წყლის შესახებ

მუხლი 14. წყლის დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვა

რედაქცია №27კონსოლიდირებული · 30 ივნ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.წყლის დაცვის ღონისძიებები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებიდან − მათი კომპეტენციიდან გამომდინარე.

2.წყლის დაცვის ღონისძიებები იგეგმება მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით – ქვეყნის მდგრადი განვითარების სტრატეგიის, გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის, რეგიონალური, უწყებრივი და ადგილობრივი გარემოს დაცვის მოქმედებათა პროგრამებისა და საქმიანობის ობიექტების გარემოს დაცვის სამენეჯმენტო გეგმების საფუძველზე – „გარემოს დაცვის შესახებ“, „წიაღის შესახებ“, „ცხოველთა სამყაროს შესახებ" და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად. ქვეყნის მდგრადი განვითარების სტრატეგიის, გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის, რეგიონალური, უწყებრივი და ადგილობრივი გარემოს დაცვის მოქმედებათა პროგრამებისა და საქმიანობის ობიექტთა გარემოს დაცვის სამენეჯმენტო გეგმების შედგენის წესსა და პერიოდულობას განსაზღვრავს საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა.

3.წყლის დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვა მოიცავს ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ ღონისძიებათა შემუშავებასა და ინტეგრირებას: ა) (ამოღებულია – 25.03.2013, №494); ბ) მულტიმუნიციპალური/მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმებში ან/და გენერალურ გეგმებში; გ) განსახლებისა და განვითარების გეგმებსა და პროექტებში; დ) ინფრასტრუქტურულ პროექტებში; ე) განაშენიანებისა და სექტორული განვითარების გეგმებში; ვ) დაცული ტერიტორიების სამენეჯმენტო გეგმებში; ზ) ტყის მართვის გეგმებსა და პერსპექტიულ გეგმებში; თ) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ტყის, მიწის, წიაღისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვის, გამოყენებისა და სარგებლობის გეგმებში, პროექტებსა და პროგრამებში.

4.წყლის დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების დროს უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შემდეგ ძირითად მოთხოვნათა შესრულება: ა) წყლის ობიექტების დაცვა გაბინძურების, დანაგვიანების, დაშრეტის და სხვა ისეთი უარყოფითი ზემოქმედებისაგან, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მოსახლეობის ჯანმრთელობას, შეამციროს თევზის მარაგი, გააუარესოს წყალმომარაგების პირობები და გამოიწვიოს წყლის ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური თვისებების გაუარესება, ბუნებრივი თვითგაწმენდის უნარის დაქვეითება, წყლის ჰიდროლოგიური და ჰიდროგეოლოგიური რეჟიმის დარღვევა და სხვა არასასურველი შედეგები; ბ) მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილება სასმელი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების, სახელმწიფო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისი ხარისხის წყალზე; გ) განსაკუთრებული სამეცნიერო, ესთეტიკური და რეკრეაციული მნიშვნელობის წყლის ობიექტების დაცვა; დ) სასმელი და ტექნიკური წყალმომარაგების სათავე ნაგებობების სანიტარიული დაცვის ზონებში დადგენილი რეჟიმის განუხრელი დაცვა; ე) წყლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების გარემოს მდგომარეობაზე გავლენის სარწმუნო პროგნოზირება, შეფასება და აუცილებელი ზომების განხორციელება გარემოსა და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; ვ) წყლის ცალკეული ობიექტებისათვის დაცული ტერიტორიის კატეგორიის მინიჭება; ზ) წყლის ცხოველთა სამყაროს სახეობრივი მრავალფეროვნების შენაჩუნება; თ) ზღვისა და წყლის სხვა ობიექტების, სანაპირო ზოლებისა და ზონების შენარჩუნება და დაცვა; ი) წყლის მავნე ზემოქმედების თავიდან აცილება და მისი შედეგების ეფექტური ლიკვიდაცია.

5.დაცული ტერიტორიების ფარგლებში წყლის დაცვის ღონისძიებები იგეგმება ამ კანონისა და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

6.ზღვის სანაპირო ზონის ფარგლებში წყლის დაცვის ღონისძიებები იგეგმება ამ კანონისა და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №494 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3238 – ვებგვერდი, 13.08.2018წ . საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5969 – ვებგვერდი, 28.05.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6902 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №26 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 28 ივლ. 2020 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 28 მაი. 2020
  2. პირველ პუნქტში დაფინანსების წყაროებიდან ამოღებულია თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები; მე-2 პუნქტიდან ამოღებულია ერთი „ზ“ ქვეპუნქტის ძველი რედაქცია სატყეო მეურნეობის გეგმების შესახებ.

  3. · გამოქვეყნდა 13 აგვ. 2018
  4. · გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013

    მე-14 მუხლის პირველ პუნქტში დაფინანსების წყაროდ სახელმწიფო ბიუჯეტთან ერთად დასახელდა ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები; მე-3 პუნქტში ამოღებულია „ა“ ქვეპუნქტი და „ბ“ ქვეპუნქტი თვითმმართველ ერთეულებს ეხება.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25441315151545²77471352814
მნიშვნელობით ახლოსცხოველთა სამყაროს შესა…გარემოს დაცვის შესახებსაქართველოს „წითელი ნუ…წყლის რესურსების მართვ…დაცული ტერიტორიების სი…საქართველოს ტყის კოდექ…