ცხოველთა სამყაროს შესახებ

მუხლი 15. ცხოველთა სამყაროს დაცვის ღონისძიებათა დაფინანსება და დაგეგმვა

რედაქცია №20 კონსოლიდირებული · 29 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ცხოველთა სამყაროს დაცვის ღონისძიებებს ბიუჯეტიდან აფინანსებს საქართველოს სახელმწიფო .

2.ცხოველთა სამყაროს დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვა ხორციელდება ქვეყნის მდგრადი განვითარების სტრატეგიის , გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის , რეგიონალური , უწყებრივი და ადგილობრივი გარემოს დაცვის მოქმედებათა პროგრამებისა და საქმიანობის ობიექტთა გარემოს დაცვის სამენეჯმენტო გეგმების საფუძველზე , „ გარემოს დაცვის შესახებ ” და „ დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ ” საქართველოს კანონებისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად . ქვეყნის მდგრადი განვითარების სტრატეგიის , გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის , რეგიონალური , უწყებრივი და ადგილობრივი გარემოს დაცვის მოქმედებათა პროგრამებისა და საქმიანობის ობიექტთა გარემოს დაცვის სამენეჯმენტო გეგმების შედგენის წესსა და პერიოდულობას განსაზღვრავს საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა .

3.ცხოველთა სამყაროს დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვა მოიცავს ამ ღონისძიებათა შემუშავებასა და ინტეგრირებას : ა ) დაცული ტერიტორიების სამენეჯმენტო გეგმებში ; ბ ) სატყეო მეურნეობის ორგანიზაციისა და გაძღოლის პერსპექტიულ ( სამენეჯმენტო ) გეგმებში ; გ) გენერალურ გეგმებში; დ ) განსახლებისა და განვითარების გეგმებსა და პროექტებში ; ე ) ინფრასტრუქტურულ პროექტებში ; ვ) ქალაქთმშენებლობით გეგმებსა და დარგობრივ გეგმებში; ზ ) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყლის , ტყის , მიწის , წიაღისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვის , გამოყენებისა და სარგებლობის გეგმებში , პროექტებსა და პროგრამებში .

4.სამონადირეო მეურნეობებში ცხოველთა სამყაროს დაცვის ღონისძიებებათა დაგეგმვა ხორციელდება სამონადირეო მეურნეობის ორგანიზაციისა და გაძღოლის პერსპექტიული ( ათწლიანი ) გეგმების ( სამენეჯმენტო გეგმების ) შემუშავების გზით .

5.ცხოველთა სამყაროს დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების დროს უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შემდეგ ძირითად მოთხოვნათა შესრულება : ა ) ბუნებრივ პირობებში გარეულ ცხოველთა სახეობრივი მრავალფეროვნების შენარჩუნება ; ბ ) გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს , გამრავლების არეალების , გადარჩენის სტაციების , სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების დაცვა ; გ ) გარეულ ცხოველთა სახეობების მრავალფეროვნების შენარჩუნება .

6.(ამოღებულია – 24.11.2011, № 5293 ).

7.დაცული ტერიტორიების ფარგლებში ცხოველთა სამყაროს დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვა ხორციელდება „ დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ ” საქართველოს კანონის საფუძველზე . საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3236 – ვებგვერდი, 13.07.2018წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ცხოველთა სამყაროს დაცვის ღონისძიებებს ბიუჯეტიდან აფინანსებს საქართველოს სახელმწიფო . 2. ცხოველთა სამყაროს დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვა ხორციელდება ქვეყნის მდგრადი განვითარების სტრატეგიის , გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის , რეგიონალური , უწყებრივი და ადგილობრივი გარემოს დაცვის მოქმედებათა პროგრამებისა და საქმიანობის ობიექტთა გარემოს დაცვის სამენეჯმენტო გეგმების საფუძველზე , „ გარემოს დაცვის შესახებ ” და „ დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ ” საქართველოს კანონებისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად . ქვეყნის მდგრადი განვითარების სტრატეგიის , გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის , რეგიონალური , უწყებრივი და ადგილობრივი გარემოს დაცვის მოქმედებათა პროგრამებისა და საქმიანობის ობიექტთა გარემოს დაცვის სამენეჯმენტო გეგმების შედგენის წესსა და პერიოდულობას განსაზღვრავს საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა . 3. ცხოველთა სამყაროს დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვა მოიცავს ამ ღონისძიებათა შემუშავებასა და ინტეგრირებას : ა ) დაცული ტერიტორიების სამენეჯმენტო გეგმებში ; ბ ) სატყეო მეურნეობის ორგანიზაციისა და გაძღოლის პერსპექტიულ ( სამენეჯმენტო ) გეგმებში ; გ) გენერალურ გეგმებში; დ ) განსახლებისა და განვითარების გეგმებსა და პროექტებში ; ე ) ინფრასტრუქტურულ პროექტებში ; ვ) ქალაქთმშენებლობით გეგმებსა და დარგობრივ გეგმებში; ზ ) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყლის , ტყის , მიწის , წიაღისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვის , გამოყენებისა და სარგებლობის გეგმებში , პროექტებსა და პროგრამებში . 4. სამონადირეო მეურნეობებში ცხოველთა სამყაროს დაცვის ღონისძიებებათა დაგეგმვა ხორციელდება სამონადირეო მეურნეობის ორგანიზაციისა და გაძღოლის პერსპექტიული ( ათწლიანი ) გეგმების ( სამენეჯმენტო გეგმების ) შემუშავების გზით . 5. ცხოველთა სამყაროს დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების დროს უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შემდეგ ძირითად მოთხოვნათა შესრულება : ა ) ბუნებრივ პირობებში გარეულ ცხოველთა სახეობრივი მრავალფეროვნების შენარჩუნება ; ბ ) გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს , გამრავლების არეალების , გადარჩენის სტაციების , სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების დაცვა ; გ ) გარეულ ცხოველთა სახეობების მრავალფეროვნების შენარჩუნება . 6. (ამოღებულია – 24.11.2011, № 5293 ). 7. დაცული ტერიტორიების ფარგლებში ცხოველთა სამყაროს დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვა ხორციელდება „ დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ ” საქართველოს კანონის საფუძველზე . საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3236 – ვებგვერდი, 13.07.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №14 · ძალაშია 1 იან. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2019 – 3 ივნ. 2019 ტექსტი უცნობია

  2. … – 12 მაი. 2000 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 13 აგვ. 2018

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
251513181516576245²7747115
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს „წითელი ნუ…გარემოს დაცვის შესახებცხოველთა სამყაროს შესა…დაცული ტერიტორიების სი…საქართველოს საბიუჯეტო …საქართველოს ტყის კოდექ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №20 · ბოლოს შემოწმდა