პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ

მუხლი 5 (დანართი 1). საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 23 მაი. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება.

2.რეორგანიზაციად არ მიიჩნევა საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში: ა) თანამდებობ(ებ)ის იერარქიული რანგის ან/და კატეგორიის ცვლილების გარეშე სტრუქტურული ერთეულის/თანამდებობის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა, საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის/თანამდებობისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება; ბ) თანამდებობ(ებ)ის იერარქიული რანგის ან/და კატეგორიის ცვლილებით ან მის გარეშე საჯარო დაწესებულების ვაკანტური შტატების გადაადგილება ან/და შემცირება; გ) ინსტიტუციური მოწყობის ცვლილების გარეშე საშტატო ერთეულის დამატება.

3.საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი.

4.საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი გამოსცემს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის დაწყების შესახებ შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს და განსაზღვრავს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებს.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეგზავნება საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულს, თითოეული მოხელისათვის შეტყობინების მიზნით და ეცნობება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას.

6.საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია სრულდება ამ საჯარო დაწესებულების საქმიანობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტში ან/და საშტატო ნუსხაში განხორციელებული ცვლილებების კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლით. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მაისის დადგენილება №233 - ვებგვერდი, 17.05.2018წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 მაისის დადგენილება №315 – ვებგვერდი, 22.05.2020წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 26 თებერვლის დადგენილება №53 - ვებგვერდი, 28.02.2025წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 23 მაისის დადგენილება №173 - ვებგვერდი, 28.05.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 28 მაი. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 17 მაი. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1253341315250³ (…10310410210 (დ…8 (და…11 (დ…795 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ზოგადი ადმ…საჯარო სამსახურის შესა…პროფესიული საჯარო მოხე…ზოგადი განათლების შესა…მუზეუმების შესახებუმაღლესი განათლების შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა