Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთო სასამართლოების შესახებმუხლი 19

საერთო სასამართლოების შესახებ

მუხლი 19. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა

რედაქცია №61 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას 3 წევრის შემადგენლობით, 5 წლის ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრების ასარჩევად მათ კანდიდატურებს, მათ შორის, სადისციპლინო პალატის თავმჯდომარის კანდიდატურას, უზენაესი სასამართლოს წევრთაგან უზენაესი სასამართლოს პლენუმს წარუდგენს პლენუმის წევრი. სადისციპლინო პალატის წევრი არ შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს ის მოსამართლე, რომელიც იმავდროულად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია.

2.(ამოღებულია - 08.02.2017, №255) .

3.თუ უზენაესი სასამართლოს პლენუმმა უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრად ზედიზედ ორჯერ ვერ აირჩია უზენაესი სასამართლოს პლენუმის წევრის მიერ წარდგენილი სადისციპლინო პალატის წევრის კანდიდატურა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, მის არჩევამდე, არაუმეტეს 6 თვის ვადით, უზენაესი სასამართლოს წევრთაგან დანიშნოს სადისციპლინო პალატის წევრის მოვალეობის შემსრულებელი.

4.უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია საქმის განხილვას სადისციპლინო პალატაში კონკრეტული საჩივრის განხილვის დროით ჩამოაშოროს პალატის ის წევრი, რომელსაც ამ საჩივართან დაკავშირებით აქვს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული აცილების საფუძველი. ასეთ შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოს წევრთაგან ნიშნავს სადისციპლინო პალატის წევრის მოვალეობის შემსრულებელს.

5.სადისციპლინო პალატის წევრი სრულყოფილად ახორციელებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას.

6.უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა ამ კანონის XIII 1 თავით დადგენილი წესით განიხილავს საჩივარს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებაზე, ამ კანონის XIII 1 თავითა და „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით − საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებაზე, ხოლო ამ კანონის XIII 1 თავითა და „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით − საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებაზე. საქართველოს 2017 წლის 8 თებერვლის ორგანული კანონი №255 - ვებგვერდი, 13.02.2017წ. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ . საქართველოს 2018 წლის 4 მაისის ორგანული კანონი №2267 – ვებგვერდი, 21.05.2018წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №1160 - ვებგვერდი, 12.12.2025წ. მუხლი 19 1 . უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა 1. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით განიხილავს საჩივარს რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით ან უვადოდ განწესების პროცესში მიღებულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულებაზე/გადაწყვეტილებაზე, საჩივარს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესში მიღებულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულებასა/წარდგინებასა და მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაზე.

2.უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატას 3 წევრის შემადგენლობით, 5  წლის ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის წევრი არ შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს ის მოსამართლე, რომელიც იმავდროულად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია.

3.საკვალიფიკაციო პალატის წევრთა კანდიდატურებს (მათ შორის, საკვალიფიკაციო პალატის თავმჯდომარის კანდიდატურას) უზენაესი სასამართლოს წევრთაგან ასარჩევად უზენაესი სასამართლოს პლენუმს წარუდგენს პლენუმის ნებისმიერი წევრი. თუ უზენაესი სასამართლოს პლენუმმა ორჯერ ვერ აირჩია წარდგენილი კანდიდატურა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, საკვალიფიკაციო პალატის წევრის არჩევამდე, არაუმეტეს 6 თვის ვადით, უზენაესი სასამართლოს წევრთაგან დანიშნოს საკვალიფიკაციო პალატის წევრის მოვალეობის შემსრულებელი.

4.საკვალიფიკაციო პალატის წევრს ათავისუფლებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოს პლენუმის თანხმობით.

5.საკვალიფიკაციო პალატის წევრი ვალდებულია კონკრეტული საჩივრის განხილვის დროით ჩამოშორდეს საქმის განხილვას, თუ მას ამ საჩივართან დაკავშირებით აქვს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული აცილების საფუძველი. ამ შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აღნიშნული საჩივრის განხილვის ვადით, უზენაესი სასამართლოს წევრთაგან ნიშნავს საკვალიფიკაციო პალატის წევრის მოვალეობის შემსრულებელს.

6.უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის წევრი სრულად ახორციელებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს ორგანული კანონი № 2647 - ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2017 წლის 8 თებერვლის ორგანული კანონი №255 - ვებგვერდი, 13.02.2017წ. საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის ორგანული კანონი №3129 – ვებგვერდი, 27.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

