ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ

მუხლი 26. იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, მერის უფლებამოსილება

რედაქცია №11კონსოლიდირებული · 16 დეკ. 2005

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, მერი: ა) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებებს, გამოსცემს შესაბამის ბრძანებებს (განკარგულებებს), ხელმძღვანელობს ქალაქის მთავრობის საქმიანობას; ბ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ქალაქის მთავრობის სტრუქტურას და პერსონალურ შემადგენლობას, ამტკიცებს მთავრობის სტრუქტურული ერთეულებისა და ადგილობრივი სამსახურების დებულებებს; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, აპარატის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აპარატის თანამშრომლებს, აფორმებს შრომის ხელშეკრულებებს მოწვეულ სპეციალისტებთან და ექსპერტებთან; დ) თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის წევრებს; იღებს მთავრობის ცალკეულ წევრთა განცხადებას გადადგომის შესახებ; მთავრობის წევრებს აკისრებს თანამდებობრივ მოვალეობათა შესრულებას მთავრობის ახალი წევრის დამტკიცებამდე; ე) საკრებულოს გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი კვირის ვადაში შესაბამისი შენიშვნებით ხელახლა განსახილველად აბრუნებს საკითხს საკრებულოში; ვ) აჩერებს ან აუქმებს ადგილობრივი სამსახურების ხელმძღვანელთა ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს; ზ) იწვევს და თავმჯდომარეობს მთავრობის სხდომებს; განსაზღვრავს მთავრობის სხდომის დღის წესრიგს და სხდომაზე მოსაწვევ პირებს; თ) უზრუნველყოფს საკრებულოსა და მთავრობის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესრულებას; ი) ორგანიზებას უწევს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამას, ქალაქის ბიუჯეტის პროექტს, ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშს, ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს, ქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის პროექტს; კ) მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის კომისიებსა და საკონსულტაციო ორგანოებს; ამტკიცებს მათ სამოქმედო დებულებებს; ლ) უზრუნველყოფს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას; მ) მთავრობის საქმიანობიდან გამომდინარე შეიმუშავებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს; ნ) ხელს აწერს მთავრობის დადგენილებებს და ფინანსურ დოკუმენტებს; ო) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს და განკარგულებებს; პ) მიმართავს საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის წინადადებით, საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეაქვს დამატებით განსახილველი საკითხი, ესწრება საკრებულოს, საკრებულოს კომისიების ღია და დახურულ სხდომებს. იგი უფლებამოსილია ჰყავდეს მუდმივი წარმომადგენელი საკრებულოში; ჟ) პასუხისმგებელია მთავრობის საქმიანობაზე; პერიოდულად ისმენს მთავრობის წევრებისა და სამსახურების ხელმძღვანელთა ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ; რ) ახორციელებს საკრებულოსა და მთავრობის შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს; ს) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძლევა თანხმობას სამთავრობო დაწესებულებების შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების დანიშვნა-გათავისუფლებაზე; ტ) ხელს აწერს ქალაქის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს; უ) ანგარიშვალდებულია ქალაქის საკრებულოს წინაშე საკრებულოს უფლებამოსილების ფარგლებში; ფ) გადადგება და უფლებამოსილებას იხსნის საკრებულოს წინაშე. [(გამონაკლისს წარმოადგენს ქ. ფოთის მერი, რომელიც უფლებამოსილებას იხსნის საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. ძალადაკარგულია - 16.02.05 №1/2/213,243).

2.იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარე აცნობებს საქართველოს პრეზიდენტს. საქართველოს პრეზიდენტი საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით ნიშნავს მერის რიგგარეშე არჩევნებს. თუ მერის კანონით დადგენილ მორიგ არჩევნებამდე დარჩენილია სამ თვეზე ნაკლები, რიგგარეშე არჩევნები არ ინიშნება და მერის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე. საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106 საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის ორგანული კანონი №1549 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.79 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2005 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება №1/2/213,243 - სსმ IV, №5, 22.02.2005 წ., გვ.2

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

1
  • №1/5/24303.10.2003საოქმო ჩანაწერი(1, ქვეპუნქტი ფ, მეორე წინადადება)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    საქართველოს მოქალაქეები _ ელისო ჯანაშია და გოჩა ღადუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 3

ყველა გადაწყვეტილება
  • საკასაციო არსებითი (T2)

    თბილისის სარეზერვო ფონდიდან მკურნალობის დასაფინანსებლად თანხის გამოყოფასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებისა და თანხის გადაცემის მოთხოვნა

    მოსარჩელეები თბილისის მერიას სარეზერვო ფონდიდან მკურნალობისთვის 25000 ლარის გამოყოფასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებისა და თანხის გადაცემის უზრუნველყოფას სთხოვდნენ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დასაშვებობის საფუძვლებს არ აკმაყოფილებდა. საკასაციო საჩივარს განსახილველად დაშვებაზე უარი ეთქვა.

  • საკასაციო არსებითი (T2)

    აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის გათავისუფლებისა და ახალი მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის განკარგულებების ბათილობა და სამუშაოზე აღდგენა

    ფოთის საკრებულო და გათავისუფლებული პირი მერის განკარგულებების ბათილად ცნობას ითხოვდნენ. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მერის გადადგომა მთავრობის, მათ შორის აპარატის უფროსის, გადადგომას იწვევს, თუმცა მისი წევრები მოვალეობას ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე ასრულებენ. მოცემულ გარემოებებში ახალ მერს გადამდგარი მთავრობის წევრის გათავისუფლება საკრებულოსთან შეთანხმების გარეშე შეეძლო, ხოლო ახალი კანდიდატის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა სპეციალური წესით იყო უფლებამოსილი. სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარჩელის ცნობა კანონთან შეუსაბამობის გამო არ გაიზიარა და სააპელაციო განჩინება უცვლელად დატოვა.

  • №606142003-09-1718
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ფართის უსასყიდლო უზუფრუქტით გადაცემისა და გადაცემაზე თანხმობის ბათილობა

    დავა შეეხებოდა ზუგდიდის რაიონის გამგეობის მიერ ფართის უსასყიდლო უზუფრუქტით გადაცემისა და რაიონის საკრებულოს თანხმობის ბათილობას. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ კონკურსის გარეშე გადაცემა კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფო ქონების მართვის შესახებ დებულებას. სასამართლომ ორივე სადავო ნება ადმინისტრაციულ გარიგებას დაუკავშირა და გამოიყენა უძრავ ნივთთან დაკავშირებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ექვსწლიანი ხანდაზმულობა. საკასაციო საჩივარი და სარჩელი დაკმაყოფილდა და ორივე სადავო აქტი ბათილად იქნა ცნობილი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ერთ-ერთი ცვლილების ამოქმედების დღე უცნობია, ამიტომ ამ დღეს მოქმედ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 8 თებ. 2001 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13854755056151316121414126
მნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს რესპუბლიკი…საქართველოს მთავრობის …აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…სოციალური მუშაობის შეს…