ეგრისის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ

მუხლი 2. კანონის ძირითადი მიზნები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 12 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ კანონის ძირითადი მიზნებია: ა) უზრუნველყოს ეგრისის ეროვნული პარკის შექმნა; ბ) მოაწესრიგოს ეგრისის ეროვნული პარკის მართვის მექანიზმები.

2.ეგრისის ეროვნული პარკის შექმნის მიზანია ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული ბუნებრივი ეკოსისტემებისა და კირქვიანი მასივების ლანდშაფტების, მცენარეთა და ცხოველთა სახეობების, განსაკუთრებით − გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა, აღდგენა და შენარჩუნება, უნიკალური და იშვიათი ორგანული თუ არაორგანული ბუნებრივი წარმონაქმნების დაცვა, ცენტრალური  კავკასიონის (დიდი კავკასიონის ნაწილი) კონსერვაციული ლანდშაფტის ფარგლებში ეკოლოგიური პროცესების მთლიანობისა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების საკვანძო ადგილების შენარჩუნება, ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, განათლებისა და მეცნიერული კვლევების ხელშეწყობა, ხალხური შემოქმედების ტრადიციების შენარჩუნება და განვითარება, აგრეთვე „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ეგრისის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2222222222122
მნიშვნელობით ახლოსერუშეთის დაცული ტერიტო…გურიის ეროვნული პარკის…რაჭის დაცული ტერიტორიე…კვერეთის აღკვეთილის შე…არაგვის დაცული ლანდშაფ…ეგრისის ეროვნული პარკი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა