საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 150. მიყვანის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება

რედაქცია №179 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მიყვანის შესახებ გადაწყვეტილება აღსასრულებლად გადაეცემა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს.

2.როდესაც მისაყვან პირს აღმოაჩენენ, უფლებამოსილი თანამდებობის პირი მას ხელწერილით აცნობს გადაწყვეტილებას მიყვანის შესახებ და მიჰყავს გადაწყვეტილებაში მითითებულ ორგანოში (პირთან). ამასთანავე, გადაწყვეტილებაზე უნდა გაკეთდეს ჩანაწერი პირის აღმოჩენის დროისა და ადგილის, მიყვანის დროის, აგრეთვე მიყვანასთან დაკავშირებით მისი განცხადებებისა და საჩივრების შესახებ.

3.მიყვანის შესახებ გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს გონივრულ ვადაში.

4.თუ უფლებამოსილი თანამდებობის პირი დაადგენს, რომ პირის მიყვანა შეუძლებელია, იგი მიყვანის შესახებ გადაწყვეტილებაზე წერილობით მიუთითებს ამის მიზეზებს და გადაწყვეტილებას აღსრულების გარეშე უბრუნებს მიყვანის ინიციატორს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მიყვანის შესახებ გადაწყვეტილება აღსასრულებლად გადაეცემა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს. 2. როდესაც მისაყვან პირს აღმოაჩენენ, უფლებამოსილი თანამდებობის პირი მას ხელწერილით აცნობს გადაწყვეტილებას მიყვანის შესახებ და მიჰყავს გადაწყვეტილებაში მითითებულ ორგანოში (პირთან). ამასთანავე, გადაწყვეტილებაზე უნდა გაკეთდეს ჩანაწერი პირის აღმოჩენის დროისა და ადგილის, მიყვანის დროის, აგრეთვე მიყვანასთან დაკავშირებით მისი განცხადებებისა და საჩივრების შესახებ. 3. მიყვანის შესახებ გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს გონივრულ ვადაში. 4. თუ უფლებამოსილი თანამდებობის პირი დაადგენს, რომ პირის მიყვანა შეუძლებელია, იგი მიყვანის შესახებ გადაწყვეტილებაზე წერილობით მიუთითებს ამის მიზეზებს და გადაწყვეტილებას აღსრულების გარეშე უბრუნებს მიყვანის ინიციატორს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 3 ნოე. 2009-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2890⁷3625351¹⁷12421492807139227150
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…სისხლის სამართლის საერ…ხელშეკრულება საქართველ…საერთაშორისო კერძო სამ…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №179 · ბოლოს შემოწმდა