Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაწყლის რესურსების მართვის შესახებმუხლი 31

წყლის რესურსების მართვის შესახებ

მუხლი 31. წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების სფეროში კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანოები და კონტროლის ფარგლები

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 სექ. 2027

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების სფეროში კონტროლს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ: ა) სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (შემდგომ − დეპარტამენტი); ბ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომ − სურსათის ეროვნული სააგენტო); გ) (ამოღებულია - 13.05.2025, №564); დ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო (შემდგომ − ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო); ე) მუნიციპალიტეტი.

2.დეპარტამენტი ახორციელებს: ა) ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების, ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვებისა და ზედაპირული წყლის ობიექტით წყალსარგებლობის კომბინირებული ნებართვების პირობების შესრულების კონტროლს; ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, წყლის რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენციას, გამოვლენასა და აღკვეთას; გ) წყლის რესურსების დაბინძურების ან/და დანაგვიანების ფაქტების პრევენციას, გამოვლენასა და აღკვეთას; დ) სახელმწიფო კონტროლს მიწისქვეშა წყლებით სარგებლობის სფეროში.

3.სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს სასმელი წყლის ხარისხის სახელმწიფო კონტროლს და სასმელი წყლის ხარისხობრივი მდგომარეობის თაობაზე მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდებას.

4.(ამოღებულია - 13.05.2025, №564);

5.ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო ახორციელებს ნახშირწყალბადების შემცველი ფლუიდიდან სეპარირებული წყლის განკარგვას და კონტროლს.

6.მუნიციპალიტეტი ახორციელებს ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსებით სარგებლობის კონტროლს. საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №564 – ვებგვერდი, 16.05.2025წ. თავი VIII წყლის რესურსების მონიტორინგისა და წყლის გამოყენების აღრიცხვის სახელმწიფო სისტემა

რედაქციების შედარება

1. წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების სფეროში კონტროლს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ: ა) სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (შემდგომ − დეპარტამენტი); ბ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომ − სურსათის ეროვნული სააგენტო); გ) (ამოღებულიასაქართველოს -ეკონომიკისა 13.05.2025,და №564);მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო (შემდგომ − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო); დ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო (შემდგომ − ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო); ე) მუნიციპალიტეტი. 2. დეპარტამენტი ახორციელებს: ა) ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების, ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვებისა და ზედაპირული წყლის ობიექტით წყალსარგებლობის კომბინირებული ნებართვების პირობების შესრულების კონტროლს; ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, წყლის რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენციას, გამოვლენასა და აღკვეთას; გ) წყლის რესურსების დაბინძურების ან/და დანაგვიანების ფაქტების პრევენციას, გამოვლენასა და აღკვეთას; დ) სახელმწიფო კონტროლს მიწისქვეშა წყლებით სარგებლობის სფეროში.აღკვეთას. 3. სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს სასმელი წყლის ხარისხის სახელმწიფო კონტროლს და სასმელი წყლის ხარისხობრივი მდგომარეობის თაობაზე მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდებას. 4. (ამოღებულია -მინერალური 13.05.2025,რესურსების №564);ეროვნული სააგენტო ახორციელებს მიწისქვეშა წყლებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლს. 5. ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო ახორციელებს ნახშირწყალბადების შემცველი ფლუიდიდან სეპარირებული წყლის განკარგვას და კონტროლს. 6. მუნიციპალიტეტი ახორციელებს ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსებით სარგებლობის კონტროლს. საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №564 – ვებგვერდი, 16.05.2025წ. თავი VIII წყლის რესურსების მონიტორინგისა და წყლის გამოყენების აღრიცხვის სახელმწიფო სისტემა

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2027 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 2 ივლ. 2026
  2. 16 მაი. 2025
წინა მუხლი 30შემდეგი მუხლი 32

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-24 · №4

1
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2026-07-02
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 42

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

წყლის რესურსების მართვის შესახებ

  • 6წყლის რესურსების დაცვისა და წყლის რესურსებით სარგებლობის სფეროში კომპეტენტური ორგანოები
  • 32წყლის რესურსების სახელმწიფო მონიტორინგის სისტემა

გარემოს დაცვის შესახებ

  • 57სახელმწიფო კონტროლი
  • 13სამინისტროს კომპეტენცია გარემოს დაცვის სფეროში

წყლის შესახებ

  • 85წყლის დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა
  • 11საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენცია წყალთან დაკავშირებული ურთიერთობის მოწესრიგების სფეროში
  • 10საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენცია წყალთან დაკავშირებული ურთიერთობის მოწესრიგების სფეროში

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

  • 34საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების კომპეტენცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 8ნავთობისა და გაზის რესურსებისა და ბუნებრივი წყალბადის რესურსების სახელმწიფო რეგულირება
  • 7ნავთობისა და გაზის რესურსებისა და ბუნებრივი წყალბადის რესურსების სახელმწიფო მართვა

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

  • 27სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 223საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო .

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
27873422357138511104263231
მითითებამნიშვნელობით ახლოსწყლის რესურსების მართვ…გარემოს დაცვის შესახებწყლის შესახებსაზოგადოებრივი ჯანმრთე…ნავთობისა და გაზის შეს…საქართველოს „წითელი ნუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026