საერთაშორისო დაცვის შესახებ

მუხლი 52. საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის გაუქმების ან ჩამორთმევის საფუძვლები

რედაქცია №11კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საერთაშორისო დაცვის მქონე პირს მინიჭებული სტატუსი გაუუქმდება, თუ ცნობილი გახდა, რომ ის არ აკმაყოფილებდა ამ კანონის მე-15, მე-19 ან 21-ე მუხლის მოთხოვნებს, ან მან არასწორი ინფორმაცია და ყალბი დოკუმენტაცია წარმოადგინა, კერძოდ: ა) პირმა არსებითი ფაქტობრივი გარემოებები არასწორად წარმოაჩინა ან დამალა; ბ) გამოიკვეთა ახალი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს, რომ პირზე არ უნდა გავრცელებულიყო საერთაშორისო დაცვა; გ) იგი სხვა ბინადრობის ქვეყნის უფლებამოსილი უწყების მიერ აღიარებული იყო ისეთი უფლება-მოვალეობების მქონედ, რომლებიც აქვთ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, და, შესაბამისად, არ საჭიროებდა საერთაშორისო დაცვას; დ) იგი არ საჭიროებდა საერთაშორისო დაცვას, ან არსებობდა საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მან ჩაიდინა ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ქმედება.

2.საერთაშორისო დაცვის მქონე პირს მინიჭებული სტატუსი ჩამოერთმევა, თუ საერთაშორისო დაცვის მიღების შემდეგ იგი მსჯავრდებულ იქნა საქართველოში მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, საფრთხეს უქმნის საზოგადოებას, ან არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას, საზოგადოებრივ წესრიგს.

3.საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის გაუქმება ან ჩამორთმევა მასზე გაცემული ბინადრობის მოწმობისა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის/სამგზავრო პასპორტის გაუქმების საფუძველია.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საერთაშორისო დაცვის მქონე პირს მინიჭებული სტატუსი გაუუქმდება, თუ ცნობილი გახდა, რომ ის არ აკმაყოფილებდა ამ კანონის მე-15, მე-19 ან 21-ე მუხლის მოთხოვნებს, ან მან არასწორი ინფორმაცია და ყალბი დოკუმენტაცია წარმოადგინა, კერძოდ: ა) პირმა არსებითი ფაქტობრივი გარემოებები არასწორად წარმოაჩინა ან დამალა; ბ) გამოიკვეთა ახალი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს, რომ პირზე არ უნდა გავრცელებულიყო საერთაშორისო დაცვა; გ) იგი სხვა ბინადრობის ქვეყნის უფლებამოსილი უწყების მიერ აღიარებული იყო ისეთი უფლება-მოვალეობების მქონედ, რომლებიც აქვთ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, და, შესაბამისად, არ საჭიროებდა საერთაშორისო დაცვას; დ) იგი არ საჭიროებდა საერთაშორისო დაცვას, ან არსებობდა საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მან ჩაიდინა ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ქმედება. 2. საერთაშორისო დაცვის მქონე პირს მინიჭებული სტატუსი ჩამოერთმევა, თუ საერთაშორისო დაცვის მიღების შემდეგ იგი მსჯავრდებულ იქნა საქართველოში მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, საფრთხეს უქმნის საზოგადოებას, ან არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას, საზოგადოებრივ წესრიგს. 3. საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის გაუქმება ან ჩამორთმევა მასზე გაცემული ბინადრობის მოწმობისა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის/სამგზავრო პასპორტის გაუქმების საფუძველია.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 15 დეკ. 2016-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 7 ივლ. 2025

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2021¹¹⁶21⁸⁴17109102354¹1821762645252
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს ადმინისტრა…საერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს ოკუპირებულ…უცხოეთში მცხოვრები თან…უცხოელთა და მოქალაქეობ…