Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაწყლის რესურსების მართვის შესახებმუხლი 6

წყლის რესურსების მართვის შესახებ

მუხლი 6. წყლის რესურსების დაცვისა და წყლის რესურსებით სარგებლობის სფეროში კომპეტენტური ორგანოები

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 სექ. 2027
თემები:წყლის რესურსები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.წყლის რესურსების დაცვისა და წყლის რესურსებით სარგებლობის სფეროში კომპეტენტურ ორგანოებს წარმოადგენენ: ა) სამინისტრო; ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; გ) საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო; დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; ე) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; ვ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია; ზ) მუნიციპალიტეტი; თ) საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოები.

2.სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) წყლის რესურსების მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ბ) წყლის რესურსების მართვის სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელებისთვის წინადადებების შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა; გ) მდინარეების სააუზო მართვის სისტემის ჩამოყალიბება; დ) სპეციალურ წყალსარგებლობაზე ნებართვების გაცემა; ე) წყლის დაცვისა და წყლის რესურსების გამოყენების ერთიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება საქართველოს სახმელეთო ტერიტორიაზე, ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში; ვ) წყლის რესურსების ხარისხობრივი, რაოდენობრივი და ჰიდრომორფოლოგიური მონიტორინგის ორგანიზება; ზ) წყლის რესურსების გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის ორგანიზება, წყალსარგებლობის ანგარიშგების მონაცემების ანალიზი, მონაცემთა ბაზის შექმნა და ოპერირება; თ) წყლის რესურსების საინფორმაციო სისტემის ორგანიზება და წყლის რესურსების თაობაზე ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ი) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შემუშავების უზრუნველყოფა და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა; კ) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შემუშავების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფა; ლ) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი; მ) წყალდიდობისა და წყალმოვარდნის საფრთხეების იდენტიფიცირების, შეფასების, რუკებზე დატანის, პროგნოზირებისა და ადრეული შეტყობინების სისტემების ორგანიზება; ნ) წყალდიდობისა და წყალმოვარდნის შემარბილებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციების მომზადების/შემუშავების ორგანიზება; ო) ნიტრატებით დაბინძურებული ან დაბინძურების რისკის ქვეშ მოქცეული ზონების იდენტიფიცირება და ნიტრატების მიმართ მოწყვლადი ზონების განსაზღვრა; პ) ურბანული ჩამდინარე წყლით ზემოქმედების რისკის ქვეშ მოქცეული სენსიტიური არეალებისა და აგლომერაციების იდენტიფიცირება; ჟ) ზედაპირული წყლის ხარისხის სტანდარტის შემუშავება; რ) საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდის მიწებზე დაცული ზონების განსაზღვრა; ს) ჰიდრომელიორაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ტ) სასმელი წყლის ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფა; უ) სასმელი წყლის ხარისხობრივი მდგომარეობის თაობაზე მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა; ფ) ნიტრატების მიმართ მოწყვლადი ზონებისთვის სამოქმედო გეგმების შემუშავება და კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის განხორციელება; ქ) ზედაპირული წყლის და მიწისქვეშა წყლის ხარისხის მონიტორინგის პროგრამებში ნიტრატების კონცენტრაციის განსაზღვრა; ღ) წყალდაცვითი ზოლების იდენტიფიცირება და მათი გეოსაინფორმაციო სისტემაში ასახვა; ყ) ყოველწლიურად წყლის ბალანსის შედგენა; შ) მტკნარი ზედაპირული წყლების, ესტუარებისა და სანაპირო წყლების ევტროფიკაციის მდგომარეობის შესწავლა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და წესით; ჩ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

3.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) სასმელი წყლის ხარისხობრივი ნორმების შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა; ბ) ცალკეულ წყლის ობიექტზე საერთო წყალსარგებლობის შეზღუდვის ან აკრძალვის შესახებ რეკომენდაციის მუნიციპალიტეტებისთვის წარდგენა (აღნიშნული ინფორმაცია, ცნობის სახით, ასევე ეგზავნება სამინისტროს); გ) სასმელი წყლის წყალმომარაგების ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონის შექმნის, საზღვრების დადგენის, სარტყლების გამოყოფისა და მათ ფარგლებში დაშვებული საქმიანობების ჩამონათვალის და საქმიანობის განხორციელების წესის შემუშავება.

