Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთო სასამართლოების შესახებმუხლი 18

საერთო სასამართლოების შესახებ

მუხლი 18. უზენაესი სასამართლოს პლენუმი

რედაქცია №61 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.უზენაესი სასამართლოს პლენუმი შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების, უზენაესი სასამართლოს წევრებისა და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეებისაგან.

2.პლენუმი უფლებამოსილია: ა) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით აირჩიოს დიდი პალატის შემადგენლობა; ბ) უზენაესი სასამართლოს პლენუმის წევრის წარდგინებით აირჩიოს უზენაესი სასამართლოს პალატების შემადგენლობები და თავმჯდომარეები; ბ 1 ) (ამოღებულია - 08.02.2017, №255) ; გ) დანიშნოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრი; დ) საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კონკრეტული საქმის განხილვასთან და სასამართლო პრაქტიკის განზოგადებასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანოს წარდგინება ნორმატიული აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე; ე) (ამოღებულია - 01.11.2013, №1489) ; ვ) საქართველოს პრეზიდენტს ან საქართველოს მთავრობას წარუდგინოს რეკომენდაცია უზენაესი სასამართლოს კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების თაობაზე; ზ) მოისმინოს და შეაფასოს უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეთა ინფორმაციები, უზენაესი სასამართლოს აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფთა ხელმძღვანელების ანგარიშები, განიხილოს მათი საქმიანობის სრულყოფასთან დაკავშირებული წინადადებები; თ) შექმნას უზენაესი სასამართლოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით დანიშნოს მისი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგია; ი) შექმნას უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, დაამტკიცოს მისი დებულება, შემადგენლობა და სწავლული მდივანი; კ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით უზენაესი სასამართლოსთვის გათვალისწინებული დაფინანსების ფარგლებში განსაზღვროს უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური დანამატის ოდენობა; ლ) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით დაამტკიცოს უზენაესი სასამართლოს აპარატის რეგლამენტი, მოხელეთა და სხვა მუშაკთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები; ლ 1 ) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით დაამტკიცოს უზენაეს სასამართლოში სტაჟირების გავლის წეს ი და უზენაესი სასამართლოს აპარატის მო სამსახურეთა შეფასების წეს ი ; მ) მოამზადოს და გამოაქვეყნოს ყოველწლიური ანგარიში საქართველოში მართლმსაჯულების მდგომარეობის შესახებ; ნ) განახორციელოს სასამართლო ხელისუფლების კონსტიტუციური ფუნქციებიდან გამომდინარე და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.

3.(ამოღებულია - 17.12.2025, №1252) .

4.პლენუმი უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება პლენუმის წევრთა არანაკლებ ორი მესამედისა. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა სხდომის მონაწილეთა არანაკლებ ორმა მესამედმა.

5.პლენუმი მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ. პლენუმის სხდომას ნიშნავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პლენუმის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის მოთხოვნით.

6.პლენუმის სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი სპეციალისტები და სხვა პირები.

7.უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა, როგორც წესი, საჯაროა. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5529 - ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 27 მარტის ორგანული კანონი №5920 – ვებგვერდი, 19.04.2012წ. საქართველოს 2013 წლის 1 ნოემბრის ორგანული კანონი №1489 - ვებგვერდი, 13.11.2013წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს ორგანული კანონი № 2647 - ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2017 წლის 8 თებერვლის ორგანული კანონი №255 - ვებგვერდი, 13.02.2017წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №1252 – ვებგვერდი, 18.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №59 · ძალაშია 31 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 21 თებ. 2017 – 1 ივლ. 2017 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 31 დეკ. 2025· გამოქვეყნდა 18 დეკ. 2025

    მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულია: პლენუმს აღარ აქვს ამ პუნქტით დადგენილი ვალდებულება დაიცვას სასამართლო ხელისუფლების ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და მოსამართლეთა დამოუკიდებლობა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში განამტკიცოს ხალხის ნდობა სასამართლოსადმი.

  2. 1 ივლ. 2017· გამოქვეყნდა 13 თებ. 2017
  3. 21 თებ. 2017

    მე-18 მუხლში პლენუმის უფლებამოსილებათა ნუსხიდან ამოიღეს პალატების შემადგენლობისა და თავმჯდომარეების არჩევა თავმჯდომარის წარდგინებით და საკვალიფიკაციო პალატის შემადგენლობისა და თავმჯდომარის არჩევა.

  4. 1 სექ. 2014· გამოქვეყნდა 18 აგვ. 2014

    18-ე მუხლის პირველ პუნქტში საკვალიფიკაციო პალატა გამოეყო სხვა პალატების არჩევის წესს და პლენუმს დაემატა ახალი „ბ 1“ ქვეპუნქტი მისი შემადგენლობისა და თავმჯდომარის არჩევის შესახებ.

  5. 13 ნოე. 2013

    პლენუმს ჩამოერთვა იმპიჩმენტის საქმეზე პარლამენტისთვის დასკვნის მიცემის უფლებამოსილება („ე“), ხოლო „ვ“ ქვეპუნქტში რეკომენდაციის ადრესატად პრეზიდენტთან ერთად მთავრობაც დაემატა.

  6. 19 აპრ. 2012

    მე-6 პუნქტიდან ამოღებულია იუსტიციის მინისტრის სათათბირო ხმით მონაწილეობა პლენუმის მუშაობაში; სპეციალისტთა და სხვა პირთა მოწვევის წესი დარჩა.

  7. 28 დეკ. 2011

    18-ე მუხლში პლენუმის უფლებამოსილებათა ჩამონათვალს დაემატა ლ¹ ქვეპუნქტი სტაჟირებისა და აპარატის მოსამსახურეთა შეფასების წესების დამტკიცების შესახებ.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 17შემდეგი მუხლი 19

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 4 მარ. 2026 · №61

  • 7 ცვლილება · ბოლო 18 დეკ. 2025
  • 9 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 20უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეები
  • 21უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე
  • 19უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 7³
  • 11
  • 44

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 181საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 61საქართველოს უზენაესი სასამართლო
  • 64იუსტიციის უმაღლესი საბჭო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 61პლენარული სხდომის თავმჯდომარე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

  • 5უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, კომიტეტები და ფრაქციები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 76პლენარული სხდომის თავმჯდომარე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
61647³11442021196176518118
მნიშვნელობით ახლოსსაერთო სასამართლოების …საქართველოს საკონსტიტუ…საქართველოს პარლამენტი…საქართველოს კონსტიტუცი…აფხაზეთის ავტონომიური …აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 4 მარ. 2026 · რედაქცია №61 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026