Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთაშორისო დაცვის შესახებმუხლი 52

საერთაშორისო დაცვის შესახებ

მუხლი 52. განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება და პროცედურული გარანტიები

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:მემკვიდრეობასაცხოვრებელი ქირავნობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.თუკი უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ლტოლვილის სტატუსი ან დამატებითი დაცვა შეუწყდა, გაუუქმდა ან ჩამოერთვა, ან მას დამატებითი დაცვის გაგრძელებაზე უარი ეთქვა, ანდა თავშესაფრის პროცედურა საქართველოში დასრულდა, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს, წარადგინოს განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება, თუ: ა) წარმოშობის ქვეყანაში ისეთი ცვლილებები მოხდა, რომლებიც შეიძლება აჩენდეს მისი საერთაშორისო დაცვის საჭიროებას; ბ) არსებობს ახალი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც წინა საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში მითითებული გარემოებების შეფასებისას არ განხილულა, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა მისი ბრალი არ ყოფილა და რომლებიც შეიძლება აჩენდეს მისი საერთაშორისო დაცვის საჭიროებას.

2.უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება წინასწარ გამოიკვლიოს, შეისწავლოს და შეაფასოს მასში მითითებული განმარტებები და ახალი გარემოებები, რათა წარმოშობის ქვეყანაში მისი დაბრუნებით არ დაირღვეს ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და საერთაშორისო სამართლით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებები. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის ან/და ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობის დასადგენად საჭიროების შემთხვევაში განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წინასწარი გამოკვლევის ფარგლებში უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან გასაუბრება ტარდება. ამ გასაუბრებაზე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის შესახებ.

3.თუ განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წინასწარი გამოკვლევით დადგინდება, რომ იგი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, სამინისტრო განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, მისი არსებითი განხილვის გარეშე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაუშვებლად ცნობის შესახებ. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ეს გადაწყვეტილება (ქართულ ენაზე, აგრეთვე ნათარგმნი მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს) ჰბარდება ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით, მისი სასამართლოში გასაჩივრების ამ კანონით დადგენილი წესის მითითებით.

4.თუ განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, სამინისტრო მისი რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა იღებს გადაწყვეტილებას განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ცნობის შესახებ, რის თაობაზეც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამ შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი მისთვის აღნიშნული აქტის ჩაბარების მომენტიდან მიიჩნევა თავშესაფრის მაძიებლად.

5.დაუშვებელია უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან წარმოშობის ქვეყანაში გაძევება ან ექსტრადიცია მის მიერ განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების პირველად წარდგენის მომენტიდან მისთვის ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს პირველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ჩაბარებამდე.

6.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების შემდეგ, აგრეთვე მის მიერ ამ აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და აღნიშნული აქტის მისთვის ჩაბარების მომენტიდან დასაშვებია მისი საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს პირველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა კვლავ წარადგინა განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება, იგი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და დასაშვებია მისი საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია.

7.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ სარგებლობს ამ კანონის 66-ე მუხლით დადგენილი უფლებებით, მათ შორის, იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასამართლო დავის წარმოებისას უფასო იურიდიული დახმარების უფლებითა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების უფლებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 16 დეკ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 51შემდეგი მუხლი 53

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საერთაშორისო მემკვიდრეობა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გამოსახლებისგან დაცვასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ხათუნა მანჯგალაძე

ხათუნა მანჯგალაძე

ბიზნეს იურისტი ექსტრემალური და უცხოელი ინვესტორებისთვის,

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
მარიამ სარიშვილი

მარიამ სარიშვილი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი // მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №2

  • ციტირებულია 7 მუხლი
  • 1 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 16მუხლი 66მუხლი 8

მიუთითებენ მასზე

საქართველოს ადმინი… 21¹¹⁶საქართველოს ადმინი… 21⁸⁴მუხლი 3მუხლი 31მუხლი 32მუხლი 48მუხლი 49

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 33საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განხილვის წესი
  • 16ადგილზე წარმოშობილი („Sur place“) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლება
  • 31საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებობის ეტაპი

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ

  • 7უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მისაღებად სააგენტოსთვის განმეორებით მიმართვის საფუძვლები
  • 9უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები

პენიტენციური კოდექსი

  • 41¹უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის მიწოდება

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 66¹იმ უცხოელის დაკავება და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება, რომელიც მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას ან/და მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოით
  • 52¹საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების წესი
  • 54¹უცხოელის მიმალვის საფრთხე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹¹⁴სასამართლოსთვის მიმართვა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ

  • 10პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლები

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

  • 17

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹¹⁶21⁸⁴766¹52¹41¹163166833248493352
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს ადმინისტრა…უცხოეთში მცხოვრები თან…პენიტენციური კოდექსიუცხოელთა და მოქალაქეობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026