Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებმუხლი 26

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

მუხლი 26

რედაქცია №38 კონსოლიდირებული · 16 ოქტ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹22¹34

1.საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება არა აქვს იმსჯელოს მთლიანად კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე, თუ მოსარჩელე ან წარდგინების ავტორი ითხოვს კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის მხოლოდ რომელიმე ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას.

1¹.ამ კანონის 41 1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოს არა აქვს უფლება, იმსჯელოს მთლიანად ნორმატიული აქტის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან შესაბამისობაზე, ხოლო ამავე კანონის 41 2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს კონსტიტუციასთან, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან შესაბამისობაზე, თუ მოსარჩელე ან წარდგინების ავტორი ითხოვს სადავო აქტის მხოლოდ რომელიმე ნორმის ძალადაკარგულად ცნობას.

2.საკონსტიტუციო სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“, „ე“, „ვ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის დადგენისას ამოწმებს მისი შინაარსის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობას.

2¹.საკონსტიტუციო სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში: ა) შესაბამისი ორგანოს სამართლებრივი აქტის/მისი ნაწილის შეფასებისას ამოწმებს ამ სამართლებრივი აქტის/მისი ნაწილის შინაარსის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობას; ბ) შესაბამისი ორგანოს მოქმედების/უმოქმედობის შეფასებისას ამოწმებს ამ მოქმედების/უმოქმედობის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობას.

3.ნორმატიული აქტის შემოწმებისას საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს სადავო ნორმის არა მარტო სიტყვასიტყვით მნიშვნელობას, არამედ მასში გამოხატულ ნამდვილ აზრს და ამ ნორმის გამოყენების პრაქტიკას, აგრეთვე შესაბამისი კონსტიტუციური ნორმის არსს. სადავო მნიშვნელობის საკითხის დადგენისას საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია მხედველობაში მიიღოს აგრეთვე მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებში მოცემული განმარტებები.

4.ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო აფასებს მხოლოდ იმ ქმედებას, რომელიც იმპიჩმენტის საკითხის აღმძვრელ პარლამენტის წევრთა მიერ მიჩნეულია იმპიჩმენტის საფუძვლად. საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14 საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №599 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.171 საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის ორგანული კანონი №1890 - სსმ I, №33,09.11.2009 წ., მუხ.199 საქართველოს 2011 წლის 5 მაისის ორგანულიკანონი №4628 -ვებგვერდი, 25.05.2011წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის ორგანული კანონი №1017 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3265 – ვებგვერდი, 10.08.2018წ. საქართველოს 2022 წლის 14 აპრილის ორგანული კანონი №1511 – ვებგვერდი, 27.04.2022წ. საქართველოს 2022 წლის 18 ოქტომბრის ორგანული კანონი №1914 – ვებგვერდი, 24.10.2022წ. თავი IV. საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვისა და გადაწყვეტის საერთო წესი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №32 · ძალაშია 24 ოქტ. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 8

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 24 ოქტ. 2022
  2. 27 აპრ. 2022
  3. 10 აგვ. 2018
  4. 23 სექ. 2013

    26-ე მუხლს დაემატა მე-4 პუნქტი, რომლის მიხედვით „თ“ ქვეპუნქტის საქმეზე სასამართლო აფასებს მხოლოდ იმ ქმედებას, რომელიც იმპიჩმენტის აღმძვრელმა პარლამენტის წევრებმა იმპიჩმენტის საფუძვლად მიიჩნიეს.

  5. 25 მაი. 2011

    26-ე მუხლის მე-2 პუნქტი გავრცელდა „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებზე; „ბ“ ქვეპუნქტში დაზუსტდა კონსტიტუციის დასახელება.

  6. 6 ივლ. 2010
  7. 9 ნოე. 2009

    26-ე მუხლის მე-2 პუნქტში ნორმატიული აქტის შემოწმების წესი გავრცელდა 19-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შემთხვევებზე; დანარჩენი ცვლილებები ტერმინოლოგიურია.

  8. 16 დეკ. 2004

    26-ე მუხლს დაემატა 1¹ პუნქტი, რომელიც 41¹ და 41² მუხლების საქმეებში ზღუდავს სასამართლოს მსჯელობას, როცა მოთხოვნა აქტის მხოლოდ ერთ ნორმას ეხება.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 25შემდეგი მუხლი 27

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 ოქტ. 2025 · №38

  • 8 ცვლილება · ბოლო 24 ოქტ. 2022
  • 12 რედაქცია
  • 4 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს კონსტი… 19მუხლი 19მუხლი 41¹მუხლი 41²

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 25
  • 41²
  • 19

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ

  • 11აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტები
  • 8ნორმატიულ აქტთა ურთიერთმიმართება
  • 3სამართლებრივი აქტის ცნება და სახეები

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 21აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცება

რეფერენდუმის შესახებ

  • 28¹რეფერენდუმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებული დავის განხილვა

ავტონომიურ რესპუბლიკაში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ

  • 6¹პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა ავტონომიურ რესპუბლიკაში

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 7ნორმატიულ აქტთა ურთიერთმიმართება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 139საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა
  • 40კანონქვემდებარე აქტების კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6¹191941²41¹2528¹21711831394026
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საკონსტიტუ…საქართველოს კონსტიტუცი…აჭარის ავტონომიური რეს…ნორმატიული აქტების შეს…რეფერენდუმის შესახებავტონომიურ რესპუბლიკაშ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 ოქტ. 2025 · რედაქცია №38 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026