1.გამგებლის (მერის) პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს გამგეობის (მერიის) საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, წარმართავს ეკონომიკური რეფორმების ღონისძიებათა კომპლექსურ განხორციელებას; თუ გამგებელს (მერს) დროებით არ შეუძლია თავისი მოვალეობების შესრულება, ან გამგებლის (მერის) დავალებით ასრულებს გამგებლის (მერის) მოვალეობებს.
2.გამგებლის (მერის) მოადგილე (მოადგილეები) გამგებლის (მერის) მიერ ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობს (ხელმძღვანელობენ) აღმასრულებელი ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ დარგებს, ამზადებს და წარუდგენს გამგებელს (მერს) და გამგეობას (მერიას) წინადადებებს შესაბამის დარგებში განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ, ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს გამგებლის (მერის), გამგეობის (მერიის) და საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას.

