შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

მუხლი 22. შვილად აყვანის რიგითობა

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.შვილად აყვანის დროს დაცული უნდა იქნეს რეესტრში არსებული რიგითობა, მშვილებლისა ( მშვილებლებისა) და გასაშვილებელი ბავშვის თავსებადობის გათვალისწინებით.

2.შეთავაზებულ ბავშვზე მშვილებლის ( მშვილებლების) მიერ უარის თქმის შემთხვევაში მშვილებელი ინარჩუნებს რეესტრში არსებულ რიგითობას და მას ( მათ) უნდა შესთავაზონ სხვა ბავშვი მის ( მათ) მიერ განაცხადში ბავშვის შესახებ მითითებული კრიტერიუმების შესაბამისად, ხოლო ის ბავშვი, რომელზედაც მან ( მათ) უარი თქვა ( თქვეს), დადგენილი წესით უნდა შესთავაზონ სხვა მშვილებელს ( მშვილებლებს).

3.მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ერთი და იმავე მშვილებლისთვის ახორციელებს მხოლოდ 2 შეთავაზებას რეესტრში აღრიცხული ბავშვის შვილად ასაყვანად. თუ მშვილებელმა შეთავაზებებზე უარი განაცხადა, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას მშვილებლის რეესტრში აღრიცხვიდან მოხსნის თაობაზე, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება სააგენტოს.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით დაწესებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც მშვილებელს განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვი შესთავაზეს ან მშვილებლის ინიციატივით ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შედეგები განსხვავდება გასაშვილებელი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არსებული მონაცემებისგან.

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულიდოქტრინული დასაშვებობა (T5)

    როგორ ფასდება ბავშვის საუკეთესო ინტერესი ბიოლოგიურ მშობელთან დაბრუნების მოთხოვნისას?

    დავა ეხებოდა ბიოლოგიური დედის მშობლის უფლების შეზღუდვასა და აღმზრდელის მეურვედ დანიშვნას, აგრეთვე დედის შეგებებულ მოთხოვნას ბავშვის დაბრუნების შესახებ. უზენაესმა სასამართლომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით გაიზიარა დასკვნა, რომ დედასთან დაბრუნება ბავშვს უარყოფითად არ იმოქმედებდა და მშობლის უფლების შეზღუდვის საფუძველი არ გამოვლენილა. სასამართლომ აღნიშნა, რომ ოჯახის გაერთიანების ხელშეწყობის ვალდებულება და მშობლის უფლება ბავშვის საუკეთესო ინტერესებით არის შეზღუდული. საკასაციო საჩივარი სსსკ 391-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებითად არ განხილულა; ძალაში დარჩა თავდაპირველ სარჩელზე უარი და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. შვილად აყვანის დროს დაცული უნდა იქნეს რეესტრში არსებული რიგითობა, მშვილებლისა ( მშვილებლებისა) და გასაშვილებელი ბავშვის თავსებადობის გათვალისწინებით. 2. შეთავაზებულ ბავშვზე მშვილებლის ( მშვილებლების) მიერ უარის თქმის შემთხვევაში მშვილებელი ინარჩუნებს რეესტრში არსებულ რიგითობას და მას ( მათ) უნდა შესთავაზონ სხვა ბავშვი მის ( მათ) მიერ განაცხადში ბავშვის შესახებ მითითებული კრიტერიუმების შესაბამისად, ხოლო ის ბავშვი, რომელზედაც მან ( მათ) უარი თქვა ( თქვეს), დადგენილი წესით უნდა შესთავაზონ სხვა მშვილებელს ( მშვილებლებს). 3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ერთი და იმავე მშვილებლისთვის ახორციელებს მხოლოდ 2 შეთავაზებას რეესტრში აღრიცხული ბავშვის შვილად ასაყვანად. თუ მშვილებელმა შეთავაზებებზე უარი განაცხადა, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას მშვილებლის რეესტრში აღრიცხვიდან მოხსნის თაობაზე, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება სააგენტოს. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დაწესებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც მშვილებელს განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვი შესთავაზეს ან მშვილებლის ინიციატივით ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შედეგები განსხვავდება გასაშვილებელი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არსებული მონაცემებისგან.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 9 ოქტ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 9 ოქტ. 2018 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

  2. … – 9 ოქტ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
35019¹12391254124221474123915522
მნიშვნელობით ახლოსშვილად აყვანისა და მინ…საქართველოს სამოქალაქო…კონვენცია ბავშვის უფლე…საქართველოს სამოქალაქო…სამოქალაქო აქტების შეს…საქართველოს კანონი ოჯა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა