სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 46. სპეციალური კონკურსი

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამსახურში მიღებისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ იმ თანამდებობაზე, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებას, პირი ინიშნება სპეციალური კონკურსის გავლის შედეგად.

2.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სპეციალური კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

3.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღებისას პირმა (კანდიდატმა) შემოწმება უნდა გაიაროს. შემოწმება გულისხმობს პირის პერსონალური მონაცემების გადამოწმებას/მოძიებას. შემოწმების დაწყებამდე პირი აცხადებს წერილობით თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების ხელმისაწვდომობაზე.

4.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში შემოწმების ჩატარების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

5.თუ სამსახურში მიღებისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ იმ თანამდებობაზე დანიშვნის დროს, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებას, კანდიდატებს თანაბარი შედეგები აქვთ, სხვა კანდიდატებთან შედარებით უპირატესობა ენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აქვს გავლილი.

6.სამსახურში მიღებისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ იმ თანამდებობაზე დანიშვნისთანავე, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებას, მოსამსახურე დებს ფიცს. მოსამსახურის ფიცის ტექსტს ამტკიცებს მინისტრი. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1715 – ვებგვერდი, 16.09.2022წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სამსახურში მიღებისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ იმ თანამდებობაზე, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებას, პირი ინიშნება სპეციალური კონკურსის გავლის შედეგად. 2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სპეციალური კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 3. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღებისას პირმა (კანდიდატმა) შემოწმება უნდა გაიაროს. შემოწმება გულისხმობს პირის პერსონალური მონაცემების გადამოწმებას/მოძიებას. შემოწმების დაწყებამდე პირი აცხადებს წერილობით თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების ხელმისაწვდომობაზე. 4. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში შემოწმების ჩატარების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 5. თუ სამსახურში მიღებისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ იმ თანამდებობაზე დანიშვნის დროს, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებას, კანდიდატებს თანაბარი შედეგები აქვთ, სხვა კანდიდატებთან შედარებით უპირატესობა ენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აქვს გავლილი. 6. სამსახურში მიღებისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ იმ თანამდებობაზე დანიშვნისთანავე, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებას, მოსამსახურე დებს ფიცს. მოსამსახურის ფიცის ტექსტს ამტკიცებს მინისტრი. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1715 – ვებგვერდი, 16.09.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 1 იან. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 16 სექ. 2022

    46-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში „სპეციალური შემოწმება“ შეიცვალა „შემოწმებით“ და ის უკავშირდება სამსახურში ყველა მიღებას, წოდების მომცემ თანამდებობასთან კავშირის გარეშე; პერსონალური მონაცემების გადამოწმება და წერილობითი თანხმობა დარჩა.

  2. · გამოქვეყნდა 28 დეკ. 2018

    46-ე მუხლში კონკურსის, სპეციალური შემოწმების წესისა და ფიცის ტექსტის დამტკიცების უფლებამოსილება სამსახურის უფროსისგან მინისტრს გადაეცა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
81210⁴10⁵15⁵27343645471791246
მნიშვნელობით ახლოსსამოქალაქო უსაფრთხოები…პენიტენციური კოდექსიეროვნული უსაფრთხოების …საქართველოს სახელმწიფო…სახელმწიფო სპეციალური …სახელმწიფო დაცვის სპეც…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა