Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიმუხლი 185

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 185. სასამართლო განხილვის ადგილი და უწყვეტობა

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:მოლაპარაკებამართლმსაჯულების და სამხედრო დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.სასამართლო განხილვა მიმდინარეობს სასამართლო სხდომის დარბაზში. შემთხვევის ან სხვა ადგილის, ნაგებობის, ტრანსპორტის ან სხვა ისეთი ობიექტის დათვალიერების მიზნით, რომლის სასამართლო სხდომის დარბაზში მიტანაც შეუძლებელია, აგრეთვე დასაკითხი პირის მძიმე ავადმყოფობის გამო ან სხვა ობიექტური მიზეზით სასამართლო განხილვა შესაძლებელია მხარეთა შუამდგომლობით ჩატარდეს სასამართლო სხდომის დარბაზის გარეთ.

2.სასამართლო განხილვა მიმდინარეობს უწყვეტად, გარდა შესვენებისათვის საჭირო დროისა. სასამართლოში საქმის განხილვის გადადება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით შესაძლებელია მხოლოდ მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის, მხარის, მოწმის ან თარჯიმნის გამოუცხადებლობის, საგამოძიებო მოქმედების ჩატარების, აგრეთვე ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. საქმის განხილვის გადადების პერიოდში სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს სხვა სისხლის სამართლის საქმე (შუამდგომლობა, საჩივარი).

3.18 საათის შემდეგ შესაძლებელია სასამართლომ მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით გადადოს საქმის განხილვა.

4.მხარეს უფლება აქვს, სასამართლოს წინასწარ მიმართოს დასაბუთებული შუამდგომლობით სასამართლო განხილვის სხდომის თარიღის შეცვლის (დადგენილ თარიღზე ადრე ან გვიან დანიშვნის) შესახებ, რის თაობაზედაც უნდა აცნობოს მეორე მხარეს. სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე. მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.

5.მხარეებს უფლება აქვთ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ერთობლივად, წინასწარ მიმართონ სასამართლოს დასაბუთებული შუამდგომლობით სასამართლო განხილვის სხდომის თარიღის შეცვლის (დადგენილ თარიღზე ადრე ან გვიან დანიშვნის) შესახებ. სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე. მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრდება.

6.პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გამოაქვს წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ საქმის არსებითი განხილვისათვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 24 თვისა.

7.ამ მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილი ვადა არ გამოიყენება იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებული თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას ან/და ბრალდებულის მიმართ გამოცხადებულია ძებნა. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418 საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4631 - ვებგვერდი, 19.05.2011წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3976 - ვებგვერდი, 20.07.2015წ.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 17 ოქტ. 2025
  2. 5 სექ. 2025
წინა მუხლი 184შემდეგი მუხლი 186

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სასამართლოს უპატივცემულობა (მუხლი 366) - ადვოკატი3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • წინასასამართლო მოლაპარაკება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი აბულაძე

გიორგი აბულაძე

იურისტი (PhDc), მედიატორი, ტრენერი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №178

3
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2025-10-17
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 165²მუხლი 165⁷მუხლი 333

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 42ბრალდებულის ან მსჯავრდებულის შუამდგომლობით სასამართლო განხილვის დაუშვებლობა
  • 182სასამართლო სხდომის საჯაროობა # # #
  • 183საქმის განხილვისას სასამართლოს შემადგენლობის უცვლელობა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 216საქმის განხილვის გადადება და გაგრძელება
  • 215მხარეთა შუამდგომლობებისა და განცხადებების განხილვა
  • 23საქმის გადაცემა განსჯადი სასამართლოსათვის

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 27²—
  • 27¹—

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21³⁷საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი
  • 26²განმწესრიგებელი სხდომა

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 41დავის განხილვა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 56არასრულწლოვნის საქმის სასამართლოში განხილვაში მონაწილეობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21³⁷26²412162152327²27¹165²165⁷3334218218356185
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საკონსტიტუ…საქართველოს ადმინისტრა…ელექტრონული კომუნიკაცი…არასრულწლოვანთა მართლმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026