Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკათავდაცვის კოდექსიმუხლი 72

თავდაცვის კოდექსი

მუხლი 72. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის პირობები

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314

1.წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელია მხოლოდ სამინისტროს სისტემაში.

2.წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადებია: ა) საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისთვის − 6 თვე; ბ) საბრძოლო მხარდაჭერის ან საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისთვის − 8 თვე; გ) უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე, საშტაბო თანამდებობაზე ან წინასწარ განსაზღვრული სპეციალობის თანამდებობაზე სამსახურისთვის − 11 თვე.

3.ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის სახეებიდან (ვადებიდან) ერთ-ერთის თავისი შეხედულებისამებრ არჩევის უფლება აქვს: ა) ამ კოდექსის შესაბამისად წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლების მქონე პირს (გარდა ამ კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირისა), რომელმაც წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის სურვილი გამოთქვა; ბ) პირს, რომელმაც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად გამოძახებამდე გამოთქვა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის სურვილი; გ) ამ კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს, რომელიც აღნიშნული ქვეპუნქტის შესაბამისად წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით ვერ სარგებლობს სრულად დისტანციური სწავლების ფორმით უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გამო.

4.წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული პირი სამინისტროს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე შეიძლება გადაადგილდეს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შესაბამისი სახის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში: ა) საკუთარი სურვილით − თუ ეს არ იწვევს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადის შემცირებას; ბ) სამინისტროს გადაწყვეტილებით − 11-თვიანი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან 8-თვიან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში.

5.წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეს: ა) საწყისი საბრძოლო მომზადების დასრულების შემდეგ, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში, სურვილის შემთხვევაში ეძლევა ანაზღაურებადი შვებულება: ა.ა) წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის 6 თვის ვადით გავლის დროს − არაუმეტეს 10 კალენდარული დღისა; ა.ბ) წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის 8 თვის ვადით გავლის დროს − არაუმეტეს 10 კალენდარული დღისა; ა.გ) წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის 11 თვის ვადით გავლის დროს − არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა; ბ) ოჯახური მდგომარეობის გამო ან სხვა საპატიო მიზეზის არსებობისას ეძლევა ანაზღაურებადი შვებულება არაუმეტეს 10 კალენდარული დღისა, მათ შორის, საწყისი საბრძოლო მომზადების პერიოდში.

6.სამხედრო მოსამსახურე, რომელიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს გადის საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სახით, თავისი ინიციატივით, თვითნებურად ან ბრალეულობით კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში: ა) გადაყვანილი იქნება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში და დაექვემდებარება აღნიშნული სამხედრო სამსახურის გავლას 8 თვის ვადით, თუ კონტრაქტის შეწყვეტის მომენტისთვის მან სამხედრო სამსახურში იმსახურა 12 თვეზე ნაკლები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იგი სარგებლობს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების ან გადავადების უფლებით, ან აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტებით; ბ) ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში, თუ კონტრაქტის შეწყვეტის მომენტისთვის მან იმსახურა 12 თვე ან 12 თვეზე მეტი.

7.წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურის სამუშაო დროის ხანგრძლივობა და დასვენების დღეები (კვირაში არანაკლებ 2 დღისა) განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.

8.წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურე სარგებლობს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ განსაზღვრული უქმე დღეებით.

9.ამ მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული დასვენების და უქმე დღეების გამოყენების უფლება იზღუდება, როდესაც სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს წვრთნაში/სწავლებაში, ასრულებს სადღეღამისო განწესს ან საბრძოლო მორიგეობას, გამოცხადებულია განსაკუთრებული რეჟიმი ან/და სამხედრო მოსამსახურეს დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით დასვენების უფლების შეზღუდვა აქვს დაკისრებული.

10.პირმა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური ამ კოდექსითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და პირობებით შეიძლება გაიაროს აგრეთვე საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სახით (მათ შორის, აქტიურ რეზერვში) და სამხედრო სასწავლებელში.

11.პირს, რომელიც გადის 11-თვიან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს, აღნიშნული ვადის განმავლობაში მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესით შეიძლება დროებით მიენიჭოს ერთ-ერთი შემდეგი სამხედრო წოდება: ა) ლეიტენანტი − თუ იგი დაინიშნა უმცროსი ოფიცრების შემადგენლობის საშტატო კატეგორიის უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე ან საშტაბო თანამდებობაზე და სამსახურის გავლის პერიოდში გაიარა უმცროსი ოფიცრების მომზადების შესაბამისი პროგრამა; ბ) უმცროსი სერჟანტი ან სერჟანტი − თუ იგი დაინიშნა სერჟანტების შემადგენლობის საშტატო კატეგორიის უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე, საშტაბო თანამდებობაზე ან წინასწარ განსაზღვრული სპეციალობის თანამდებობაზე და სამსახურის გავლის პერიოდში გაიარა სერჟანტების შემადგენლობის შესაბამისი კურსი.

