Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაზღვაო კოდექსიმუხლი 32

საზღვაო კოდექსი

მუხლი 32

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:გემის რეგისტრაცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹1²2344¹567

1.რეესტრი შედგება წიგნებისაგან, კერძოდ: ა) საერთაშორისო ნაოსნობის გემების წიგნისაგან; ბ) შიდა ნაოსნობის გემების წიგნისაგან; გ) ბერბოუტ-ჩარტერის წიგნისაგან; დ) მშენებარე გემების წიგნისაგან; ე) შიდა სახმელეთო წყლების გემების წიგნისგან.

1¹.ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული რეესტრი შეიძლება ელექტრონული ფორმით იწარმოებოდეს, მათ შორის, შეიძლება გაიცეს გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ელექტრონული მოწმობები.

1².გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ელექტრონულ მოწმობებთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით.

2.ერთი და იმავე გემის რეგისტრაცია ერთსა და იმავე დროს ხდება რეესტრის მხოლოდ ერთ წიგნში. 2​ 1 . თუ მცურავი საშუალება რეგისტრირებულია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ წიგნებში, მას აქვს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის უფლება და არ საჭიროებს შიდა სახმელეთო წყლების გემების წიგნში რეგისტრაციას. 2​ 2 . თუ მცურავი საშუალება რეგისტრირებულია შიდა სახმელეთო წყლების გემების წიგნში, იგი ვალდებულია მოიხსნას რეგისტრაციიდან და საზღვაო წყლებში ნაოსნობისთვის დარეგისტრირდეს ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ წიგნებში.

3.გემზე საკუთრების უფლება, სხვა უფლებები და ქონებრივი შეზღუდვები (საზღვაო გირავნობა, საზღვაო იპოთეკა და სხვა) რეგისტრირდება რეესტრის შესაბამის წიგნში. იმ გემის რეესტრში რეგისტრაცია, რეგისტრაციიდან მოხსნა ან რეგისტრაციის შეწყვეტა, რომელზედაც არსებობს ქონებრივი შეზღუდვა (საზღვაო გირავნობა, საზღვაო იპოთეკა და სხვა), ხორციელდება მხოლოდ მოთხოვნის უფლების მქონე პირის წერილობითი თანხმობით, რომლის სასარგებლოდაც დარეგისტრირებულია ასეთი ქონებრივი შეზღუდვა.

4.გემის ბერბოუტ-ჩარტერის წიგნში რეგისტრაცია წარმოშობს იმავე უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებსაც მისი მუდმივი რეგისტრაცია. გემის ბერბოუტ-ჩარტერის წიგნში რეგისტრაციის ვადა განისაზღვრება ბერბოუტ-ჩარტერის ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან გემის სხვა ქვეყნის სათანადო რეესტრში რეგისტრაციის შეჩერების ვადის შესაბამისად.

4¹.აკრძალულია ბერბოუტ-ჩარტერის წიგნში რეგისტრირებულ გემზე საზღვაო იპოთეკის ან სხვა ქონებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია.

5.გემის რეესტრში რეგისტრაცია არის საქართველოს სახელმწიფო დროშით სარგებლობის (ნაოსნობის) უფლების პირველადი მტკიცებულება.

6.ზომამცირე გემის რეგისტრაციის წესსა და პირობებს განსაზღვრავს სააგენტო.

7.შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებით გამოიყენება აგრეთვე ამ კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილით, 28-ე მუხლის „ბ“−„ზ​ 1 “, „თ.ა“, „თ.გ“ და „კ“ ქვეპუნქტებით, 29-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, მე-5 ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებითა და მე-6, მე-7 და მე-9 ნაწილებით, 30-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამ მუხლის 1​ 1 , 1​ 2 , მე-2 და მე-3 ნაწილებით, ამ კოდექსის 35-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილებით, 36-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით, მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და „ე“−„თ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა“−„დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებითა და მე-5−მე-7 ნაწილებით, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-40 მუხლის პირველი ნაწილითა და XIII თავით განსაზღვრული უფლებები და მოვალეობები. საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91 საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1543 – ვებგვერდი, 30.04.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №42 · ძალაშია 26 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 26 ივნ. 2026 – 1 სექ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 30 აპრ. 2026

    პირველ ნაწილს დაემატა „ე“ ქვეპუნქტი — შიდა სახმელეთო წყლების გემების წიგნი; შემოღებულია 2¹ და 2² ნაწილები ამ წიგნსა და „ა“−„დ“ წიგნებში რეგისტრაციის ურთიერთმიმართების შესახებ. დაემატა მე-7 ნაწილი, რომელიც ჩამოთვლის კოდექსის იმ ნორმებს, რომლებიც შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის რეგისტრაციაზეც გამოიყენება.

  2. 1 ივლ. 2024· გამოქვეყნდა 13 ივნ. 2023
  3. 20 აგვ. 2008· გამოქვეყნდა 14 ივლ. 2008

    32-ე მუხლის მე-2 ნაწილში უცხო რეესტრში რეგისტრაციის არაცნობა დაკავშირებულია მხოლოდ სახელმწიფო რეესტრიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით მოუხსნელობასთან; მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში დაემატა რეგისტრაციის პირობებთან შეუსაბამობა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 31შემდეგი მუხლი 33

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გემის დოკუმენტაცია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გემის რეგისტრაცია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №42

  • 3 ცვლილება · ბოლო 30 აპრ. 2026
  • 12 რედაქცია
  • 9 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 14მუხლი 28მუხლი 29მუხლი 30მუხლი 31მუხლი 35მუხლი 36მუხლი 39მუხლი 40

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საზღვაო კოდექსი

  • 35
  • 29
  • 33

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 23 (დანართი 1)

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 114⁴საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მიერ გარკვეული წესების დარღვევა

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 9რეგისტრაციის ზოგადი პრინციპები
  • 4საჯარო რეესტრის სტრუქტურა

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ

  • 20რეგისტრაციის ზოგადი პრინციპები
  • 13უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაცია

საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

  • 9საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში და რეიდებზე უცხო ქვეყნის იმ გემის შესვლა, რომელიც გამოიყენება კომერციული ან საქველმოქმედო მიზნით
  • 19საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის წესები

საქართველოს საჰაერო კოდექსი

  • 28¹საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებული საერთაშორისო ინტერესის საერთაშორისო რეესტრში რეგისტრაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9920114⁴2935142830313639403323 (დ…32
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაზღვაო კოდექსისახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს ადმინისტრა…საჯარო რეესტრის შესახე…უძრავ ნივთებზე უფლებათ…საქართველოს საზღვაო სი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026