Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთაშორისო დაცვის შესახებმუხლი 62

საერთაშორისო დაცვის შესახებ

მუხლი 62. საერთაშორისო დაცვის გაუქმების ან ჩამორთმევის საფუძვლები

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:საერთაშორისო ექსტრადიცია და ინტერპოლი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პირს საერთაშორისო დაცვა გაუუქმდება, თუ ცნობილი გახდა, რომ იგი არ აკმაყოფილებდა ამ კანონის მე-15, მე-19 ან 22-ე მუხლის მოთხოვნებს ან/და მან არასწორი ინფორმაცია ან/და ყალბი დოკუმენტაცია წარადგინა, კერძოდ: ა) პირის მიერ არასწორი ინფორმაციის ან/და ყალბი დოკუმენტაციის წარდგენამ გადამწყვეტი გავლენა მოახდინა მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე; ბ) გამოიკვეთა ახალი გარემოებები, რომლებიც მიუთითებს, რომ პირს არ უნდა ესარგებლა საერთაშორისო დაცვით; გ) პირი სხვა ბინადრობის ქვეყნის უფლებამოსილი უწყების მიერ აღიარებულია ისეთი უფლებებისა და მოვალეობების მქონედ, რომლებიც დაკავშირებულია ამ ქვეყნის მოქალაქეობის ფლობასთან, და, შესაბამისად, იგი საერთაშორისო დაცვას არ საჭიროებდა; დ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირმა ჩაიდინა ამ კანონის მე-18, 21-ე ან 24-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება.

2.პირს საერთაშორისო დაცვა ჩამოერთმევა, თუ იგი საერთაშორისო დაცვის მიღების შემდეგ მსჯავრდებულ იქნა საქართველოში განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ანდა ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს ან არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, მის ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს.

3.პირისთვის საერთაშორისო დაცვის გაუქმება ან ჩამორთმევა მასზე გაცემული ბინადრობის მოწმობისა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის/სამგზავრო პასპორტის გაუქმების საფუძველია. მუხლი 63. პირისთვის საერთაშორისო დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის, აგრეთვე დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის პროცედურა 1. პირისთვის საერთაშორისო დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის, აგრეთვე დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის პროცედურას იწყებს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი.

2.უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა საერთაშორისო დაცვის მქონე პირს მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, უნდა შეატყობინოს მისთვის მინიჭებული საერთაშორისო დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის, აგრეთვე დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის პროცედურის დაწყების შესახებ.

3.ამ კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებითა და 61-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო დაცვის მქონე სრულწლოვან პირთან ინდივიდუალური გასაუბრების ჩატარება მისთვის მინიჭებული საერთაშორისო დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის, აგრეთვე დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის პროცედურის დაწყებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, რათა აღნიშნულ პირს მიეცეს შესაძლებლობა, წარადგინოს ინფორმაცია და განმარტებები იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელთა საფუძველზეც დაიწყო მისთვის მინიჭებული საერთაშორისო დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის, აგრეთვე დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის პროცედურა, ასევე წარადგინოს სხვა ინფორმაცია, რომელიც ასაბუთებს ამ პირისთვის შესაბამისი სტატუსის გახანგრძლივების საჭიროებას.

4.თუ საერთაშორისო დაცვის მქონე პირი საქართველოში არ იმყოფება, ან მასთან დაკავშირება ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით ვერ ხერხდება, ან იგი არ გამოცხადდა გასაუბრებაზე, მისთვის მინიჭებული საერთაშორისო დაცვის შეწყვეტა, გაუქმება ან ჩამორთმევა, აგრეთვე დამატებითი დაცვის გაგრძელება ან მის გაგრძელებაზე უარის თქმა მოხდება იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც აქვს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს.

5.თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მისთვის მინიჭებული საერთაშორისო დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების, აგრეთვე დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში გამოცხადდება სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში და წარადგენს ინფორმაციას მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე, აღნიშნული მიზეზის გამოკვლევის შემდეგ უფლებამოსილი თანამდებობის პირი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და გასაუბრების დანიშვნის შესახებ.

6.გასაუბრება ტარდება ამ კანონის 41-ე მუხლით დადგენილი წესით.

7.პირისთვის საერთაშორისო დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის საკითხზე, აგრეთვე დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის საკითხზე გასაუბრების დროს უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უნდა შეაფასოს როგორც მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც ასაბუთებს ამ პირისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის, აგრეთვე დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის კანონიერებას, ისე აღნიშნული პირის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და მტკიცებულებები (მათი არსებობის შემთხვევაში).

8.პირისთვის საერთაშორისო დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის პროცედურის, აგრეთვე დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის პროცედურის დასრულებამდე, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, მას აქვს შესაბამის სტატუსთან დაკავშირებული ყველა უფლება და მოვალეობა.

9.ამ მუხლის პირველი ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის ვადა 1 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. მუხლი 64. პირისთვის საერთაშორისო დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება 1. პირს საერთაშორისო დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება (ქართულ ენაზე, აგრეთვე ნათარგმნი მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს) ჰბარდება ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით, მისი სასამართლოში გასაჩივრების ამ კანონით დადგენილი წესის მითითებით.

2.პირისთვის საერთაშორისო დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილების, აგრეთვე დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ანდა აღნიშნული გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში პირისთვის საერთაშორისო დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების, აგრეთვე დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით დატოვოს საქართველო, თუ საქართველოში მისი ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევების საკითხი რეგულირდება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

წინა მუხლი 61შემდეგი მუხლი 65

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ინტერპოლის გავრცელების ამოშლა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ინტერპოლის წითელი შენიშვნის ამოშლა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
მარიამ ჯორბენაძე

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №2

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
5
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 22მუხლი 24მუხლი 41მუხლი 60მუხლი 61

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 52განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება და პროცედურული გარანტიები
  • 61დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის შეწყვეტის საფუძვლები
  • 32საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვა

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 52საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის გაუქმების ან ჩამორთმევის საფუძვლები
  • 54საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება
  • 45განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება და პროცედურული გარანტიები

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ

  • 10პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლები

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 54¹უცხოელის მიმალვის საფრთხე

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ

  • 10უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები
  • 9უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 11სამსახურის შეწყვეტის საფუძვლები

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ

  • 7უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
111091054¹5254456122244160523262
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთაშორისო დაცვის შე…საერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს ოკუპირებულ…უცხოელთა და მოქალაქეობ…უცხოეთში მცხოვრები თან…სახელმწიფო დაცვის სპეც…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026