ…კონკურენციის შესახებ