Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 152

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 152. იურიდიული პირის რეორგანიზაცია

რედაქცია №245 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:რეორგანიზაციააქციებით ტრანზაქციებისაწარმოს ღირებულების განსაზღვრასექტორული შერწყმა-შეძენააღმასრულებელი მენეჯმენტიშერწყმა და შეძენა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112

1.რეორგანიზაციის მხარე იურიდიული პირის ან იურიდიულ პირთა მფლობელობაში არსებული ქონებისა და წილის (აქციების) ღირებულება ტოლია ამ ქონებისა და წილის (აქციების) ღირებულებისა რეორგანიზაციის განხორციელების წინ.

2.ქონების ან წილის (აქციების) გადაცემა რეორგანიზაციის მხარე იურიდიულ პირებს შორის არ ითვლება ქონების რეალიზაციად.

3.რეორგანიზაციის მხარე რეზიდენტ იურიდიულ პირში წილის (აქციების) ნებისმიერი გაცვლა წილზე (აქციებზე) სხვა იურიდიულ პირში, რომელიც ასევე ამ რეორგანიზაციის მხარეა, არ ითვლება წილის (აქციების) რეალიზაციად.

4.წილის (აქციების) ღირებულება, რომელთა გაცვლაც ხდება ამ მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ტოლია წილის (აქციების) თავდაპირველი ღირებულებისა.

5.რეორგანიზაციის მხარე იურიდიულ პირში წილის განაწილება, რაც წარმოშობს მსგავს უფლებას სხვა იურიდიულ პირში, რომელიც ასევე ამ რეორგანიზაციის მხარეა, არ არის დივიდენდი.

6.ამ მუხლის მე-5 ნაწილში აღნიშნული თავდაპირველი წილის (აქციების) ღირებულება ექვემდებარება გასანაწილებელ წილზე (აქციებზე) მიკუთვნებას იმ კოეფიციენტის გამოყენებით, რომელიც განისაზღვრება, როგორც თანაფარდობა განაწილებული და თავდაპირველი წილის (აქციების) საბაზრო ღირებულების განაწილების მომენტისათვის და თავდაპირველი წილის ღირებულებას შორის განაწილების შემდეგ.

7.თუ საგადასახადო ორგანო არ დაამტკიცებს, რომ შერწყმის, შეძენის, მიერთების ან გაყოფის ოპერაციის მიზანი არის გადასახადების გადახდისაგან თავის არიდება, რეორგანიზაცია მოიცავს: ა) ორი ან მეტი რეზიდენტი იურიდიული პირის შერწყმას; ბ) ხმის უფლების მქონე 50 პროცენტის ან მეტი წილისა და რეზიდენტი იურიდიული პირის პარტნიორის წილის საერთო მოცულობის ღირებულების 50 პროცენტის ან მეტის შეძენას ან მიერთებას მხოლოდ შეძენის ან მიერთების ოპერაციაში პარტნიორ მხარეთა მსგავსი უფლებებით, წილის (აქციების) სანაცვლოდ; გ) რეზიდენტი იურიდიული პირის აქტივების 50 პროცენტის და მეტის შეძენას სხვა რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ ხმის უფლების მქონე წილის (აქციების) სანაცვლოდ, დივიდენდებთან მიმართებით პრივილეგირებული უფლების გარეშე; დ) რეზიდენტი იურიდიული პირის გაყოფას ორ ან მეტ რეზიდენტ იურიდიულ პირად.

8.რეორგანიზაციის მხარედ მიიჩნევა ნებისმიერი რეზიდენტი იურიდიული პირი: ა) რომელიც პირდაპირ არის ჩართული რეორგანიზაციაში; ბ) რომელიც უშუალოდ ფლობს რეორგანიზაციაში პირდაპირ ჩართულ რეზიდენტ იურიდიულ პირს; გ) რომელსაც ფლობს რეორგანიზაციაში პირდაპირ ჩართული რეზიდენტი იურიდიული პირი.

9.ამ მუხლის მე-8 ნაწილის მიზნებისათვის იურიდიული პირის ფლობა გულისხმობს ამ იურიდიულ პირში ხმის უფლების მქონე წილის (აქციების) 50 პროცენტის ან მეტის და ყველა სხვა დარჩენილი წილის (აქციების) ღირებულების 50 პროცენტის ან მეტის ფლობას.

10.ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ აქტივებზე, რომლებიც ამ კოდექსის XV თავის შესაბამისად ექვემდებარება ამორტიზაციას ჯგუფური მეთოდით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამორტიზაციის ერთი ნორმის მიხედვით დაჯგუფებული ჯგუფის ყველა აქტივი ერთდროულად გადაიცემა.

11.ამ მუხლის მე-10 ნაწილში აღნიშნული, ამორტიზაციის ერთი ნორმის მიხედვით დაჯგუფებული ჯგუფის ყველა აქტივის შემთხვევაში მათი მიმღებისათვის აქტივების ღირებულებად ითვლება გადაცემის მომენტისათვის ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი.

12.ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება, თუ ოპერაციის მონაწილე რომელიმე მხარე მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით. საქართველოს 2016 წლის 13 მაისის კანონი №5092 - ვებგვერდი, 01.06.2016წ. თავი XX გადასახადების ადმინისტრირების წესები

წინა მუხლი 151შემდეგი მუხლი 153

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბიზნესის შეფასება განქორწინებისას8 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • იურიდიული კონსულტაცია6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კრიზისის მართვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კორპორატიული რესტრუქტურიზაცია4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ბაზიკოშვილი

ნინო ბაზიკოშვილი

იურისტი, კონსულტანტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №245

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 97

მიუთითებენ მასზე

მუხლი 173მუხლი 194

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 150იურიდიული პირის ლიკვიდაცია
  • 151იურიდიულ პირში წილის (აქციების) სანაცვლოდ აქტივების შეტანა
  • 56საგადასახადო ვალდებულების შესრულება საწარმოს/ორგანიზაციის რეორგანიზაციისას

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 35იურიდიული პირების რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შედეგად უძრავ ნივთზე წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაცია

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 38არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
  • 26იურიდიული პირის ადგილსამყოფელი
  • 25იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა

დაზღვევის შესახებ

  • 28დაზღვევის ორგანიზაციის რეორგანიზაციის და მის წესდებაში ცვლილებების შეტანის შედეგები

პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ

  • 5საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია

მეწარმეთა შესახებ

  • 74სამეწარმეო საზოგადოების რეორგანიზაციის პროცესში კრედიტორთა დაცვა
  • 158აქციის კლასი. აქციად კონვერტირებადი სხვა ფასიანი ქაღალდი
  • 75პარტნიორთა წილების გამოსყიდვა სამეწარმეო საზოგადოების რეორგანიზაციის დროს

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2838262597173194150151563557415875152
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…უძრავ ნივთებზე უფლებათ…საქართველოს სამოქალაქო…დაზღვევის შესახებპროფესიული საჯარო მოხე…მეწარმეთა შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026