Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაწყლის შესახებმუხლი 15

წყლის შესახებ

მუხლი 15. წყლის დანაგვიანებისა და დაბინძურებისაგან დაცვა

რედაქცია №27 კონსოლიდირებული · 30 ივნ. 2023 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2030
თემები:დაბინძურების კონტროლიწყლის რესურსებიგარემოს დაცვის დანაშაულებისამთო მოპოვებანარჩენების მართვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.აკრძალულია წყლის ობიექტებსა და წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენების ჩაყრა.

2.აკრძალულია ზღვაში, წყლის სხვა ობიექტებში და მათი დაცვის ზოლებში ტოქსიკური, რადიოაქტიური და სხვა სახიფათო ნარჩენების განთავსება და დამარხვა.

3.წყლის ტრანსპორტის, მილსადენების, წყლის ობიექტებზე არსებული მცურავი და სხვა ნაგებობების მფლობელები, ხეტყის დამცურებელი ორგანიზაციები, აგრეთვე სხვა ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან, არ დაუშვან წყლის დანაგვიანება და დაბინძურება ზეთის, მერქნის, ქიმიური პროდუქტების, ნავთობის, მინერალური და ორგანული სასუქების, შხამქიმიკატების და სხვა პროდუქტების დანაკარგებით.

4.ხეტყის დამცურებელი ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან, რეგულარულად გაწმინდონ დაცურების გზები ჩაძირული და მოტივტივე მერქნისაგან.

5.აკრძალულია ტივად შეუკრავი ხეტყის დაცურება.

6.ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან, არ დაუშვან წყალშემკრები აუზების, წყალსატევების, თოვლის, ყინულის, მყინვარების და თოვლის მუდმივი საფრის დანაგვიანება და დაბინძურება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენებითა და გამონაბოლქვით, რომელთა ჩარეცხვა გააუარესებს ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების ხარისხს.

7.მიწის მესაკუთრე და მიწით მოსარგებლე ვალდებული არიან, არ დაუშვან წყლის დაბინძურება მინერალური და ორგანული სასუქებით და შხამქიმიკატებით.

8.აკრძალულია წყალმომარაგების სათავე ნაგებობებთან ახლოს და მათი სანიტარიული დაცვის ზონებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენების დაგროვება, ჩამდინარე წყლებით რწყვა, ისეთი ობიექტების მშენებლობა და სხვა საქმიანობა, რომლებმაც შეიძლება წყლის დაბინძურება გამოიწვიოს.

9.აკრძალულია შთამნთქმელი ჭაბურღილების ბურღვა და შთამნთქმელი ჭების მოწყობა, აგრეთვე გაზისა და ნავთობის დამუშავებული საბადოების, შახტებისა და კარიერების, ბუნებრივი მიწისქვეშა სიცარიელეების სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების ჩასაშვებად გამოყენება, თუ ამან შეიძლება გამოიწვიოს მიწისქვეშა წყლების შემცველი ჰორიზონტების დაბინძურება.

10.შავი ზღვის დაცვის და მისი ეკოსისტემის შენარჩუნების მიზნით ფიზიკური და იურიდიული პირები (მათ შორის, უცხოელები) ვალდებული არიან, განახორციელონ ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს ხმელეთზე მდებარე დაბინძურების წყაროდან, გემიდან, ატმოსფეროდან, კონტინენტურ შელფზე საქმიანობის შედეგად ან საზღვაო ტრანსსასაზღვრო ტვირთზიდვის დროს ან ზღვაში ჩამდინარე წყლიდან მისი საშიში ნივთიერებებითა და მასალით დაბინძურების თავიდან აცილებას.

11.აკრძალულია ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ დასახლების წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შეუსაბამო ჩამდინარე წყლების ჩაშვება. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №494 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №3007 – ვებგვერდი, 12.01.2015წ. საქართველოს 2018 წლის 29 ივნისის კანონი №2755 – ვებგვერდი, 19.07.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №22 · ძალაშია 19 ივლ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2030 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 20 ივლ. 2023
  2. 19 ივლ. 2018

    პირველი პუნქტის ნარჩენების ჩაყრის აკრძალვა გავრცელდა წყალარინების სისტემაზე, ხოლო ახალი მე-11 პუნქტი კრძალავს ტექნიკური რეგლამენტის შეუსაბამო ჩამდინარე წყლების ჩაშვებას დასახლების საკანალიზაციო სისტემაში.

  3. 15 იან. 2015· გამოქვეყნდა 12 იან. 2015
  4. 14 მაი. 2013· გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013

    15-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულია — წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლის ჩაშვების სამინისტროს ლიცენზიის ნორმა აღარ არსებობს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 14შემდეგი მუხლი 16

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გარემოს დაბინძურება5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გარემოს დაბინძურება (მუხლი 287-306) - ადვოკატი5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • უკანონო თევზჭერა (მუხლი 300)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • წყლის დაბინძურება5 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 30 ივნ. 2023 · №27

  • 4 ცვლილება · ბოლო 20 ივლ. 2023
  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

წყლის შესახებ

  • 25ფიზიკური და იურიდიული პირების მოვალეობა წყლის მავნე ზემოქმედების თავიდან აცილებასა და მისი შედეგების ლიკვიდაციაზე
  • 84წყლის დაცვისა და გამოყენების ნორმები
  • 24წყლის დაცვა დაცული ტერიტორიების სისტემით

წყლის რესურსების მართვის შესახებ

  • 29წყლის რესურსების დაცვის ძირითადი მოთხოვნები
  • 13წყალსარგებლობის ზოგადი პირობები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 58წყლის დაცვის რეჟიმის დარღვევა

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 17სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ძირითადი ვალდებულებები
  • 8დანაგვიანების აკრძალვა

გარემოს დაცვის შესახებ

  • 34ეკოლოგიური მოთხოვნები ნარჩენებისადმი

საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

  • 56საქართველოს ზღვის სანაპიროზე და მდინარეთა ნაპირებზე განლაგებული დაბინძურების წყაროებიდან საქართველოს საზღვაო სივრცისა და სანაპიროს დაბინძურების თავიდან აცილება

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 23წყალარინება

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 16გარემოს დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5658342584242316178291315
მნიშვნელობით ახლოსწყლის რესურსების მართვ…საქართველოს ადმინისტრა…ნარჩენების მართვის კოდ…გარემოს დაცვის შესახებსაქართველოს საზღვაო სი…სასმელი წყლის მიწოდები…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 30 ივნ. 2023 · რედაქცია №27 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026