ცხოველთა სამყაროს შესახებ

მუხლი 7. ცხოველთა სამყაროს ობიექტები

რედაქცია №20 კონსოლიდირებული · 29 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ცხოველთა სამყაროს ობიექტებს წარმოადგენენ : ა ) ქორდიანი ( მათ შორის ხერხემლიანები _ ძუძუმწოვრები , ფრინველები , ქვეწარმავლები , ამფიბიები , თევზები და სხვა ) და უხერხემლო ( ფეხსახსრიანები , მოლუსკები და სხვა ) ცხოველები , მათი ყველა სახეობა და პოპულაცია განვითარების ნებისმიერ სტადიაში ( კვერცხი , ემბრიონი , ჭუპრი და სხვა ) , რომლებიც იმყოფებიან ბუნებრივი თავისუფლების პირობებში ; ბ ) გარეულ ცხოველთა დერივატები ; გ ) გარეულ ცხოველთა ცხოველქმედების პროდუქტები ( თაფლი , ცვილი , შხამი და სხვა ) ; დ ) ნამარხ გარეულ ცხოველთა ნაშთები ; ე ) გარეულ ცხოველთა სოროები , ბუნაგები , ფრინველთა ბუდეები და ცხოველთა სხვა საბინადროები .

2.ცხოველთა სამყაროს ობიექტებს , აგრეთვე გარეულ ცხოველთა გამრავლების , დროებითი და მუდმივი თავმოყრის ადგილებს , სხვა ტერიტორიებს , რომლებიც წარმოადგენენ ცხოველთა სამყაროს საბინადრო გარემოს , სახელმწიფო იცავს .

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    რა წინაპირობებით გამოაქვს სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობისას?

    მოსარჩელემ შპს-ს მოსავლის განადგურებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოსთხოვა. დავის საკასაციო საკითხი იყო სააპელაციო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის საპატიოობა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი არ დამტკიცდა, ხოლო დადგენილად მიჩნეული ფაქტები მოთხოვნას იურიდიულად ამართლებდა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს აქტები სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელად დარჩა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებს წარმოადგენენ : ა ) ქორდიანი ( მათ შორის ხერხემლიანები _ ძუძუმწოვრები , ფრინველები , ქვეწარმავლები , ამფიბიები , თევზები და სხვა ) და უხერხემლო ( ფეხსახსრიანები , მოლუსკები და სხვა ) ცხოველები , მათი ყველა სახეობა და პოპულაცია განვითარების ნებისმიერ სტადიაში ( კვერცხი , ემბრიონი , ჭუპრი და სხვა ) , რომლებიც იმყოფებიან ბუნებრივი თავისუფლების პირობებში ; ბ ) გარეულ ცხოველთა დერივატები ; გ ) გარეულ ცხოველთა ცხოველქმედების პროდუქტები ( თაფლი , ცვილი , შხამი და სხვა ) ; დ ) ნამარხ გარეულ ცხოველთა ნაშთები ; ე ) გარეულ ცხოველთა სოროები , ბუნაგები , ფრინველთა ბუდეები და ცხოველთა სხვა საბინადროები . 2. ცხოველთა სამყაროს ობიექტებს , აგრეთვე გარეულ ცხოველთა გამრავლების , დროებითი და მუდმივი თავმოყრის ადგილებს , სხვა ტერიტორიებს , რომლებიც წარმოადგენენ ცხოველთა სამყაროს საბინადრო გარემოს , სახელმწიფო იცავს .

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 23 სექ. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 12 მაი. 2000 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
561038345225829631297
მნიშვნელობით ახლოსცხოველთა სამყაროს შესა…კოლხეთის დაცული ტერიტო…შინაურ ბინადარ ცხოველთ…თუშეთის, ბაწარა-ბაბანე…“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს „წითელი ნუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №20 · ბოლოს შემოწმდა