4.საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება წყალმომარაგების სისტემისა და წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემის დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა.

5.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდის მიწის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.

6.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კომპეტენციას საკუთარი უფლებამოსილების (ეკონომიკური პოლიტიკა, მდგრადი განვითარება, ენერგეტიკა, ენერგოეფექტიანობის, კლიმატის ცვლილებისა და განახლებადი ენერგიების სფეროები, დასახლებათა განვითარების დაგეგმვა და სხვა) ფარგლებში განეკუთვნება წყლის რესურსების მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა.

7.საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონიდან და სხვა საკანონმდებლო აქტებიდან გამომდინარე შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელება.

8.მუნიციპალიტეტის კომპეტენციას განეკუთვნება: ა) წყალმომარაგებისა და ტექნიკური წყლით უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელება, მათ შორის: ა.ა) წყალმომარაგების სისტემებისა და ურბანული ჩამდინარე წყლის შეგროვებისა და გაწმენდისთვის ტექნიკური და საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; ა.ბ) სასმელი წყლის წყალმომარაგების ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონების პროექტების დამტკიცება; ბ) მოსახლეობისთვის სასმელი წყლის წყალმომარაგების ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონისა და მისი სარტყლების საზღვრების, აგრეთვე ამ ზონის ფარგლებში მოქმედი რეჟიმების გაცნობა; გ) ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსების მართვა.

9.საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება: ა) შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული წყლის რესურსების მართვაში მონაწილეობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე წყლის რესურსების გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვა. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №485 – ვებგვერდი, 16.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №564 – ვებგვერდი, 16.05.2025წ. საქართველოს 2026 წლის  24 ივნისის კანონი №1766 – ვებგვერდი, 02.07.2026წ. თავი III წყლის რესურსები და მათი სამართლებრივი სტატუსი, წყლის ობიექტები და მათი დაცვითი ზონები

