ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ

მუხლი 24. გამგებლის (მერის) ზოგადი კომპეტენცია

რედაქცია №11კონსოლიდირებული · 16 დეკ. 2005

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.გამგებელი (მერი) წარმოადგენს აღმასრულებელი ორგანოს მეთაურს.

2.გამგებელი (მერი): ა) უძღვება გამგეობის (მერიის) საქმიანობას, ანაწილებს ფუნქციებს გამგეობის (მერიის) წევრებს შორის, იწვევს და თავმჯდომარეობს გამგეობის (მერიის) სხდომებს, წელიწადში ერთხელ მაინც წარუდგენს საკრებულოს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ; ბ) ორგანიზაციას უწევს ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შედგენას, საბიუჯეტო წლის დამთავრებამდე 45 დღით ადრე წარუდგენს საკრებულოს დასამტკიცებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილ ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტს და საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს, უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას ამზადებს წინადადებებს ბიუჯეტში ცვლილების შეტანის შესახებ ; დ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ადგილობრივი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამებს, უზრუნველყოფს დამტკიცებული პროგრამების შესრულებას; ე) გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე შეიმუშავებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს; უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას; ვ) უფლებამოსილია საკრებულოს გადაწყვეტილებების მიღებიდან ერთი კვირის ვადაში შესაბამისი შენიშვნებით დააბრუნოს საკითხი საკრებულოში ხელახლა განსახილველად; ზ) ხელს აწერს შესაბამისად სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის, რაიონისა და იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, სახელით დადებულ ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, წარმოადგენს და მოქმედებს ამ ერთეულის სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას; ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს; თ) ხელს აწერს გამგეობის (მერიის) დადგენილებებს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებსა და განკარგულებებს; ი) რაიონის გამგებელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს რაიონში შემავალი სოფლის, თემის, დაბისა და ქალაქის გამგეობისა და გამგებლის სამართლებრივი აქტების ერთი თვით შეჩერების თაობაზე.

3.გამგებელს (მერს) აქვს თანამდებობიდან გადადგომის უფლება. გამგებლის (მერის) თანამდებობიდან გადადგომა ან განთავისუფლება იწვევს შესაბამისი გამგეობის (მერიის) გადადგომას. გამგეობის (მერიის) წევრები თავიანთ მოვალეობებს ასრულებენ გამგეობის (მერიის) ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე. საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №435 - სსმ I, №24, 30.06.2000 წ., მუხ.67 საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 5

ყველა გადაწყვეტილება
  • დიდი პალატა კრებულიდიდი პალატა

    სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განკარგულების გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

    დავა შეეხებოდა თელავის რაიონის გამგებლის განკარგულებას, რომლითაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მოსარჩელე მოითხოვდა განკარგულების გაუქმებას, სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ განმარტა, რომ საჯარო მოხელის დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ განკარგულება ადმინისტრაციული აქტია და არა ცალმხრივი ადმინისტრაციული გარიგება. პალატამ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და საქმე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა.

  • არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    საკომლო ჩანაწერების შესწორება, კომლის უფროსის აღდგენა და კომლის წევრის რეგისტრაციის გაუქმება

    დავა შეეხებოდა თემის საკრებულოს საკომლო ჩანაწერების შესწორებას და კომლის უფროსის აღდგენას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ კრედიტორს შეიძლება ჰქონდეს იურიდიული ინტერესი მოვალის ქონებრივი მდგომარეობის აღდგენის მიმართ, როდესაც იგი ამ ქონებიდან მოთხოვნის დაკმაყოფილებას ისახავს მიზნად. პალატამ საკომლო წიგნის წარმოება საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციისგან გამიჯნა და დაადგინა, რომ სააპელაციო სასამართლომ გასცდა დაზუსტებული სარჩელის ფარგლებს. არასრული გამოკვლევისა და გადაწყვეტილებით დაინტერესებული პირის საქმეში ჩაუბმელობის გამო გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე სააპელაციო სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.

  • საკასაციო არსებითი (T2)

    აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის გათავისუფლებისა და ახალი მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის განკარგულებების ბათილობა და სამუშაოზე აღდგენა

    ფოთის საკრებულო და გათავისუფლებული პირი მერის განკარგულებების ბათილად ცნობას ითხოვდნენ. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მერის გადადგომა მთავრობის, მათ შორის აპარატის უფროსის, გადადგომას იწვევს, თუმცა მისი წევრები მოვალეობას ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე ასრულებენ. მოცემულ გარემოებებში ახალ მერს გადამდგარი მთავრობის წევრის გათავისუფლება საკრებულოსთან შეთანხმების გარეშე შეეძლო, ხოლო ახალი კანდიდატის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა სპეციალური წესით იყო უფლებამოსილი. სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარჩელის ცნობა კანონთან შეუსაბამობის გამო არ გაიზიარა და სააპელაციო განჩინება უცვლელად დატოვა.

  • არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    გამგეობის განკარგულების გაუქმება და სამუშაოზე აღდგენა

    დავა შეეხებოდა ახალციხის რაიონის გამგეობის განკარგულების გაუქმებასა და აპარატის უფროსის სამუშაოზე აღდგენას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე თანამდებობიდან მანამდე გამოცემული, გაუსაჩივრებელი ბრძანებით გათავისუფლდა და მხოლოდ დროებით ასრულებდა მოვალეობას. გასაჩივრებული განკარგულებით შეწყდა სწორედ ეს დროებითი უფლებამოსილება. სასამართლომ გააუქმა სააპელაციო გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა.

  • არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    რაიონის გამგეობისათვის საკრებულოს მიერ უნდობლობის გამოცხადების კანონიერება

    დავა შეეხებოდა ბაღდათის რაიონის საკრებულოს მიერ რაიონის გამგეობისათვის უნდობლობის გამოცხადებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ უნდობლობის გამოცხადება საკრებულოს განსაკუთრებული უფლებამოსილებაა, რომლის განხორციელებისას მას შეეძლო დაუდავებელი დარღვევების შეფასება ადგილობრივი ვითარების გათვალისწინებით. სხვა სახელმწიფო თანამდებობის პირების განსხვავებული შეფასებები თავისთავად არ ხდიდა საკრებულოს გადაწყვეტილებას დაუსაბუთებელს. სასამართლომ საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ერთ-ერთი ცვლილების ამოქმედების დღე უცნობია, ამიტომ ამ დღეს მოქმედ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 28 ივნ. 2000 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9437881754485016121714124
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს რესპუბლიკი…ადგილობრივი თვითმმართვ…არასაბანკო სადეპოზიტო …საქართველოს საარჩევნო …საქართველოს საბიუჯეტო …ზოგადი განათლების შესა…