12.ამ მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე: ა) დროებით მინიჭებული სამხედრო წოდება არ გამოიყენება სახელმწიფო სპეციალურ წოდებასთან გათანაბრების მიზნით; ბ) დროებით მინიჭებული სამხედრო წოდებით ნამსახურები ვადა ჩაითვლება რიგითის სამხედრო წოდებით ნამსახურებ სამხედრო სამსახურის სტაჟში.

13.პირი ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ უფლებას ვერ განახორციელებს, თუ: ა) იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 67-ე მუხლის 21-ე ნაწილით გათვალისწინებულ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის კრიტერიუმებს, გარდა ამ მუხლის მე-14 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევისა; ბ) იმ სახის წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, რომლის გავლის სურვილიც მან გამოთქვა, დაკომპლექტებულია.

14.თუ პირი ვერ დააკმაყოფილებს ამ კოდექსის 67-ე მუხლის 21-ე ნაწილით გათვალისწინებულ 11-თვიან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის კრიტერიუმებს ან იმ სახის წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, რომლის გავლის სურვილიც მან გამოთქვა, დაკომპლექტებულია, იგი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული იქნება ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე დადგენილი რიგითობით ან საკუთარი სურვილით იქნება გაწვეული 8-თვიან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3815 – ვებგვერდი, 19.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ. საქართველოს 2026 წლის 13 მაისის კანონი №1555 – ვებგვერდი, 14.05.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელია მხოლოდ სამინისტროს სისტემაში. 2. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადებია: ა) საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისთვის − 6 თვე; ბ) საბრძოლო მხარდაჭერის ან საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისთვის − 8 თვე; გ) უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე, საშტაბო თანამდებობაზე ან წინასწარ განსაზღვრული სპეციალობის თანამდებობაზე სამსახურისთვის − 11 თვე. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის სახეებიდან (ვადებიდან) ერთ-ერთის თავისი შეხედულებისამებრ არჩევის უფლება აქვს: ა) ამ კოდექსის შესაბამისად წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლების მქონე პირს (გარდა ამ კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირისა), რომელმაც წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის სურვილი გამოთქვა; ბ) პირს, რომელმაც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად გამოძახებამდე გამოთქვა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის სურვილი; გ) ამ კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს, რომელიც აღნიშნული ქვეპუნქტის შესაბამისად წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით ვერ სარგებლობს სრულად დისტანციური სწავლების ფორმით უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გამო. 4. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული პირი სამინისტროს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე შეიძლება გადაადგილდეს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შესაბამისი სახის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში: ა) საკუთარი სურვილით  −  თუ ეს არ იწვევს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადის შემცირებას; ბ) სამინისტროს გადაწყვეტილებით − 11-თვიანი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან 8-თვიან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში. 5. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეს: ა) საწყისი საბრძოლო მომზადების დასრულების შემდეგ, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში, სურვილის შემთხვევაში ეძლევა ანაზღაურებადი შვებულება: ა.ა) წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის 6 თვის ვადით გავლის დროს − არაუმეტეს 10 კალენდარული დღისა; ა.ბ) წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის 8 თვის ვადით გავლის დროს − არაუმეტეს 10 კალენდარული დღისა; ა.გ) წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის 11 თვის ვადით გავლის დროს − არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა; ბ) ოჯახური მდგომარეობის გამო ან სხვა საპატიო მიზეზის არსებობისას ეძლევა ანაზღაურებადი შვებულება არაუმეტეს 10 კალენდარული დღისა, მათ შორის, საწყისი საბრძოლო მომზადების პერიოდში. 6. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს გადის საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სახით, თავისი ინიციატივით, თვითნებურად ან ბრალეულობით კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში: ა) გადაყვანილი იქნება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში და დაექვემდებარება აღნიშნული სამხედრო სამსახურის გავლას 8 თვის ვადით, თუ კონტრაქტის შეწყვეტის მომენტისთვის მან სამხედრო სამსახურში იმსახურა 12 თვეზე ნაკლები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იგი სარგებლობს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების ან გადავადების უფლებით, ან აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტებით; ბ) ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში, თუ კონტრაქტის შეწყვეტის მომენტისთვის მან იმსახურა 12 თვე ან 12 თვეზე მეტი. 7. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურის სამუშაო დროის ხანგრძლივობა და დასვენების დღეები (კვირაში არანაკლებ 2 დღისა) განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით. 8. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურე სარგებლობს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ განსაზღვრული უქმე დღეებით. 9. ამ მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული   დასვენების და უქმე დღეების გამოყენების უფლება იზღუდება, როდესაც სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს წვრთნაში/სწავლებაში, ასრულებს სადღეღამისო განწესს ან საბრძოლო მორიგეობას, გამოცხადებულია განსაკუთრებული რეჟიმი ან/და სამხედრო მოსამსახურეს დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით დასვენების უფლების შეზღუდვა აქვს დაკისრებული. 10. პირმა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური ამ კოდექსითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და პირობებით შეიძლება გაიაროს აგრეთვე საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სახით (მათ შორის, აქტიურ რეზერვში) და სამხედრო სასწავლებელში. 11. პირს, რომელიც გადის 11-თვიან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს, აღნიშნული ვადის განმავლობაში მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესით შეიძლება დროებით მიენიჭოს ერთ-ერთი შემდეგი სამხედრო წოდება: ა) ლეიტენანტი − თუ იგი დაინიშნა უმცროსი ოფიცრების შემადგენლობის საშტატო კატეგორიის უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე ან საშტაბო თანამდებობაზე და სამსახურის გავლის პერიოდში გაიარა უმცროსი ოფიცრების მომზადების შესაბამისი პროგრამა; ბ) უმცროსი სერჟანტი ან სერჟანტი − თუ იგი დაინიშნა სერჟანტების შემადგენლობის საშტატო კატეგორიის უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე, საშტაბო თანამდებობაზე ან წინასწარ განსაზღვრული სპეციალობის თანამდებობაზე და სამსახურის გავლის პერიოდში გაიარა სერჟანტების შემადგენლობის შესაბამისი კურსი. 12. ამ მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე: ა) დროებით მინიჭებული სამხედრო წოდება არ გამოიყენება სახელმწიფო სპეციალურ წოდებასთან გათანაბრების მიზნით; ბ)  დროებით მინიჭებული სამხედრო წოდებით ნამსახურები ვადა ჩაითვლება რიგითის სამხედრო წოდებით ნამსახურებ სამხედრო სამსახურის სტაჟში. 13. პირი ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ უფლებას ვერ განახორციელებს, თუ: ა) იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 67-ე მუხლის 21-ე ნაწილით გათვალისწინებულ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის კრიტერიუმებს, გარდა ამ მუხლის მე-14 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევისა; ბ) იმ სახის წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, რომლის გავლის სურვილიც მან გამოთქვა, დაკომპლექტებულია. 14. თუ პირი ვერ დააკმაყოფილებს ამ კოდექსის 67-ე მუხლის 21-ე ნაწილით გათვალისწინებულ 11-თვიან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის კრიტერიუმებს ან იმ სახის წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, რომლის გავლის სურვილიც მან გამოთქვა, დაკომპლექტებულია, იგი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული იქნება ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე დადგენილი რიგითობით ან საკუთარი სურვილით იქნება გაწვეული 8-თვიან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3815 – ვებგვერდი, 19.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ. საქართველოს 2026 წლის 13 მაისის კანონი №1555 – ვებგვერდი, 14.05.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 4 ივლ. 2024 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 14 მაი. 2026

    72-ე მუხლის მე-6 ნაწილში კონტრაქტის შეწყვეტის შედეგი ორ ქვეპუნქტად გაიყო: 12 თვეზე ნაკლები სამსახურისას 8 თვიანი წვევამდელთა სამსახური გამონაკლისებით, 12 თვის ან მეტისას — რეზერვში ჩარიცხვა.

  2. 26 ივნ. 2025

    მე-4 ნაწილში გადაადგილების საფუძვლები გაიყო: საკუთარი სურვილით (ვადის შემცირების გარეშე) და სამინისტროს გადაწყვეტილებით 11-თვიანიდან 8-თვიან სამსახურში. დაემატა მე-11–მე-14 ნაწილები დროებითი სამხედრო წოდებებისა და მე-3 ნაწილის უფლების განხორციელების პირობების შესახებ.

  3. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 19 დეკ. 2023

    72-ე მუხლის ჩამონათვალს დაემატა „გ“ ქვეპუნქტი 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირზე, რომელიც გადავადების უფლებით ვერ სარგებლობს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 71შემდეგი მუხლი 73

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 მაი. 2026 · №12

  • 3 ცვლილება · ბოლო 14 მაი. 2026
  • ციტირებულია 5 მუხლი
  • 6 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 65მუხლი 67

მიუთითებენ მასზე

მუხლი 186მუხლი 35მუხლი 45მუხლი 65მუხლი 67

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

თავდაცვის კოდექსი

  • 178სამხედრო სამსახური გარდამავალ პერიოდში
  • 65წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება
  • 75წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 23²წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გარდამავალ პერიოდში

საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ

  • 30¹სამხედრო სამსახური გარდამავალ პერიოდში

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

  • 30სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება
  • 32სამხედრო სამსახურის ვადები
  • 10¹საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესი

პენიტენციური კოდექსი

  • 145სამსახურში სამხედრო სამსახურის გავლის დროებითი წესი

არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ

  • 7განცხადება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურით შეცვლის შესახებ
  • 17არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან ვადამდე დათხოვნა ან სამსახურის ვადამდე შეწყვეტა
  • 18⁴არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხები გარდამავალ პერიოდში

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
717303210¹23²30¹656718635451787514572
მითითებამნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსისახელმწიფო დაცვის სპეც…საქართველოს დაზვერვის …სამხედრო ვალდებულებისა…პენიტენციური კოდექსიარასამხედრო ალტერნატიუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 მაი. 2026 · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა 24 ოქტ. 2026