ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

მუხლი 5. ფინანსური ანგარიშგება და მისი მომზადებისა და შედგენის ძირითადი პრინციპები

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 5 ვერიფიცირებული სპეციალისტი

ნინი ჩახუნაშვილიანა შავარდენიძეგიორგი ბუიღლიშვილი

1.სუბიექტი ფინანსურ ანგარიშგებას ამზადებს ამ კანონის შესაბამისად, თუ შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამასთანავე, მეოთხე კატეგორიის საწარმოსა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფინანსური ანგარიშგებები მზადდება მხოლოდ მათთვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების შესაბამისად.

2.სუბიექტი ფინანსურ ანგარიშგებას ამზადებს სულ მცირე წელიწადში ერთხელ.

3.სუბიექტის მიერ შედგენილი ფინანსური ანგარიშგება უნდა იყოს სრული, სწორი და სამართლიანი. იგი შესადარი პერიოდისთვის უნდა ასახავდეს სუბიექტის ფინანსურ მდგომარეობას, საქმიანობის შედეგებს, ფულადი სახსრებისა და კაპიტალის მოძრაობას და განმარტებით შენიშვნებს. ფინანსურ ანგარიშგებაში მოცემული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრულ ფუნდამენტურ ხარისხობრივ მახასიათებლებს.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური ანგარიშგებების შედგენის, მათ შორის, მათი კონსოლიდირების, წესს განსაზღვრავს სუბიექტის მიერ ამ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად სუბიექტისათვის დადგენილი ან მის მიერ არჩეული ფინანსური ანგარიშგების სტანდარტი, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5.სუბიექტმა მისთვის განსაზღვრული ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების შესაბამისად შერჩეული სააღრიცხვო პოლიტიკა და მეთოდები თანამიმდევრულად უნდა გამოიყენოს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ განსხვავებული ფინანსური ანგარიშგების სააღრიცხვო პოლიტიკა და მეთოდები უფრო სამართლიანად და მიუკერძოებლად ასახავს სუბიექტის ფინანსურ მდგომარეობასა და  საქმიანობას. სუბიექტის მიერ სააღრიცხვო პოლიტიკისა და მეთოდების შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მის მიერ არჩეული ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების ფარგლებში.

6.სდპ-მა და პირველი კატეგორიის საწარმომ ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში დამატებით უნდა წარადგინონ ინფორმაცია: ა) სუბიექტის შემოსავლის შესახებ, საქმიანობის კატეგორიებისა და ბაზრების გეოგრაფიული განაწილების მიხედვით, თუ საქონლის/მომსახურების გაყიდვის ორგანიზების თვალსაზრისით ამ კატეგორიებსა და ბაზრებს შორის არსებითი განსხვავებაა; ბ) სუბიექტის წლიური ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების და სუბიექტისთვის სხვა პროფესიული მომსახურების გაწევის სანაცვლოდ აუდიტორისთვის/აუდიტორული ფირმისთვის მიცემული ანაზღაურების შესახებ.

7.მესამე კატეგორიის საწარმო ვალდებულია ამ კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ასახოს ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში.

8.ფინანსური ანგარიშგების ამსახველ დოკუმენტებში უნდა მიეთითოს სუბიექტის სახელწოდება, მარეგისტირებელი ორგანო, სუბიექტის რეგისტრაციის ნომერი, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი და, თუ დაწყებულია სუბიექტის ლიკვიდაციის პროცესი, ინფორმაცია ლიკვიდაციის პროცესის შესახებ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სუბიექტი ფინანსურ ანგარიშგებას ამზადებს ამ კანონის შესაბამისად, თუ შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამასთანავე, მეოთხე კატეგორიის საწარმოსა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფინანსური ანგარიშგებები მზადდება მხოლოდ მათთვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების შესაბამისად. 2. სუბიექტი ფინანსურ ანგარიშგებას ამზადებს სულ მცირე წელიწადში ერთხელ. 3. სუბიექტის მიერ შედგენილი ფინანსური ანგარიშგება უნდა იყოს სრული, სწორი და სამართლიანი. იგი შესადარი პერიოდისთვის უნდა ასახავდეს სუბიექტის ფინანსურ მდგომარეობას, საქმიანობის შედეგებს, ფულადი სახსრებისა და კაპიტალის მოძრაობას და განმარტებით შენიშვნებს. ფინანსურ ანგარიშგებაში მოცემული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრულ ფუნდამენტურ ხარისხობრივ მახასიათებლებს. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური ანგარიშგებების შედგენის, მათ შორის, მათი კონსოლიდირების, წესს განსაზღვრავს სუბიექტის მიერ ამ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად სუბიექტისათვის დადგენილი ან მის მიერ არჩეული ფინანსური ანგარიშგების სტანდარტი, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 5. სუბიექტმა მისთვის განსაზღვრული ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების შესაბამისად შერჩეული სააღრიცხვო პოლიტიკა და მეთოდები თანამიმდევრულად უნდა გამოიყენოს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ განსხვავებული ფინანსური ანგარიშგების სააღრიცხვო პოლიტიკა და მეთოდები უფრო სამართლიანად და მიუკერძოებლად ასახავს სუბიექტის ფინანსურ მდგომარეობასა და  საქმიანობას. სუბიექტის მიერ სააღრიცხვო პოლიტიკისა და მეთოდების შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მის მიერ არჩეული ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების ფარგლებში. 6. სდპ-მა და პირველი კატეგორიის საწარმომ ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში დამატებით უნდა წარადგინონ ინფორმაცია: ა) სუბიექტის შემოსავლის შესახებ, საქმიანობის კატეგორიებისა და ბაზრების გეოგრაფიული განაწილების მიხედვით, თუ საქონლის/მომსახურების გაყიდვის ორგანიზების თვალსაზრისით ამ კატეგორიებსა და ბაზრებს შორის არსებითი განსხვავებაა; ბ) სუბიექტის წლიური ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების და სუბიექტისთვის სხვა პროფესიული მომსახურების გაწევის სანაცვლოდ აუდიტორისთვის/აუდიტორული ფირმისთვის მიცემული ანაზღაურების შესახებ. 7. მესამე კატეგორიის საწარმო ვალდებულია ამ კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ასახოს ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში. 8. ფინანსური ანგარიშგების ამსახველ დოკუმენტებში უნდა მიეთითოს სუბიექტის სახელწოდება, მარეგისტირებელი ორგანო, სუბიექტის რეგისტრაციის ნომერი, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი და, თუ დაწყებულია სუბიექტის ლიკვიდაციის პროცესი, ინფორმაცია ლიკვიდაციის პროცესის შესახებ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 10 მაი. 2017 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლაშა სოზაშვილი

ლაშა სოზაშვილი

ფინანსური ასისტენტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1182624136373094563139265
მითითებამნიშვნელობით ახლოსბუღალტრული აღრიცხვის,ა…მიკროსაფინანსო ორგანიზ…მიკრობანკების საქმიანო…კომერციული ბანკების სა…მეწარმეთა შესახებსაქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა