1.სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (შემდგომ − დეპარტამენტი) უზრუნველყოფს დეპარტამენტის იმ თანამშრომლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც მინიჭებული აქვს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენის ან/და აღკვეთის უფლებამოსილება.
2.სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ეროვნული სატყეო სააგენტო (შემდგომ − სააგენტო) უზრუნველყოფს სააგენტოს იმ თანამშრომლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყის აღრიცხვის, დაგეგმვის, მონიტორინგის, სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განხორციელების, ტყითსარგებლობის უფლების განხორციელების კონტროლისა და უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების გამოვლენის ან/და აღკვეთის უფლებამოსილება.
3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დეპარტამენტის თანამშრომლის/ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სააგენტოს თანამშრომლის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) დეპარტამენტის/სააგენტოს ბიუჯეტიდან, დეპარტამენტის/სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით და აუნაზღაურდება დეპარტამენტის/სააგენტოს შესაბამისი თანამშრომლის დაკრძალვის ხარჯები 500 ლარის ოდენობით.
4.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დეპარტამენტის თანამშრომლის/ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სააგენტოს თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში მას, ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის შესაბამისად, დეპარტამენტის/სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება: ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შემთხვევაში – 7 000 ლარის ოდენობით; ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების შემთხვევაში – 4 000 ლარის ოდენობით; გ) ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების შემთხვევაში – 2 000 ლარის ოდენობით.
5.დეპარტამენტი/სააგენტო უფლებამოსილია თავისი ბიუჯეტიდან დეპარტამენტის/სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს დაუქირაოს საცხოვრებელი ბინა (ოჯახის წევრებთან − მეუღლესთან და შვილებთან ერთად საცხოვრებლად) იმ შემთხვევაში, თუ დეპარტამენტის/სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი მისი სამუშაო ადგილიდან არანაკლებ 30 კილომეტრითაა დაშორებული, ამასთანავე, დეპარტამენტის/სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიის ფარგლების გარეთ მდებარეობს. დეპარტამენტის/სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. საქართველოს 2019 წლის 15 ოქტომბრის კანონი №5094 – ვებგვერდი, 21.10.2019წ. თავი XVI სახელმწიფო კონტროლი გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4653 - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (შემდგომ − დეპარტამენტი) უზრუნველყოფს დეპარტამენტის იმ თანამშრომლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც მინიჭებული აქვს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენის ან/და აღკვეთის უფლებამოსილება.2. სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ეროვნული სატყეო სააგენტო (შემდგომ − სააგენტო) უზრუნველყოფს სააგენტოს იმ თანამშრომლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყის აღრიცხვის, დაგეგმვის, მონიტორინგის, სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განხორციელების, ტყითსარგებლობის უფლების განხორციელების კონტროლისა და უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების გამოვლენის ან/და აღკვეთის უფლებამოსილება.3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დეპარტამენტის თანამშრომლის/ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სააგენტოს თანამშრომლის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) დეპარტამენტის/სააგენტოს ბიუჯეტიდან, დეპარტამენტის/სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით და აუნაზღაურდება დეპარტამენტის/სააგენტოს შესაბამისი თანამშრომლის დაკრძალვის ხარჯები 500 ლარის ოდენობით.4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დეპარტამენტის თანამშრომლის/ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სააგენტოს თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში მას, ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის შესაბამისად, დეპარტამენტის/სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება:ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შემთხვევაში – 7 000 ლარის ოდენობით;ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების შემთხვევაში – 4 000 ლარის ოდენობით;გ) ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების შემთხვევაში – 2 000 ლარის ოდენობით.5. დეპარტამენტი/სააგენტო უფლებამოსილია თავისი ბიუჯეტიდან დეპარტამენტის/სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს დაუქირაოს საცხოვრებელი ბინა (ოჯახის წევრებთან − მეუღლესთან და შვილებთან ერთად საცხოვრებლად) იმ შემთხვევაში, თუ დეპარტამენტის/სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი მისი სამუშაო ადგილიდან არანაკლებ 30 კილომეტრითაა დაშორებული, ამასთანავე, დეპარტამენტის/სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიის ფარგლების გარეთ მდებარეობს. დეპარტამენტის/სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.საქართველოს 2019 წლის 15 ოქტომბრის კანონი №5094 – ვებგვერდი, 21.10.2019წ.თავი XVIსახელმწიფო კონტროლი გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროშისაქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4653 - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №26 · ძალაშია 21 ოქტ. 2019-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
22 იან. 1997 – 21 ოქტ. 2019მუხლი კანონში არ იყო
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…დაცული ტერიტორიების სი…საქართველოს ტყის კოდექ…სახელმწიფო დაცვის სპეც…სახელმწიფო აუდიტის სამ…საქართველოს ფინანსთა ს…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №38 · ბოლოს შემოწმდა