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. წყლის რესურსების დაცვისა და წყლის რესურსებით სარგებლობის სფეროში კომპეტენტურ ორგანოებს წარმოადგენენ: ა) სამინისტრო; ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; გ) საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო; დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; ე) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; ვ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია; ზ) მუნიციპალიტეტი; თ) საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოები. 2. სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) წყლის რესურსების მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ბ) წყლის რესურსების მართვის სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელებისთვის წინადადებების შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა; გ) მდინარეების სააუზო მართვის სისტემის ჩამოყალიბება; დ) სპეციალურ წყალსარგებლობაზე ნებართვების გაცემა; ე) წყლის დაცვისა და წყლის რესურსების გამოყენების ერთიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება საქართველოს სახმელეთო ტერიტორიაზე, ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში; ვ) წყლის რესურსების ხარისხობრივი, რაოდენობრივი და ჰიდრომორფოლოგიური მონიტორინგის ორგანიზება; ზ) წყლის რესურსების გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის ორგანიზება, წყალსარგებლობის ანგარიშგების მონაცემების ანალიზი, მონაცემთა ბაზის შექმნა და ოპერირება; თ) წყლის რესურსების საინფორმაციო სისტემის ორგანიზება და წყლის რესურსების თაობაზე ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ი) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შემუშავების უზრუნველყოფა და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა; კ) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შემუშავების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფა; ლ) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი; მ) წყალდიდობისა და წყალმოვარდნის საფრთხეების იდენტიფიცირების, შეფასების, რუკებზე დატანის, პროგნოზირებისა და ადრეული შეტყობინების სისტემების ორგანიზება; ნ) წყალდიდობისა და წყალმოვარდნის შემარბილებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციების მომზადების/შემუშავების ორგანიზება; ო) ნიტრატებით დაბინძურებული ან დაბინძურების რისკის ქვეშ მოქცეული ზონების იდენტიფიცირება და ნიტრატების მიმართ მოწყვლადი ზონების განსაზღვრა; პ) ურბანული ჩამდინარე წყლით ზემოქმედების რისკის ქვეშ მოქცეული სენსიტიური არეალებისა და აგლომერაციების იდენტიფიცირება; ჟ) ზედაპირული წყლის ხარისხის სტანდარტის შემუშავება; რ) საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდის მიწებზე დაცული ზონების განსაზღვრა; ს) ჰიდრომელიორაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ტ) სასმელი წყლის ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფა; უ) სასმელი წყლის ხარისხობრივი მდგომარეობის თაობაზე მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა; ფ) ნიტრატების მიმართ მოწყვლადი ზონებისთვის სამოქმედო გეგმების შემუშავება და კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის განხორციელება; ქ) ზედაპირული წყლის და მიწისქვეშა წყლის ხარისხის მონიტორინგის პროგრამებში ნიტრატების კონცენტრაციის განსაზღვრა; ღ) წყალდაცვითი ზოლების იდენტიფიცირება და მათი გეოსაინფორმაციო სისტემაში ასახვა; ყ) ყოველწლიურად წყლის ბალანსის შედგენა; შ) მტკნარი ზედაპირული წყლების, ესტუარებისა და სანაპირო წყლების ევტროფიკაციის მდგომარეობის შესწავლა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და წესით; ჩ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები. 3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) სასმელი წყლის ხარისხობრივი ნორმების შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა; ბ) ცალკეულ წყლის ობიექტზე საერთო წყალსარგებლობის შეზღუდვის ან აკრძალვის შესახებ რეკომენდაციის მუნიციპალიტეტებისთვის წარდგენა (აღნიშნული ინფორმაცია, ცნობის სახით, ასევე ეგზავნება სამინისტროს); გ) სასმელი წყლის წყალმომარაგების ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონის შექმნის, საზღვრების დადგენის, სარტყლების გამოყოფისა და მათ ფარგლებში დაშვებული საქმიანობების ჩამონათვალის და საქმიანობის განხორციელების წესის შემუშავება. 4. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება წყალმომარაგების სისტემისა და წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემის დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა. 5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდის მიწის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. 6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კომპეტენციას საკუთარი უფლებამოსილების (ეკონომიკური პოლიტიკა, მდგრადი განვითარება, ენერგეტიკა, ენერგოეფექტიანობის, კლიმატის ცვლილებისა და განახლებადი ენერგიების სფეროები, დასახლებათა განვითარების დაგეგმვა და სხვა) ფარგლებში განეკუთვნება წყლის რესურსების მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა. 7. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონიდან და სხვა საკანონმდებლო აქტებიდან გამომდინარე შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელება. 8. მუნიციპალიტეტის კომპეტენციას განეკუთვნება: ა) წყალმომარაგებისა და ტექნიკური წყლით უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელება, მათ შორის: ა.ა) წყალმომარაგების სისტემებისა და ურბანული ჩამდინარე წყლის შეგროვებისა და გაწმენდისთვის ტექნიკური და საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; ა.ბ) სასმელი წყლის წყალმომარაგების ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონების პროექტების დამტკიცება; ბ) მოსახლეობისთვის სასმელი წყლის წყალმომარაგების ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონისა და მისი სარტყლების საზღვრების, აგრეთვე ამ ზონის ფარგლებში მოქმედი რეჟიმების გაცნობა; გ) ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსების მართვა. 9. საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნებაგანეკუთვნება: ა) შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული წყლის რესურსების მართვაში მონაწილეობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.წესით; ბ) შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე წყლის რესურსების გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვა. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №485 – ვებგვერდი, 16.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №564 – ვებგვერდი, 16.05.2025წ. საქართველოს 2026 წლის  24 ივნისის კანონი №1766 – ვებგვერდი, 02.07.2026წ. თავი III წყლის რესურსები და მათი სამართლებრივი სტატუსი, წყლის ობიექტები და მათი დაცვითი ზონები
რედაქციების შედარება

