საერთაშორისო დაცვის შესახებ

მუხლი 41. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობა

რედაქცია №11კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თავშესაფრის მაძიებლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის წერილობითი მიმართვის საფუძველზე საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შესაძლებელია საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობა.

2.უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა თავშესაფრის მაძიებელს მისთვის გასაგებ ენაზე უნდა აცნობოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის სამართლებრივი შედეგები, რის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი. ამ ოქმს ხელს აწერენ სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირი და თავშესაფრის მაძიებელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი/მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი.

3.საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის საფუძველზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი იღებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას თავშესაფრის მაძიებლის მიერ შესაბამისი ოქმის ხელმოწერიდან მე-7 სამუშაო დღეს. ეს გადაწყვეტილება თავშესაფრის მაძიებელს ან მის კანონიერ წარმომადგენელს/მეურვეს/მზრუნველს/მხარდამჭერს წერილობით (ქართულ ენაზე და მისთვის გასაგებ ენაზე ნათარგმნი) ეგზავნება 3 სამუშაო დღის ვადაში, გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის მითითებით.

4.საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის საფუძველზე საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია სამინისტროს ჩააბაროს დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში დატოვოს საქართველო, თუ საქართველოში მისი ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

5.საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის შემდეგ თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს, სამინისტროს განმეორებით მიმართოს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის საქმესთან დაკავშირებით ახალი გარემოებები არსებობს და ეს მისთვის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის შემდეგ გახდა ცნობილი. სამინისტრომ იგი უნდა უზრუნველყოს სამართლიანი და ეფექტიანი თავშესაფრის პროცედურით. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით განმეორებით მიმართვის შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებელმა უნდა მიუთითოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობისა და განმეორებით მიმართვის სათანადო მიზეზები.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თავშესაფრის მაძიებლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის წერილობითი მიმართვის საფუძველზე საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შესაძლებელია საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობა. 2. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა თავშესაფრის მაძიებელს მისთვის გასაგებ ენაზე უნდა აცნობოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის სამართლებრივი შედეგები, რის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი. ამ ოქმს ხელს აწერენ სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირი და თავშესაფრის მაძიებელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი/მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი. 3. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის საფუძველზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი იღებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას თავშესაფრის მაძიებლის მიერ შესაბამისი ოქმის ხელმოწერიდან მე-7 სამუშაო დღეს. ეს გადაწყვეტილება თავშესაფრის მაძიებელს ან მის კანონიერ წარმომადგენელს/მეურვეს/მზრუნველს/მხარდამჭერს წერილობით (ქართულ ენაზე და მისთვის გასაგებ ენაზე ნათარგმნი) ეგზავნება 3 სამუშაო დღის ვადაში, გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის მითითებით. 4. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის საფუძველზე საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია სამინისტროს ჩააბაროს დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში დატოვოს საქართველო, თუ საქართველოში მისი ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. 5. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის შემდეგ თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს, სამინისტროს განმეორებით მიმართოს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის საქმესთან დაკავშირებით ახალი გარემოებები არსებობს და ეს მისთვის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის შემდეგ გახდა ცნობილი. სამინისტრომ იგი უნდა უზრუნველყოს სამართლიანი და ეფექტიანი თავშესაფრის პროცედურით. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით განმეორებით მიმართვის შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებელმა უნდა მიუთითოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობისა და განმეორებით მიმართვის სათანადო მიზეზები.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 15 დეკ. 2016-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 7 ივლ. 2025

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით ღოლიჯაშვილი

დავით ღოლიჯაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
32621¹¹⁶21¹¹⁴21¹¹⁸34652¹66¹4241¹48432541
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთაშორისო დაცვის შე…საერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს ადმინისტრა…უცხოელთა და მოქალაქეობ…პენიტენციური კოდექსისისხლის სამართლის სფერ…