Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკარაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებმუხლი 2

რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

მუხლი 2. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის ძირითადი მიზნებია: ა) უზრუნველყოს რაჭის ეროვნული პარკის შექმნა; ბ) უზრუნველყოს რაჭის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის (დამხმარე ზონის) შექმნა; გ) მოაწესრიგოს რაჭის ეროვნული პარკისა და რაჭის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის (დამხმარე ზონის) მართვის მექანიზმები.

2.ამ კანონის ძირითადი ამოცანებია: ა) ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ხელი შეუწყოს ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი ან სახეცვლილი რაჭის დაცული ტერიტორიების დაცვას, აღდგენასა და გონივრულ გამოყენებას; ბ) უზრუნველყოს რაჭის დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით − საქართველოს „წითელ ნუსხასა“ და გლობალურ „წითელ ნუსხაში“ შეტანილ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა გენოფონდის დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება; გ) უზრუნველყოს რაჭის დაცული ტერიტორიების ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციისთვის, ჯანმრთელობის დაცვისა და ეკოტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად სამართლებრივი მექანიზმების ჩამოყალიბება; დ) უზრუნველყოს რაჭის დაცული ტერიტორიებისთვის მიკუთვნებული მიწის, ტყის, წყლის, ცხოველთა სამყაროს და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და გონივრული გამოყენება; ე) უზრუნველყოს რაჭის ეროვნულ პარკში განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ბუნებრივი და ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა, აღდგენა და მონიტორინგის განხორციელება; ვ) უზრუნველყოს უნიკალური და იშვიათი ორგანული თუ არაორგანული ბუნების წარმონაქმნების, ცალკეული ბუნებრივი კომპონენტების ანთროპოგენიზაციის შედეგად გადაგვარებისა და განადგურებისგან დაცვა; ზ) რაჭის მრავალმხრივი გამოყენების  ტერიტორიაზე (დამხმარე ზონაში) ხელი შეუწყოს ხალხური შემოქმედების ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებას. [მუხლი 2. კანონის მიზნები და ამოცანები 1. ამ კანონის ძირითადი მიზანია, უზრუნველყოს: ა) რაჭის ეროვნული პარკის შექმნა; ბ) რაჭის ბუნების ძეგლების შექმნა; გ) ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის შექმნა; დ) რაჭის ეროვნული პარკის დამხმარე ზონის (მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის) შექმნა.

2.ამ კანონის მიზანია, მოაწესრიგოს რაჭის ეროვნული პარკის, რაჭის ბუნების ძეგლების, ამბროლაურის დაცული ლანდშაფტისა და რაჭის ეროვნული პარკის დამხმარე ზონის (მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის) მართვის მექანიზმები.

3.ამ კანონის ძირითადი ამოცანებია: ა) ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ხელი შეუწყოს ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი ან სახეცვლილი რაჭის დაცული ტერიტორიების დაცვას, აღდგენასა და გონივრულ გამოყენებას; ბ) უზრუნველყოს რაჭის დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით − საქართველოს „წითელ ნუსხასა“ და გლობალურ „წითელ ნუსხაში“ შეტანილ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა გენოფონდის დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება; გ) უზრუნველყოს რაჭის დაცული ტერიტორიების ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციისთვის, ჯანმრთელობის დაცვისა და ეკოტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად სამართლებრივი მექანიზმების ჩამოყალიბება; დ) უზრუნველყოს რაჭის დაცული ტერიტორიებისთვის მიკუთვნებული მიწის, ტყის, წყლის, ცხოველთა სამყაროს და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და გონივრული გამოყენება; ე) უზრუნველყოს რაჭის ეროვნულ პარკში გარემოსდაცვითი განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ბუნებრივი და ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა, აღდგენა და მონიტორინგის განხორციელება; ვ) უზრუნველყოს უნიკალური და იშვიათი ორგანული და არაორგანული ბუნებრივი წარმონაქმნების, ცალკეული ბუნებრივი კომპონენტების ანთროპოგენიზაციის შედეგად გადაგვარებისა და განადგურებისგან დაცვა. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] საქართველოს 2026 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №1372 – ვებგვერდი, 06.03.2026წ.

შემდეგი მუხლი 3

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-03-04 · №1

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 2კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები

მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 2კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები

გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 2კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები

არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 2კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები

ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 2კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები

თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 2კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები

ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 2კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები

კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 4კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები

ეგრისის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 2კანონის ძირითადი მიზნები

ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 2კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები

გარემოს დაცვის შესახებ

  • 3კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები

ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 2კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4322222222222
მნიშვნელობით ახლოსერუშეთის დაცული ტერიტო…მაჭახელას დაცული ლანდშ…გურიის ეროვნული პარკის…არაგვის დაცული ლანდშაფ…ტანისა და თეძმის დაცულ…თრუსოს დაცული ლანდშაფტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 4 მარ. 2026