1.24-ე მუხლით გათვალისწინებულ ზოგად უფლებამოსილებათა გარდა სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის გამგებელი: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი და საკრებულოს მიერ განსაზღვრული წესით ორგანიზაციას უწევს და უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის საკითხების გადაწყვეტას; ბ) საკრებულოს მიერ განსაზღვრული წესით განკარგავს ადგილობრივ ფინანსებს, კოორდინაციას უწევს ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების ამოღებას; გ) წარუდგენს საკრებულოს წინადადებებს ადგილობრივი სამსახურების და შესაბამისი საწარმოების შექმნისა და ლიკვიდაციის შესახებ, უზრუნველყოფს ლიკვიდირებულ საწარმოთა დაცვასა და შენახვას; დ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის საბინაო და არასაცხოვრებელი ფონდის შექმნასა და განკარგვას, საერთო ხელმძღვანელობას და კონტროლს უწევს კომუნალური მეურნეობის საქმიანობას; ე) უზრუნველყოფს ადგილობრივი არქივის შექმნას; ვ) ორგანიზაციას უწევს მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურებას; ზ) უზრუნველყოფს ადგილობრივი საინფორმაციო სამსახურის ორგანიზებას და მისი ფუნქციონირებისათვის ხელის შეწყობას; თ) ორგანიზაციას უწევს დაქვემდებარებული ტერიტორიის კეთილმოწყობისა და გამწვანების სამუშაოებს; ი) უზრუნველყოფს დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე მშენებლობის დაგეგმვასა და განხორციელებას, ასრულებს დამკვეთის ფუნქციებს; კ) ორგანიზაციას უწევს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე დასახლებული პუნქტების გენერალური გეგმების შედგენასა და განხორციელებას; ლ) ხელმძღვანელობს წყალმომარაგების ადგილობრივი სისტემის ორგანიზებას, მის შენახვასა და განვითარებას; მ) უზრუნველყოფს შიგა სარგებლობის გზების შეკეთების, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის სამუშაოთა ჩატარებას; ასრულებს დამკვეთის ფუნქციებს; ნ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ორგანიზაციას უწევს სოციალურ მომსახურებას, ზედამხედველობს სასაფლაოების მოვლა-პატრონობას; ო) ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევას; პ) ახორციელებს ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და გამგეობის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2.გამგებელი თავის უფლებამოსილებას იხსნის და პასუხისმგებელია შესაბამისი საკრებულოს წინაშე.
3.ქალაქში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 5000-ზე მეტია, გამგებლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარე აცნობებს საქართველოს პრეზიდენტს. საქართველოს პრეზიდენტი ქალაქის საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით ნიშნავს გამგებლის რიგგარეშე არჩევნებს. თუ გამგებლის კანონით დადგენილ მორიგ არჩევნებამდე დარჩენილია სამ თვეზე ნაკლები, რიგგარეშე არჩევნები არ ინიშნება და გამგებლის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე. საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

