საქართველოს სახალხო დამცველს უფლება აქვს , შემოწმების ჩატარებისას : ა) დაუბრკოლებლად შევიდეს სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ნებისმიერ ორგანოში, საწარმოში, ორგანიზაციასა და დაწესებულებაში, მათ შორის, სამხედრო ქვედანაყოფში, პენიტენციურ დაწესებულებაში, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში; ბ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის ორგანოს, საჯარო დაწესებულებას ან თანამდებობის პირს, ხოლო დისკრიმინაციის საქმესთან დაკავშირებით − აგრეთვე ფიზიკურ პირს, იურიდიულ პირს, სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს, პირთა გაერთიანებას იურიდიული პირის შეუქმნელად ან მეწარმე სუბიექტს მოსთხოვოს და დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 10 დღისა მიიღოს შემოწმებისათვის აუცილებელი ყველა ცნობა, დოკუმენტი და სხვა მასალა; გ) ნებისმიერ თანამდებობის პირს, მოხელეს, მასთან გათანაბრებულ პირს, ხოლო დისკრიმინაციის საქმესთან დაკავშირებით − აგრეთვე ფიზიკურ პირს, იურიდიულ პირს, სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს, პირთა გაერთიანებას იურიდიული პირის შეუქმნელად ან მეწარმე სუბიექტს მოსთხოვოს და მიიღოს წერილობითი ახსნა-განმარტება გამოსაკვლევ საკითხებზე; დ ) სახელმწიფო ან / და არასახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით ჩაატაროს საექსპერტო გამოკვლევები ან / და მოამზადოს დასკვნები ; მოიწვიოს სპეციალისტები / ექსპერტები საექსპერტო ან / და საკონსულტაციო სამუშაოთა შესასრულებლად ; ე ) გაეცნოს სისხლის სამართლის , სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებს , რომლებზე მიღებული გადაწყვეტილებებიც კანონიერ ძალაშია შესული . საქართველოს 2010 წლის 9 მარტის ორგანული კანონი №2711 - სსმ I, №12, 24.03.2010წ., მუხ.42 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278 საქართველოს 2015 წლის 1 მაისის ორგანული კანონი №3560 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2019 წლის 3 მაისის ორგანული კანონი №4550 – ვებგვერდი, 10.05.2019წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6862 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ
მუხლი 18
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №26 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
18 აგვ. 2010 – 1 ოქტ. 2010 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 5
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
- · გამოქვეყნდა 18 მაი. 2015
- · გამოქვეყნდა 24 მარ. 2010
- · გამოქვეყნდა 4 აგვ. 2010
რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
სპეციალისტები ამ სფეროში
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია
ადვოკატი
კონსულტაცია: ₾200

სალომე კობერიძე
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

