Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებმუხლი 13

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

მუხლი 13. სარეგისტრაციო წარმოება

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:კორპორატიული მდივანიბიზნესის დაფუძნებასკოლის ლიცენზირებააუდიტიგემის რეგისტრაციამარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12344¹566¹789101112

1.საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, უცხოური საწარმოს ფილიალი და ფიზიკური პირი საქართველოში აუდიტის ჩატარების უფლებამოსილებას იძენენ რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის რეესტრში დარეგისტრირების ან მისი რეგისტრაციის აღდგენის საფუძველია შესაბამისი პირის განცხადება და ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულება. სამსახური 10 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს განცხადების ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

2.სამსახურისათვის წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს სამსახურის მიერ განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. სამსახური უფლებამოსილია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული იმ დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

3.პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია სამსახურის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს მას ინფორმაცია/დოკუმენტი წევრის შესახებ.

4.რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესებული ფიზიკური პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) იყოს სერტიფიცირებული ბუღალტერი; ბ) ჰქონდეს ფინანსური ანგარიშგების აუდიტის აუდიტორის ზედამხედველობით ჩატარების არანაკლებ 3-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება, რასაც წერილობით ადასტურებს ზედამხედველი აუდიტორი; გ) არ უნდა იყოს მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახი ეკონომიკური დანაშაულის (მათ შორის, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულის) ჩადენისთვის ან განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული უნდა ჰქონდეს. ამ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესასრულებლად სამსახურისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში − შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობის) წარდგენისთვის პასუხისმგებელია აუდიტორი; დ) იყოს პროფესიული ორგანიზაციის წევრი; ე) არ ჰქონდეს დარღვეული პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსი (IESBA Code), რასაც ადასტურებს პროფესიული ორგანიზაცია ან ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აუდიტორი.

4¹.გარიგების პარტნიორს არ აქვს უფლება, იყოს გარიგების პარტნიორი ერთზე მეტ აუდიტორულ ფირმაში ან აუდიტორულ ფირმაში გარიგების პარტნიორად ყოფნის პარალელურად ინდივიდუალურად ახორციელებდეს აუდიტორულ მომსახურებას.

5.რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესებული იურიდიული პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) ახორციელებდეს აუდიტორულ საქმიანობას სულ მცირე 1 გარიგების პარტნიორის მეშვეობით; ბ) აუდიტორულ ფირმაში 50%-ზე მეტი ხმის უფლებას ფლობდეს (ფლობდნენ) რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორი (აუდიტორები) ან/და აუდიტორული ფირმა ან/და ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებში ან/და ევროკავშირის წევრი ქვეყნების აუდიტორულ რეესტრში რეგისტრირებული ფირმა ან/და ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) წევრი ორგანიზაციების წევრი ფიზიკური პირი (პირები); გ) მმართველობითი ორგანოს წევრთა უმრავლესობა შედგებოდეს აუდიტორებისაგან. თუ მმართველობითი ორგანო 2 წევრისაგან შედგება, ერთ-ერთი მათგანი აუდიტორი უნდა იყოს; დ) დაზღვეული ჰქონდეს პროფესიული პასუხისმგებლობა; ე) აუდიტორული ფირმის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, ბენეფიციარი მესაკუთრე არ უნდა იყოს მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახი ეკონომიკური დანაშაულის (მათ შორის, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულის) ჩადენისთვის ან განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული უნდა ჰქონდეს. ამ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესასრულებლად სამსახურისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში − შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობის) წარდგენისთვის პასუხისმგებელია აუდიტორული ფირმა. მნიშვნელოვანი წილის მფლობელის ნასამართლობის შესახებ ინფორმაციას სამსახური აუდიტორული ფირმისგან გამოითხოვს რისკზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე.

6.აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია რეესტრში ასახული ნებისმიერი ინფორმაციის ცვლილების შესახებ შეატყობინოს სამსახურსა და პროფესიულ ორგანიზაციას ცვლილების შეტანიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

6¹.სამსახური უფლებამოსილია რეესტრში ასახული ინფორმაციის სისწორის გადამოწმების მიზნით პირისგან/აუდიტორისგან/აუდიტორული ფირმისგან გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია. თავის მხრივ, პირი/აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია სამსახურს მიაწოდოს ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

7.აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, რომელიც არ აკმაყოფილებს რეესტრში რეგისტრაციის პირობებს, ექვემდებარება რეგისტრაციის გაუქმებას და კარგავს აუდიტის ჩატარების უფლებამოსილებას. რეგისტრაციის გაუქმებისთვის პასუხისმგებელია სამსახური მის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად. რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას არ აქვს უფლება, თავის სახელწოდებაში გამოიყენოს სიტყვა „აუდიტორი“/სიტყვები „აუდიტორული ფირმა“.

