1.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი პირები არიან:
ა) საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;
გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
დ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე;
ე) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;
ვ) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი;
ზ) (
ამოღებულია – 24.06.2011, №4953
);
თ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებათა ორგანოების ხელმძღვანელები;
ი) (
ამოღებულია – 24.06.2011, №4953
);
კ) (
ამოღებულია – 24.06.2011, №4953
);
ლ) საქართველოში ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნის სახელმწიფო მეთაური;
მ) საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების პერიოდში.
1¹.(
ამოღებულია - 03.05.2019, №4544
).
2.(
ამოღებულია – 18.01.2013, №206
).
3.საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პერსონალური დაცვა შეიძლება დაენიშნოს ან მოეხსნას:
ა) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, საქართველოს პარლამენტის წევრს, საქართველოს მთავრობის წევრს, საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელს, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში, აგრეთვე მისი ოჯახის წევრებს, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ მის ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება;
ბ) საქართველოში ვიზიტით მყოფ უცხო ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირს, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს, საქართველოში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს;
გ)
„საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრულ პირებს;
დ) ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ სხვა პირებს.
4.საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე განწესების დღიდან ენიშნება პერსონალური დაცვა. ამ თანამდებობის პირის უფლებამოსილების პერიოდში პერსონალური დაცვა ენიშნებათ აგრეთვე მისი ოჯახის წევრებს. აღნიშნულ თანამდებობის პირს უფლებამოსილების შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში უნარჩუნდება პერსონალური დაცვა, თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად არ დაუდასტურებია ამ თანამდებობის პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა ანდა თუ აღნიშნულ თანამდებობის პირს უფლებამოსილება არ შესწყვეტია მის მიერ დანაშაულის ჩადენის შედეგად.
4¹.თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად არ დაუდასტურებია ამ მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა ანდა თუ აღნიშნულ პირს უფლებამოსილება არ შესწყვეტია მის მიერ დანაშაულის ჩადენის შედეგად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პერსონალური დაცვა შეიძლება დაენიშნოს/შეუნარჩუნდეს:
ა) აღნიშნულ პირს უფლებამოსილების შეწყვეტიდან 1 წლის შემდეგ, თუ მას ამ უფლებამოსილების შეწყვეტამდე ბოლოს ეკავა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა და არსებობს საკმარისი მონაცემები ან შესაბამისი სამსახურიდან მიღებულია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება;
ბ) აღნიშნულ პირს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, თუ მას ამ უფლებამოსილების შეწყვეტამდე ბოლოს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობებიდან არცერთი არ ეკავა და არსებობს საკმარისი მონაცემები ან შესაბამისი სამსახურიდან მიღებულია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება;
გ) აღნიშნული პირის ოჯახის წევრებს მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები ან შესაბამისი სამსახურიდან მიღებულია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
5.პერსონალური დაცვის ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად იცავს საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების უმაღლეს ორგანოთა ადმინისტრაციულ შენობა-ნაგებობებს, სამთავრობო რეზიდენციებს და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებს, მათ შორის, საქართველოს აეროპორტების სამთავრობო დარბაზებსა და გასასვლელებს. აღნიშნულ დარბაზებსა და გასასვლელებში ოფიციალური დელეგაციების, მაღალი რანგის თანამდებობის პირებისა და საპატიო სტუმრების მომსახურების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
7.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხები, დაცვის დანიშვნა-გამოყოფის წესი და დაცვის განხორციელების პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ხოლო სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტები − საქართველოს მთავრობის განკარგულებით.
8.დაცვით სარგებლობის შესახებ დასაცავი პირის გადაწყვეტილების შესაბამისად შეიძლება შეწყდეს ან შეჩერდეს მის მიმართ დაცვის ღონისძიებების განხორციელება.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2943 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.96
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №488 - სსმ I, №30, 07.11.2008 წ., მუხ.203
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 18 იანვრის კანონი №206 - ვებგვერდი, 28.01.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1237 – ვებგვერდი, 01.10.2013წ.
საქართველოს 2019 წლის 3 მაისის კანონი №4544 – ვებგვერდი, 10.05.2019წ.
საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №167 - ვებგვერდი, 29.12.2024წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი პირები არიან:ა) საქართველოს პრეზიდენტი;ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი;დ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე;ე) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;ვ) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი;ზ) (ამოღებულია – 24.06.2011, №4953);თ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებათა ორგანოების ხელმძღვანელები;ი) (ამოღებულია – 24.06.2011, №4953);კ) (ამოღებულია – 24.06.2011, №4953);ლ) საქართველოში ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნის სახელმწიფო მეთაური;მ) საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების პერიოდში.11. (ამოღებულია - 03.05.2019, №4544).2. (ამოღებულია – 18.01.2013, №206).3. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პერსონალური დაცვა შეიძლება დაენიშნოს ან მოეხსნას:ა) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, საქართველოს პარლამენტის წევრს, საქართველოს მთავრობის წევრს, საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელს, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში, აგრეთვე მისი ოჯახის წევრებს, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ მის ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება;ბ) საქართველოში ვიზიტით მყოფ უცხო ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირს, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს, საქართველოში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს;გ)„საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონითგანსაზღვრულ პირებს;დ) ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ სხვა პირებს.4. საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე განწესების დღიდან ენიშნება პერსონალური დაცვა. ამ თანამდებობის პირის უფლებამოსილების პერიოდში პერსონალური დაცვა ენიშნებათ აგრეთვე მისი ოჯახის წევრებს. აღნიშნულ თანამდებობის პირს უფლებამოსილების შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში უნარჩუნდება პერსონალური დაცვა, თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად არ დაუდასტურებია ამ თანამდებობის პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა ანდა თუ აღნიშნულ თანამდებობის პირს უფლებამოსილება არ შესწყვეტია მის მიერ დანაშაულის ჩადენის შედეგად.41. თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად არ დაუდასტურებია ამ მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა ანდა თუ აღნიშნულ პირს უფლებამოსილება არ შესწყვეტია მის მიერ დანაშაულის ჩადენის შედეგად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პერსონალური დაცვა შეიძლება დაენიშნოს/შეუნარჩუნდეს:ა) აღნიშნულ პირს უფლებამოსილების შეწყვეტიდან 1 წლის შემდეგ, თუ მას ამ უფლებამოსილების შეწყვეტამდე ბოლოს ეკავა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა და არსებობს საკმარისი მონაცემები ან შესაბამისი სამსახურიდან მიღებულია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება;ბ) აღნიშნულ პირს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, თუ მას ამ უფლებამოსილების შეწყვეტამდე ბოლოს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობებიდან არცერთი არ ეკავა და არსებობს საკმარისი მონაცემები ან შესაბამისი სამსახურიდან მიღებულია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება;გ) აღნიშნული პირის ოჯახის წევრებს მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები ან შესაბამისი სამსახურიდან მიღებულია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.5. პერსონალური დაცვის ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.6. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად იცავს საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების უმაღლეს ორგანოთა ადმინისტრაციულ შენობა-ნაგებობებს, სამთავრობო რეზიდენციებს და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებს, მათ შორის, საქართველოს აეროპორტების სამთავრობო დარბაზებსა და გასასვლელებს. აღნიშნულ დარბაზებსა და გასასვლელებში ოფიციალური დელეგაციების, მაღალი რანგის თანამდებობის პირებისა და საპატიო სტუმრების მომსახურების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.7. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხები, დაცვის დანიშვნა-გამოყოფის წესი და დაცვის განხორციელების პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ხოლო სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტები − საქართველოს მთავრობის განკარგულებით.8. დაცვით სარგებლობის შესახებ დასაცავი პირის გადაწყვეტილების შესაბამისად შეიძლება შეწყდეს ან შეჩერდეს მის მიმართ დაცვის ღონისძიებების განხორციელება.საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2943 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.96საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №488 - სსმ I, №30, 07.11.2008 წ., მუხ.203საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.საქართველოს 2013 წლის 18 იანვრის კანონი №206 - ვებგვერდი, 28.01.2013წ.საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1237 – ვებგვერდი, 01.10.2013წ.საქართველოს 2019 წლის 3 მაისის კანონი №4544 – ვებგვერდი, 10.05.2019წ.საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №167 - ვებგვერდი, 29.12.2024წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №27 · ძალაშია 29 დეკ. 2024-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 8
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
მე-4 პუნქტში პერსონალური დაცვის დაწყების მომენტად ყველა სამი თანამდებობის პირისთვის განწესების დღე განისაზღვრა, ხოლო 1-წლიანი შენარჩუნება საკონსტიტუციო სასამართლოს დადასტურების არარსებობას დაუკავშირდა. 4¹ პუნქტში მთავრობის გადაწყვეტილებით დაცვის დანიშვნის შემთხვევები ა)–გ) ახლებურად გამიჯნულია.
მე-5 მუხლში ამოღებულია პრეზიდენტის უვადო დაცვის 1¹ პუნქტი, ახლებურად ჩამოყალიბდა მე-4 პუნქტი (პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის დაცვა და მისი 1 წლით შენარჩუნება) და დაემატა 4¹ პუნქტი. ასევე შეიცვალა მე-6 პუნქტი (დაცვის ობიექტები) და მე-7 პუნქტი (ნუსხების, წესისა და სტანდარტების დამტკიცების ფორმა), დაემატა მე-8 პუნქტი.
მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი მხოლოდ პრეზიდენტს ასახელებს, ხოლო ახალ 1¹ პუნქტში პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების პერსონალური დაცვის წესი ცალკეა გაწერილი.
· გამოქვეყნდა 28 იან. 2013
მე-7 პუნქტში დასაცავ პირთა ნუსხისა და დაცვის ობიექტთა ნუსხის დამტკიცების უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტიდან საქართველოს მთავრობას გადაეცა.
მე-3 პუნქტში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი გაერთიანდა „ბ“ ქვეპუნქტის პირებთან, ხოლო ყოფილ უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა ოჯახის წევრების ქვეპუნქტი „გ“-დ გადანომრდა. დაემატა „დ“ ქვეპუნქტი მე-7 პუნქტით განსაზღვრულ სხვა პირებზე.
მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში დასაცავ პირთა ჩამონათვალში საქართველოს გენერალური პროკურორის ნაცვლად დასახელებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
მე-5 პუნქტში ამომწურავი ნუსხის დამტკიცების ნორმა ჩანაცვლდა პერსონალური დაცვის ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურების წესით; დაემატა მე-6 პუნქტი შენობა-ნაგებობების ნუსხის შესაბამისად დაცვის შესახებ და მე-7 პუნქტი, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი ცალ-ცალკე ამტკიცებს დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხებს.
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო დაცვის სპეც…სახელმწიფო საიდუმლოები…საქართველოს ყოფილი უმა…საქართველოს პარლამენტი…საქართველოს საარჩევნო …კორუფციის წინააღმდეგ ბ…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №31 · ბოლოს შემოწმდა