რედაქციების შედარება

1. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას 3 წევრის შემადგენლობით, 5 წლის ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრების ასარჩევად მათ კანდიდატურებს, მათ შორის, სადისციპლინო პალატის თავმჯდომარის კანდიდატურას, უზენაესი სასამართლოს წევრთაგან უზენაესი სასამართლოს პლენუმს წარუდგენს პლენუმის წევრი. სადისციპლინო პალატის წევრი არ შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს ის მოსამართლე, რომელიც იმავდროულად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. 2. (ამოღებულია - 08.02.2017, №255) . 3. თუ უზენაესი სასამართლოს პლენუმმა უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრად ზედიზედ ორჯერ ვერ აირჩია უზენაესი სასამართლოს პლენუმის წევრის მიერ წარდგენილი სადისციპლინო პალატის წევრის კანდიდატურა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, მის არჩევამდე, არაუმეტეს 6 თვის ვადით, უზენაესი სასამართლოს წევრთაგან დანიშნოს სადისციპლინო პალატის წევრის მოვალეობის შემსრულებელი. 4. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია საქმის განხილვას სადისციპლინო პალატაში კონკრეტული საჩივრის განხილვის დროით ჩამოაშოროს პალატის ის წევრი, რომელსაც ამ საჩივართან დაკავშირებით აქვს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული აცილების საფუძველი. ასეთ შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოს წევრთაგან ნიშნავს სადისციპლინო პალატის წევრის მოვალეობის შემსრულებელს. 5. სადისციპლინო პალატის წევრი სრულყოფილად ახორციელებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას. 6. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა ამ კანონის XIII 1 თავით დადგენილი წესით განიხილავს საჩივარს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებაზე, ამ კანონის XIII 1 თავითა და „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით − საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებაზე, ხოლო ამ კანონის XIII 1 თავითათავით და „მედიაციის„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით − საქართველოს მედიატორთაადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებაზე. საქართველოს 2017 წლის 8 თებერვლის ორგანული კანონი №255 - ვებგვერდი, 13.02.2017წ. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ . საქართველოს 2018 წლის 4 მაისის ორგანული კანონი №2267 – ვებგვერდი, 21.05.2018წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №1160 - ვებგვერდი, 12.12.2025წ. მუხლი 19 1 . უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა 1. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით განიხილავს საჩივარს რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით ან უვადოდ განწესების პროცესში მიღებულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულებაზე/გადაწყვეტილებაზე, საჩივარს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესში მიღებულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულებასა/წარდგინებასა და მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაზე. 2. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატას 3 წევრის შემადგენლობით, 5  წლის ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის წევრი არ შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს ის მოსამართლე, რომელიც იმავდროულად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. 3. საკვალიფიკაციო პალატის წევრთა კანდიდატურებს (მათ შორის, საკვალიფიკაციო პალატის თავმჯდომარის კანდიდატურას) უზენაესი სასამართლოს წევრთაგან ასარჩევად უზენაესი სასამართლოს პლენუმს წარუდგენს პლენუმის ნებისმიერი წევრი. თუ უზენაესი სასამართლოს პლენუმმა ორჯერ ვერ აირჩია წარდგენილი კანდიდატურა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, საკვალიფიკაციო პალატის წევრის არჩევამდე, არაუმეტეს 6 თვის ვადით, უზენაესი სასამართლოს წევრთაგან დანიშნოს საკვალიფიკაციო პალატის წევრის მოვალეობის შემსრულებელი. 4. საკვალიფიკაციო პალატის წევრს ათავისუფლებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოს პლენუმის თანხმობით. 5. საკვალიფიკაციო პალატის წევრი ვალდებულია კონკრეტული საჩივრის განხილვის დროით ჩამოშორდეს საქმის განხილვას, თუ მას ამ საჩივართან დაკავშირებით აქვს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული აცილების საფუძველი. ამ შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აღნიშნული საჩივრის განხილვის ვადით, უზენაესი სასამართლოს წევრთაგან ნიშნავს საკვალიფიკაციო პალატის წევრის მოვალეობის შემსრულებელს. 6. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის წევრი სრულად ახორციელებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს ორგანული კანონი № 2647 - ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2017 წლის 8 თებერვლის ორგანული კანონი №255 - ვებგვერდი, 13.02.2017წ. საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის ორგანული კანონი №3129 – ვებგვერდი, 27.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 10

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 12 დეკ. 2025
  2. 1 სექ. 2025· გამოქვეყნდა 27 ივნ. 2025
  3. 11 მარ. 2025
  4. 29 აპრ. 2022
  5. 20 დეკ. 2018
  6. 21 მაი. 2018
  7. 1 მაი. 2018· გამოქვეყნდა 26 აპრ. 2018
  8. 1 ივლ. 2017· გამოქვეყნდა 13 თებ. 2017
  9. 1 ივლ. 2017· გამოქვეყნდა 11 ნოე. 2015
  10. 21 თებ. 2017
წინა მუხლი 18შემდეგი მუხლი 20

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-03-04 · №61

1
ციტირებულია მუხლი
10
ცვლილება
ბოლო 2025-12-12
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 49

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 20უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეები
  • 18უზენაესი სასამართლოს პლენუმი
  • 21უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

საქართველოს კონსტიტუცია

  • 61საქართველოს უზენაესი სასამართლო
  • 64იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 10—
  • 7³—
  • 11—

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 181საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევა
  • 196საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების არჩევის წესი
  • 182საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 12უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6164107³11492018211218119618219
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთო სასამართლოების …საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს საკონსტიტუ…საქართველოს პარლამენტი…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 4 მარ. 2026