1. წყლის რესურსების დაცვისა და წყლის რესურსებით სარგებლობის სფეროში კომპეტენტურ ორგანოებს წარმოადგენენ: ა) სამინისტრო; ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; გ) საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო; დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; ე) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; ვ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია; ზ) მუნიციპალიტეტი; თ) საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოები. 2. სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) წყლის რესურსების მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ბ) წყლის რესურსების მართვის სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელებისთვის წინადადებების შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა; გ) მდინარეების სააუზო მართვის სისტემის ჩამოყალიბება; დ) სპეციალურ წყალსარგებლობაზე ნებართვების გაცემა; ე) წყლის დაცვისა და წყლის რესურსების გამოყენების ერთიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება საქართველოს სახმელეთო ტერიტორიაზე, ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში; ვ) წყლის რესურსების ხარისხობრივი, რაოდენობრივი და ჰიდრომორფოლოგიური მონიტორინგის ორგანიზება; ზ) წყლის რესურსების გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის ორგანიზება, წყალსარგებლობის ანგარიშგების მონაცემების ანალიზი, მონაცემთა ბაზის შექმნა და ოპერირება; თ) წყლის რესურსების საინფორმაციო სისტემის ორგანიზება და წყლის რესურსების თაობაზე ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ი) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შემუშავების უზრუნველყოფა და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა; კ) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შემუშავების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფა; ლ) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი; მ) წყალდიდობისა და წყალმოვარდნის საფრთხეების იდენტიფიცირების, შეფასების, რუკებზე დატანის, პროგნოზირებისა და ადრეული შეტყობინების სისტემების ორგანიზება; ნ) წყალდიდობისა და წყალმოვარდნის შემარბილებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციების მომზადების/შემუშავების ორგანიზება; ო) ნიტრატებით დაბინძურებული ან დაბინძურების რისკის ქვეშ მოქცეული ზონების იდენტიფიცირება და ნიტრატების მიმართ მოწყვლადი ზონების განსაზღვრა; პ) ურბანული ჩამდინარე წყლით ზემოქმედების რისკის ქვეშ მოქცეული სენსიტიური არეალებისა და აგლომერაციების იდენტიფიცირება; ჟ) ზედაპირული წყლის ხარისხის სტანდარტის შემუშავება; რ) საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდის მიწებზე დაცული ზონების განსაზღვრა; ს) ჰიდრომელიორაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ტ) სასმელი წყლის ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფა; უ) სასმელი წყლის ხარისხობრივი მდგომარეობის თაობაზე მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა; ფ) ნიტრატების მიმართ მოწყვლადი ზონებისთვის სამოქმედო გეგმების შემუშავება და კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის განხორციელება; ქ) ზედაპირული წყლის და მიწისქვეშა წყლის ხარისხის მონიტორინგის პროგრამებში ნიტრატების კონცენტრაციის განსაზღვრა; ღ) წყალდაცვითი ზოლების იდენტიფიცირება და მათი გეოსაინფორმაციო სისტემაში ასახვა; ყ) ყოველწლიურად წყლის ბალანსის შედგენა; შ) მტკნარი ზედაპირული წყლების, ესტუარებისა და სანაპირო წყლების ევტროფიკაციის მდგომარეობის შესწავლა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და წესით; ჩ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები. 3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) სასმელი წყლის ხარისხობრივი ნორმების შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა; ბ) ცალკეულ წყლის ობიექტზე საერთო წყალსარგებლობის შეზღუდვის ან აკრძალვის შესახებ რეკომენდაციის მუნიციპალიტეტებისთვის წარდგენა (აღნიშნული ინფორმაცია, ცნობის სახით, ასევე ეგზავნება სამინისტროს); გ) სასმელი წყლის წყალმომარაგების ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონის შექმნის, საზღვრების დადგენის, სარტყლების გამოყოფისა და მათ ფარგლებში დაშვებული საქმიანობების ჩამონათვალის და საქმიანობის განხორციელების წესის შემუშავება. 4. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება წყალმომარაგების სისტემისა და წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემის დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა. 5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდის მიწის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. 6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კომპეტენციას საკუთარი უფლებამოსილების (ეკონომიკური პოლიტიკა, მდგრადი განვითარება, სასარგებლო წიაღისეულის მართვა, ენერგეტიკა, ენერგოეფექტიანობის, კლიმატის ცვლილებისა და განახლებადი ენერგიების სფეროები, დასახლებათა განვითარების დაგეგმვა და სხვა) ფარგლებში განეკუთვნება წყლის რესურსების მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა. 7. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონიდან და სხვა საკანონმდებლო აქტებიდან გამომდინარე შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელება. 8. მუნიციპალიტეტის კომპეტენციას განეკუთვნება: ა) წყალმომარაგებისა და ტექნიკური წყლით უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელება, მათ შორის: ა.ა) წყალმომარაგების სისტემებისა და ურბანული ჩამდინარე წყლის შეგროვებისა და გაწმენდისთვის ტექნიკური და საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; ა.ბ) სასმელი წყლის წყალმომარაგების ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონების პროექტების დამტკიცება; ბ) მოსახლეობისთვის სასმელი წყლის წყალმომარაგების ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონისა და მისი სარტყლების საზღვრების, აგრეთვე ამ ზონის ფარგლებში მოქმედი რეჟიმების გაცნობა; გ) ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსების მართვა. 9. საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული წყლის რესურსების მართვაში მონაწილეობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №485 – ვებგვერდი, 16.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №564 – ვებგვერდი, 16.05.2025წ. თავი III წყლის რესურსები და მათი სამართლებრივი სტატუსი, წყლის ობიექტები და მათი დაცვითი ზონები

