Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთო სასამართლოების შესახებმუხლი 48

საერთო სასამართლოების შესახებ

მუხლი 48. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები

რედაქცია №61 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირა დი განცხადება; ბ) მისი თანხმობით სხვა თანამდებობაზე გადაყვანა ან არჩევა; გ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) მის მიმართ საბოლოოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; ე) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; ვ) ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის ამოწურვა; ზ) გარდაცვალება; თ) წელიწადში 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობა; ი) მოვალეობის სისტემატური შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; კ) შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობა; ლ) წევრად არჩევა ან დანიშვნა არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ ან ამ კანონით დადგენილი წესის დარღვევით.

2.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისად საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია ან საქართველოს პრეზიდენტი. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“–„ლ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას საქართველოს პარლამენტი ან საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია კენჭს უყრის გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ხოლო საქართველოს პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.

3.გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებისა, მოსამართლის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველია მოსამართლის თანამდებობიდან მისი ვადამდე გათავისუფლება (გადაყენება). საქართველოს 2013 წლის 1 მაისის ორგანული კანონი №580 – ვებგვერდი, 20 .05.2013წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის ორგანული  კანონი №3397 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2017 წლის 8 თებერვლის ორგანული კანონი №255 - ვებგვერდი, 13.02.2017წ. საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის ორგანული კანონი №3903 – ვებგვერდი, 14.12.2018წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №56 · ძალაშია 1 სექ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 21 თებ. 2017 – 1 ივლ. 2017 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 სექ. 2025· გამოქვეყნდა 27 ივნ. 2025

    პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ვადა 4 თვიდან 6 თვემდე გაიზარდა; ამოღებულია მომდევნო პუნქტი ცნობად მიღების წესის შესახებ.

  2. 14 დეკ. 2018

    48-ე მუხლიდან ამოღებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღების წესი.

  3. 1 ივლ. 2017· გამოქვეყნდა 13 თებ. 2017
  4. 1 აპრ. 2015· გამოქვეყნდა 31 მარ. 2015

    48-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი ახლა არის შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვაგვარი განსაზღვრის დათქმით.

  5. 20 მაი. 2013

    48-ე მუხლის მე-3 პუნქტში ამოღებულია პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა და თანამდებობის მიხედვით შემავალი წევრის გათავისუფლების მითითებები. დამატებით საფუძვლად დარჩა მოსამართლის თანამდებობიდან მისი ვადამდე გათავისუფლება (გადაყენება).

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 47შემდეგი მუხლი 49

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 4 მარ. 2026 · №61

  • 5 ცვლილება · ბოლო 27 ივნ. 2025
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 7 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

საქართველოს პარლამ… 207

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 66⁴დამოუკიდებელი საბჭოს წევრის თავისი უფლებამოსილების განხორციელებისგან გათავისუფლება
  • 43მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები
  • 50საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საკითხის გადაწყვეტის წესი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 7უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ცნობა ან ვადამდე შეწყვეტა
  • 11უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეჩერება
  • 147უმაღლესი საბჭოს აპარატის ხელმძღვანელობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 6უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
  • 10უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეჩერება
  • 14უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

  • 16საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 197საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის წესი

საქართველოს კონსტიტუცია

  • 64იუსტიციის უმაღლესი საბჭო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6466⁴4350610147111471620719748
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…საერთო სასამართლოების …აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …ოფიციალური სტატისტიკის…საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 4 მარ. 2026 · რედაქცია №61 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026