საერთაშორისო დაცვის შესახებ

მუხლი 23. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა

რედაქცია №11კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს, მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა როგორც საქართველოში შემოსვლისას საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, ისე საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისას.

2.საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსვლის ან ყოფნის შემთხვევაში უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სახელმწიფო უწყებას. ასეთ შემთხვევაში იგი, ამ კანონის მე-7 მუხლის გათვალისწინებით, თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.

3.სახელმწიფო უწყებამ უნდა უზრუნველყოს იმ ინფორმაციის უცხოელისათვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისათვის გასაგებ ენაზე თარგმნა, რომელიც საჭიროა თავშესაფრის პროცედურის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. თავშესაფრის პროცედურა რეგულირდება მინისტრის ნორმატიული აქტით.

4.სახელმწიფო უწყება საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის მიღებისთანავე ადგენს ოქმს. ამ ოქმის დედანი 3 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება სამინისტროს, ხოლო ასლი გადაეცემა უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5.საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო უწყება ადგენს ოქმს და უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ამისამართებს სამინისტროში.

6.(ამოღებულია - 18.04.2024, №4138). საქართველოს 2024 წლის 18 აპრილის კანონი №4138 - ვებგვერდი, 02.05.2024წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს, მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა როგორც საქართველოში შემოსვლისას საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, ისე საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისას. 2. საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსვლის ან ყოფნის შემთხვევაში უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სახელმწიფო უწყებას. ასეთ შემთხვევაში იგი, ამ კანონის მე-7 მუხლის გათვალისწინებით, თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. 3. სახელმწიფო უწყებამ უნდა უზრუნველყოს იმ ინფორმაციის უცხოელისათვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისათვის გასაგებ ენაზე თარგმნა, რომელიც საჭიროა თავშესაფრის პროცედურის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. თავშესაფრის პროცედურა რეგულირდება მინისტრის ნორმატიული აქტით. 4. სახელმწიფო უწყება საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის მიღებისთანავე ადგენს ოქმს. ამ ოქმის დედანი 3 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება სამინისტროს, ხოლო ასლი გადაეცემა უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 5. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო უწყება ადგენს ოქმს და უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ამისამართებს სამინისტროში. 6. (ამოღებულია - 18.04.2024, №4138). საქართველოს 2024 წლის 18 აპრილის კანონი №4138 - ვებგვერდი, 02.05.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 2 მაი. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 23-ე მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულია: მასში მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი განთავსების ან განსახლების წესის დანაწესი აღარ არსებობს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით ღოლიჯაშვილი

დავით ღოლიჯაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹¹⁴21¹¹⁷21¹³⁴171652¹4641741¹25332623
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთაშორისო დაცვის შე…საერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს ადმინისტრა…უცხოელთა და მოქალაქეობ…პენიტენციური კოდექსისაქართველოს მოქალაქეთა…