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2027 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 2 ივლ. 2026
  2. 16 მაი. 2025
  3. 18 აპრ. 2025· გამოქვეყნდა 16 აპრ. 2025
წინა მუხლი 5შემდეგი მუხლი 7

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ირიგაციის დავებისერვისის გვერდი
  • წყლის უფლებებისერვისის გვერდი
  • წყლის უფლებებისერვისის გვერდი
  • წყლის უფლებებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-24 · №4

2
ციტირებულია მუხლი
3
ცვლილება
ბოლო 2026-07-02
3
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 25მუხლი 42

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

წყლის რესურსების მართვის შესახებ

  • 31წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების სფეროში კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანოები და კონტროლის ფარგლები
  • 5წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის ძირითადი პრინციპები
  • 32წყლის რესურსების სახელმწიფო მონიტორინგის სისტემა

წყლის შესახებ

  • 10საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენცია წყალთან დაკავშირებული ურთიერთობის მოწესრიგების სფეროში
  • 11საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენცია წყალთან დაკავშირებული ურთიერთობის მოწესრიგების სფეროში
  • 85წყლის დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა

გარემოს დაცვის შესახებ

  • 13სამინისტროს კომპეტენცია გარემოს დაცვის სფეროში
  • 11სახელმწიფო ორგანოების კომპეტენცია გარემოს დაცვის სფეროში

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

  • 34საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების კომპეტენცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში
  • 23საზოგადოების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო წყლის უზრუნველყოფა

წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

  • 26სამინისტროს კომპეტენცია ირიგაციის სფეროში

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 6ნარჩენების

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
342313111011856262542315326
მითითებამნიშვნელობით ახლოსწყლის რესურსების მართვ…წყლის შესახებგარემოს დაცვის შესახებსაზოგადოებრივი ჯანმრთე…წყალმომხმარებელთა ორგა…ნარჩენების მართვის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026