1.წყალთან დაკავშირებული ურთიერთობის მოწესრიგების სფეროში საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება: ა) წყლის გამოყენებისა და დაცვის პროგრამების ფარგლებში სახელმწიფო მნიშვნელობის იმ ზედაპირული წყლის სახელმწიფო ფონდის განკარგვა, რომლის წყლის ფონდის მიწები განლაგებულია მხოლოდ ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე, და მიწისქვეშა წყლების საექსპლუატაციოდ სამთო მინაკუთვნის გამოყოფა; ბ) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე წყლის დაცვასა და გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება; გ) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე წყლის დაცვის ორგანიზება და მისი გამოყენების სახელმწიფო რეგულირება; დ) (ამოღებულია – 25.03.2013, №494); ე) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე წყლის რაციონალური გამოყენებისა და დაცვის ღონისძიებებზე ზედამხედველობა; ვ) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე წყლის სახელმწიფო აღრიცხვა, მისი გამოყენების რეგისტრირება; ზ) მონაწილეობა საქართველოს წყლების გამოყენებისა და დაცვის ერთიანი, სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის განსაზღვრასა და რეალიზაციაში; თ) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე წყლის დაცვისა და გამოყენების სფეროში ერთიანი სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის გატარება, სამეცნიერო-კვლევითი, საცდელ-საკონსტრუქტორო და სხვა სამუშაოთა კოორდინირება, ორგანიზება და დაფინანსება; ი) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის ცალკეულ ობიექტებზე, მათ შორის, ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვის ზონაში, წყალსარგებლობის შეზღუდვა ან აკრძალვა; კ) (ამოღებულია – 25.03.2013, №494); ლ) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ბუნებრივი კატასტროფით დაზიანებული სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის ობიექტების აღდგენის სამუშაოთა დაფინანსება; მ) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე წყლის დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტა ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენციის ფარგლებში; ნ) წყლის დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №494 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
მუხლი 11. საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენცია წყალთან დაკავშირებული ურთიერთობის მოწესრიგების სფეროში
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №17 · ძალაშია 14 მაი. 2013-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
- · გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013
11-ე მუხლში „ა“ ქვეპუნქტში ავტონომიური რესპუბლიკების განკარგვის ფარგლებიდან ამოიღეს კომპლექსური სქემები და ლიმიტები, ხოლო „დ“ და „კ“ ქვეპუნქტები ამოღებულია.
მე-11 მუხლის 1-ლ პუნქტში განსაკუთრებული გამგებლობიდან ამოღებულია მეტეოროლოგიური სამსახური და ქვეპუნქტები გადანომრილია.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