8.სამსახური უფლებამოსილია სამსახურის მიერ დადგენილი წესით, საქართველოს სამართლის საკვალიფიკაციო ტესტის ჩაბარებისა და შესაბამისი მიმართვის საფუძველზე დაარეგისტრიროს რეესტრში ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) წევრი ორგანიზაციების წევრი ფიზიკური პირები, რომლებსაც აუდიტის საქართველოში ჩატარება სურთ. ამ პუნქტის შესაბამისად რეესტრში რეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე რეგისტრაციის შემდეგ გავრცელდება ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნები და შეზღუდვები.

9.ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, სამსახური უფლებამოსილია დაადგინოს იმ სახელმწიფოთა ჩამონათვალი, რომელთა ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) ნამდვილ წევრსაც ექნება რეესტრში დარეგისტრირების უფლება.

10.სამსახური უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ: ა) განცხადებას არ ერთვის ან/და არასრულად არის წარმოდგენილი ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტებით განსაზღვრული დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად; ბ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

11.თუ განმცხადებელი სამსახურს არ წარუდგენს ამ კანონით ან მის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს ან ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია აუდიტორის/აუდიტორული ფირმის რეგისტრაციისათვის, სარეგისტრაციო განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სამსახური განმცხადებელს განუსაზღვრავს არაუმეტეს 30-დღიან ვადას, რომლის განმავლობაშიც მან დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია უნდა წარადგინოს. სამსახური უფლებამოსილია, განმცხადებლის მოთხოვნით, ეს ვადა გააგრძელოს მხოლოდ ერთხელ, არაუმეტეს 15 დღით. ამ ვადის გასვლის შემდეგ სამსახური უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

12.სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების პერიოდში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში სამსახური იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ. სარეგისტრაციო წარმოების განახლების შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოების ვადის ათვლა ხელახლა იწყება. საქართველოს 2019 წლის 26 ნოემბრის კანონი №5293 – ვებგვერდი, 04.12.2019წ. საქართველოს 2024 წლის 29 მაისის კანონი №4206 – ვებგვერდი, 14.06.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 10 მაი. 2017 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 12შემდეგი მუხლი 13¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დოკუმენტბრუნვა და არქივის წარმოება (ეროვნული არქივი)6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ფილიალის რეგისტრაცია4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კორპორატიული ჩანაწერების წარმოება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • რეესტრში რეგისტრაცია3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ბაზიკოშვილი

ნინო ბაზიკოშვილი

იურისტი, კონსულტანტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 აპრ. 2026 · №18

  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 5 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 28მუხლი 30

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

  • 12აუდიტორების/აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრის წარმოება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
  • 13²ცვლილების შესახებ ინფორმაციის წარდგენა
  • 15აუდიტის ჩატარების წესი

,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 11რეგისტრაციის ზოგადი საფუძვლები და დამატებითი პირობები

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 57სარეგისტრაციო წარმოების დაწყება
  • 60სარეგისტრაციო წარმოების ვადა
  • 55დაინტერესებული პირი სარეგისტრაციო წარმოებაში

უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი

  • 2რეგისტრაციის განცხადება

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 8სარეგისტრაციო წარმოება და მისი დაწყება

მეწარმეთა შესახებ

  • 56ბუღალტრული აღრიცხვა, ანგარიშგება და აუდიტი
  • 13რეესტრის საჯაროობა და ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულება

მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ

  • 4მარეგისტრირებელი ორგანოს უფლებამოსილებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
811576055428301213²155613213
მითითებამნიშვნელობით ახლოსბუღალტრული აღრიცხვის,ა…,,მეწარმეთა და არასამე…უძრავ ნივთებზე უფლებათ…უცხოეთის აგენტების რეგ…საჯარო რეესტრის შესახე…მეწარმეთა შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026 · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026