Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
ლექსიკონიკონტროლი
ლექსიკონი

კონტროლი

კანონში განსაზღვრული 13 განმარტება

წყაროები:ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ · მუხლი 3მიკრობანკების საქმიანობის შესახებ · მუხლი 2ფაქტორინგის შესახებ · მუხლი 2კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ · მუხლი 1ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ · მუხლი 2საინვესტიციო ფონდების შესახებ · მუხლი 2ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ · მუხლი 2კონკურენციის შესახებ · მუხლი 3რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ · მუხლი 3საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ · მუხლი 2ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ · მუხლი 2ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ · მუხლი 2ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ · მუხლი 2

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 3

ის უფლებები, ხელშეკრულებები ან სხვა საშუალებები, რომლებიც, ფაქტობრივი მდგომარეობიდან და საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, ერთად ან ცალ-ცალკე, იძლევა ენერგეტიკულ საწარმოზე არსებითი გავლენის მოხდენის შესაძლებლობას. აღნიშნული შესაძლებლობა შეიძლება გამომდინარეობდეს საკუთრების უფლებიდან, ენერგეტიკული საწარმოს აქტივების მთლიანი ან ნაწილობრივი გამოყენების უფლებიდან და სხვა უფლებებიდან ან ხელშეკრულებებიდან, რომლებიც იძლევა ენერგეტიკული საწარმოს ორგანოების შემადგენლობაზე, ამ ორგანოებში ხმის მიცემაზე ან გადაწყვეტილებების მიღებაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობას

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 2

საწარმოს ხმის უფლების მქონე აქციების/წილის 50 პროცენტის ან 50 პროცენტზე მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფლობა ან/და საწარმოსთან დადებული ხელშეკრულების, მისი წესდების ან/და სხვა აქციონერებთან ან პარტნიორებთან დადებული შეთანხმების საფუძველზე მინიჭებული საწარმოს საქმიანობის მართვის უფლებამოსილება, რომელიც მაკონტროლებელ პირს აძლევს ეკონომიკური სარგებლის მიღებისა და მის ოდენობაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას, მათ შორის, ადმინისტრატორთა უმრავლესობის დანიშვნის ან გათავისუფლების უფლებამოსილებას

ფაქტორინგის შესახებ

მუხლი 2

საწარმოს ხმის უფლების მქონე წილის/აქციების 50 პროცენტის ან 50 პროცენტზე მეტის პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობა ან/და საწარმოსთან დადებული ხელშეკრულების, მისი წესდების ან/და სხვა პარტნიორებთან/აქციონერებთან შეთანხმების საფუძველზე მიღებული საწარმოს საქმიანობის მართვის უფლებამოსილება, რომელიც მაკონტროლებელ პირს ანიჭებს ეკონომიკური სარგებლის მიღებისა და მის ოდენობაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას, მათ შორის, ადმინისტრატორების უმრავლესობის დანიშვნის ან გათავისუფლების უფლებამოსილებას

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 1

საწარმოს ხმის უფლების მქონე აქციების/წილის 50 ან 50-ზე მეტი პროცენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფლობა ან/და მასთან დადებული ხელშეკრულების, მისი წესდების ან/და სხვა აქციონერებთან ან პარტნიორებთან შეთანხმების საფუძველზე, საწარმოს საქმიანობის მართვის უფლებამოსილება, რომელიც მაკონტროლებელ პირს ანიჭებს ეკონომიკური სარგებლის მიღებისა და მის ოდენობაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას, მათ შორის, ადმინისტრატორთა უმრავლესობის დანიშვნის ან გათავისუფლების უფლებამოსილებას

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

მუხლი 2

მშობელ საწარმოსა და შვილობილ საწარმოს შორის ურთიერთობა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც სამოქმედოდ შემოღებულია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, აგრეთვე ნებისმიერ პირსა და საწარმოს შორის მსგავსი ურთიერთობა. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის შვილობილი საწარმოს შვილობილი საწარმო ამ საწარმოების ზემდგომი მშობელი საწარმოს შვილობილ საწარმოდ მიიჩნევა

საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 2

მშობელ და შვილობილ საწარმოებს შორის ურთიერთობა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც სამოქმედოდ შემოღებულია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, აგრეთვე მსგავსი ურთიერთობა ნებისმიერ პირსა და საწარმოს შორის. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის შვილობილი საწარმოს შვილობილი საწარმო აგრეთვე ითვლება ამ საწარმოების ზემდგომი მშობელი საწარმოს შვილობილ საწარმოდ

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

მუხლი 2

მშობელ და შვილობილ საწარმოებს შორის ურთიერთობა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც სამოქმედოდ შემოღებულია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, აგრეთვე მსგავსი ურთიერთობა ნებისმიერ პირსა და საწარმოს შორის. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის შვილობილი საწარმოს შვილობილი საწარმო აგრეთვე ითვლება ამ საწარმოების ზემდგომი მშობელი საწარმოს შვილობილ საწარმოდ

კონკურენციის შესახებ

მუხლი 3

ისეთი მდგომარეობა, როდესაც პირს შეუძლია პირდაპირ ან არაპირდაპირ არსებითი გავლენა მოახდინოს ეკონომიკური აგენტის გადაწყვეტილებაზე და იმავდროულად: მ.ა) პირი ფლობს ეკონომიკური აგენტის ხმის უფლების მქონე აქციების/წილის ისეთ ოდენობას, რომელიც მას საშუალებას აძლევს, დანიშნოს მმართველი ორგანოს წევრთა უმრავლესობა; მ.ბ) პირი ფლობს საოპერაციო აქტივებს მთლიანად ან მათ მნიშვნელოვან ნაწილს

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 3

სამეთვალყურეო საბჭოს წევრობა, ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების ქონა, პირის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის პირდაპირი ან არაპირდაპირი უფლება, ხმის უფლების მქონე წილის, აქციების ან პაის საერთო რაოდენობის არანაკლებ 20 პროცენტის მესაკუთრეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

მუხლი 2

პირდაპირ თუ არაპირდაპირ, უშუალოდ თუ სხვებთან ერთად, ხმის უფლების მქონე აქციების (წილის, პაის) გამოყენებით თუ სხვა გზით ძლიერი ზეგავლენის მოხდენა

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

მუხლი 2

ვითარება, როდესაც პირი ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა წრე საწარმოში ხმების 10%-ზე მეტს ფლობს ან მას სხვაგვარად შეუძლია საწარმოს გაკონტროლება

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

მუხლი 2

ეს ტერმინი საწარმოებს შორის ურთიერთობასთან მიმართებით განიმარტება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად

ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ

მუხლი 2

ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით (ფასს) განსაზღვრული კონტროლი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)