წყალთან დაკავშირებული ურთიერთობის მოწესრიგების სფეროში საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება: ა) სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა წყლის დაცვისა და გამოყენების სფეროში; ბ) წყლის დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტების მიღება და მათი შესრულების კონტროლი; გ) წყლის დაცვისა და გამოყენების რეგულირებისა და კონტროლის სპეციალურად უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების ჩამოყალიბება; დ) დაცული ტერიტორიების შექმნა წყლის სახელმწიფო ფონდის მიწებზე; ე) გაბინძურებისათვის, დანაგვიანებისათვის, დაშრეტისათვის და სხვა უარყოფითი ზეგავლენის მქონე ქმედებისათვის ჯარიმისა და მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრის წესის დადგენა; ვ) წყლის დაცვისა და გამოყენების ერთიანი სახელმწიფო კონტროლი საქართველოს სახმელეთო ტერიტორიაზე, ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში; ზ) წყლის დაცვის ორგანიზება და მისი გამოყენების სახელმწიფო რეგულირება; თ) ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №494); ი) ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობის კოორდინირება წყლის დაცვისა და გამოყენების სფეროში; კ) წყალსარგებლობის შეზღუდვა ან აკრძალვა ცალკეულ წყლის ობიექტებზე, მათ შორის ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვის ზონაში; ლ) (ამოღებულია – 25.03.2013, №494); მ) წყლის მდგომარეობაზე დაკვირვებისა და ანალიზის (მონიტორინგის) სისტემა; ნ) წყლის დაცვისა და გამოყენების, წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოებისა და წყლით ვაჭრობის წესების, საერთო სახელმწიფო ნორმატივების, კვოტების, ლიმიტების, სახელმწიფო სტანდარტებისა და ხარისხის შეფასების მეთოდებისა და კრიტერიუმების დადგენა; ო) წყლის რესურსების და მის გამოყენებასთან დაკავშირებული საინფორმაციო ფონდის შექმნა („წიაღის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი ბუნებრივი რესურსების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ფონდის ფარგლებში) და მისი განკარგვა. ასევე, წყლის რესურსების და მის გამოყენებასთან დაკავშირებული სახელმწიფო სტატისტიკის წარმოების წესის დადგენა და წარმოება; პ) (ამოღებულია – 25.03.2013, №494); ჟ) (ამოღებულია – 25.03.2013, №494); რ) საქართველოს ტერიტორიაზე წყლის გამოყენებისა და დაცვის წესების შემუშავება განსაკუთრებული სახელმწიფო და სახელმწიფო მნიშვნელობის წყლის ფონდის განკარგვის მიზნით და სამთო მინაკუთვნის გამოყოფა მიწისქვეშა წყლების საექსპლუატაციოდ; ს) (ამოღებულია – 25.03.2013, №494); ტ) წყლის დაცვისა და გამოყენების სფეროში ერთიანი სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის გატარება, სამეცნიერო-კვლევითი, საცდელ-საკონსტრუქტორო და სხვა სამუშაოთა კოორდინირება, ორგანიზება და დაფინანსება; უ) წყლის დაცვისა და გამოყენების სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების დადება; ფ) ბუნებრივი კატასტროფის შედეგად დაზიანებული განსაკუთრებული სახელმწიფო და სახელმწიფო მნიშვნელობის წყლის ობიექტების აღდგენის სამუშაოთა დაფინანსება. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №494 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
მუხლი 10. საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენცია წყალთან დაკავშირებული ურთიერთობის მოწესრიგების სფეროში
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №17 · ძალაშია 14 მაი. 2013-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 1
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
- · გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013
10-ე მუხლში „ე“ ქვეპუნქტიდან გავიდა წყალსარგებლობის გადასახადი, ამოღებულია „თ“, „ლ“, „პ“, „ჟ“ და „ს“ ქვეპუნქტები, ხოლო „რ“ ქვეპუნქტი ახლა წყლის გამოყენებისა და დაცვის წესების შემუშავებას ითვალისწინებს.
რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

